24.06.2019
KA  
 
2 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
01.06.2019
ფოტო

ჯონი ვაისმიულერი
1904 წლის 2 ივნისს დაიბადა ჯონი ვაისმიულერი (Johnny Weissmuller 1904 - 1984) - ამერიკელი მოცურავე, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 67 მსოფლიო რეკორდის ავტორი, მან პირველმა გასცურა 100 მეტრიანი დისტანცია 1 წუთზე უფრო ნაკლებ დროში. იგი იყო რუმინელი ემიგრანტების შვილი, მან მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებებს არა მარტო როგორც სპორტსმენმა, მან აგრეთვე ტარზანის (Tarzan) მოგზაურობის შესახებ 12 ფილმში მიიღო მონაწილეობა. (იხილეთ ვიდეო)

ჩარლი უოტსი
1941 წლის 2 ივნისს დაიბადა ჩარლი უოტსი (Charles Robert  Watts) - ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფი «The Rolling Stones»ის დრამერი.  (იხილეთ ვიდეო)

ერვინ ოლაფი
1959 წლის 2 ივნისს დაიბადა ერვინ ოლაფი (Erwin Olaf Springveld) - გამოჩენილი ჰოლანდიელი ფოტოგრაფი. (იხილეთ ვიდეო)

ფრენკ სინატრა  «Strangers in the Night»
1966 წლის 2 ივნისს თორმეტი წლის შემდეგ ფრენკ სინატრა (Francis Albert Sinatra 1915 - 1998)  ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში  სიმღერით - «Strangers in the Night» ისევ პირველ ადგილს იკავებს. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

უენტუორთ მილერი
1972 წლის 2 ივნისს დაიბადა უენტუორთ მილერი (Wentworth Miller)  -  ამერიკელი მსახიობი, რომელმაც სახელი ტელესერიალში „ციხიდან გაქცევა“ (Prison Break) მაიკლ სკოფილდის როლის თამაშით გაითქვა. (იხილეთ ვიდეო)

ზაკარი კუინტო
1977 წლის 2 ივნისს დაიბადა ზაკარი კუინტო (Zachary John Quinto) - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

ჯასთინ ლონგი
1978 წლის 2 ივნისს დაიბადა ჯასთინ ლონგი (Justin Long) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

მორენა ბაკარინი
1979 წლის 2 ივნისს დაიბადა მორენა ბაკარინი (Morena Baccarin) - ბრაზილიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE