07.07.2020
KA  
 
1 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
31.05.2020
ფოტო

მიხეილ გლინკა
1804 წლის 1 ივნისს დაიბადა მიხეილ გლინკა (Михаил Иванович Глинка 1804 - 1857) - რუსი კომპოზიტორი, რუსული ნაციონალური საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი.  (იხილეთ ვიდეო)

ანდრია ბალანჩივაძე
1906 წლის 1 ივნისს დაიბადა ანდრია ბალანჩივაძე (1906-1992) - ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი. მელიტონ ბალანჩივაძის შვილი.  (იხილეთ ვიდეო)

მერილინ მონრო
1926 წლის 1 ივნისს დაიბადა მერილინ მონრო (Marilyn Monroe 1926-1962) (ნამდვილი სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი-Norma Jeane Mortenson) - ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, და მოდელი. 1950-1960-იანი წლების ამერიკის სექს-სიმბოლოდ აღიარებული. (იხილეთ ვიდეო)

მორგან ფრიმენი
1937 წლის 1 ივნისს დაიბადა მორგან ფრიმენი (Morgan Freeman) - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი.  (იხილეთ ვიდეო)

რონივუდი
1947 წლის 1 ივნისს დაიბადა რონი ვუდი (Ronnie Wood) - ბოშური წარმოშობის ბრიტანელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მომღერალი. ჯგუფ  «The Rolling Stones»-ის  გიტარისტი.  (იხილეთ ვიდეო)

The Rolling Stones
1964 წლის 1 ივნისს ჯგუფი «The Rolling Stones»-ი, თავიანთი პირველი ამერიკული ტურნეს ჩასატარებლად ნიუ-ორკში ჩაფრინდნენ. (იხილეთ ვიდეო)

Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band
1967 წლის 1 ივნისს ჯგუფი The Beatles-ს ალბომი «Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band»-ი გამოვიდა, ჟურნალი «Rolling Stone»-ის ვერსიით „ყველა დროის საუკეთესო ალბომი“.  (იხილეთ ვიდეო)

ალანის მორისეტი
1974  წლის 1 ივნისს დაიბადა ალანის მორისეტი (Alanis Nadine Morissette) - კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და პროდიუსერი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ჟუსტინ ენენი
1982 წლის 1 ივნისს დაიბადა ჟუსტინ ენენი (Justine Henin) - ბელგიელი ჩოგბურთელი, კარიერის მანძილზე დიდი სლემის  ტურნირები შვიდჯერ აქვს მოგებული. 2003, 2006 და 2007 წლების მონაცემებით მსოფლიოს პირველი ჩოგანი. (იხილეთ ვიდეო)

დაიანა მენდოსა
1986 წლის 1 ივნისს დაიბადა დაიანა მენდოსა (Dayana Mendoza) - ვენესუელელი მოდელი,  2008 წლის  Miss Universe-ი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE