24.06.2019
KA  
 
8 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
07.06.2019
ფოტო

ნაყინი
1786 წლის 8 ივნისს ნიუ-ორკში გაყიდვაში პირველად გამოიტანეს ნაყინი (Ice cream). (იხილეთ ვიდეო)

სარეცხი მანქანა
1824 წლის 8 ივნისს კვებეკში (Québec) - ნოა კაშინგმა (Noah Cushing)  დააპატენტა სარეცხი მანქანა (Washing machine). (იხილეთ ვიდეო) 

რობერტ შუმანი
1810 წლის 8 ივნისს დაიბადა რობერტ შუმანი (Robert Schumann 1810 - 1856) - გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკალური კრიტიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ კემპბელი
1910 წლის 8 ივნისს დაიბადა ჯონ ვუდ კემპბელი (John Wood Campbell, Jr. 1910 - 1971)- ლეგენდარული ამერიკელი მწერალი-ფანტასტი და რედაქტორი, რომელმაც „სამეცნიერო ფანტასტიკის ოქროს ხანის“  (Golden Age of Science Fiction) შექმნას შეუწყო ხელი.  (იხილეთ ვიდეო)

Nancy Sinatra
1940 წლის 8 ივნისს დაიბადა ნენსი სინატრა (Nancy Sandra Sinatra)- ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ფრენკ სინატრას შვილი. (იხილეთ ვიდეო)

მიკ ბოქსი
1947 წლის 8 ივნისს დაიბადა მიკ ბოქსი (Mick Box) - ბრიტანული მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ჯგუფი «Uriah Heep»-ის გიტარისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ბონი ტეილორი
1951 წლის 8 ივნისს დაიბადა ბონი ტეილორი (ნამდვილი სახელი გეინორ ჰოპკინსი) (Bonnie Tyler — Gaynor Hopkins) - ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომლის ყველაზე კომერციულად წარმატებული სიმღერა „Total Eclipse of the Heart(1983) ოთხი კვირის განმავლობში აშშ-ს ნაციონალური ჰიტ აღლუმის (Billboard Hot 100) სათავეში იყო მოქცეული. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ტიმ ბერნერს-ლი
1955 წლის 8 ივნისს დაიბადა ტიმოთი ბერნერს-ლი ( Sir Timothy John «Tim» Berners-Lee ) - გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერი, გამომგონებელი URI, URL, HTTP, HTML. რობერტ კაიოსთან (Robert Cailliau)  ერთად მსოფლიო ქსელის (World Wide Web) შემქმნელი.  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მრავალი გამოგონების ავტორი.  (იხილეთ ვიდეო)

მიკ ჰაკნელი
1960 წლის 8 ივნისს დაიბადა მიკ ჰაკნელი (Mick Hucknall) - ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ჯგუფი “Simply Red”-ის ლიდერი.  (ჯგუფის ვებ-გვერდი)(იხილეთ ვიდეო)

ნიკ როუდზი
1962 წლის 8 ივნისს დიაბადა ნიკ როუდზი (ნამდვილი სახელი ნიკოლას ჯეიმს ბეიტსი) (Nick Rhodes — Nicholas James Bates) - ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ «Duran Duran»-ის დამფუძნებელი და წევრი (კლავიშები).(ჯგუფის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE