21.10.2019
KA  
 
26 ივლისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
25.07.2019
ფოტო

ჯორჯ ბერნარდ შოუ
1856 წლის 26 ივლისს დაიბადა ჯორჯ ბერნარდ შოუ (George Bernard Shaw 1856 – 1950)  - ირლანდიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925). (იხილეთ ვიდეო)

კარლ გუსტავ იუნგი
1875 წლის 26 ივლისს დაიბადა კარლ გუსტავ იუნგი (Carl Gustav Jung 1875 – 1961) - შვეიცარიელი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, „ანალიტიკური ფსიქოლოგიის“ ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

FBI
1908 წლის 26 ივლისს აშშ-ს იუსტიციის მინისტრი ჩარლზ ბონაპარტი (Charles Joseph Bonaparte 1851-1921) უსახელო უწყებას ქმნის, რომლის სპეცაგენტებს კანონთა ფედერალური დარღვევები უნდა გამოეძიათ. ამ უწყების პირველი ხელმძღვანელი გახდა სტენლი ფინჩი (Stanley Finch 1872-1951). შემდეგ წელს უწყებას - გამოძიების ბიურო, ხოლო 1935 წლის 1 ივლისიდან გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI - Federal Bureau of Investigation) დაერქვა. (იხილეთ ვიდეო)

ბლეიკ ედვარდსი
1922 წლის 26 ივლისს დაიბადა ბლეიკ ედვარდსი (ნამდვილი სახელი: უილიამ ბლეიკ კრამპი) (Blake Edwards 1922-2010) -  ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი, მსახიობი ჯული ენდრიუსის (Julie Andrews) მეუღლე. (იხილეთ ვიდეო)

ჯეისონ რობარდსი
1922 წლის 26 ივლისს დაიბადა ჯეისონ რობარდსი (Jason Nelson Robards  1922 – 2000) - ამერიკელი მსახიობი, ორი პრემია "ოსკარის" ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

სტენლი კუბრიკი
1928 წლის 26 ივლისს დაიბადა სტენლი კუბრიკი (Stanley Kubrick 1928 – 1999) - ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, ფოტოგრაფი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

მიკ ჯაგერი
1943 წლის 26 ივლისს დაიბადა მიკ ჯაგერი (Michael Jagger) -  ბრიტანელი მუსიკოსი, მსახიობი და სიმღერების ავტორი, ჯგუფ «The Rolling Stones»-ის ვოკალისტი.(მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)  

როჯერ ტეილორი
1949 წლის 26 ივლისს დაიბადა როჯერ მედოუზ - ტეილორი (Roger Meddows-Taylor)  - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ჯგუფ «Queen»-ის დრამერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი)(იხილეთ ვიდეო)

კევინ სპეისი
1959 წლის 26 ივლისს დაიბადა კევინ სპეისი (Kevin Spacey) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, ორი „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

კეიკო მაცუი
1963 წლის 26 ივლისს დაიბადა კეიკო მაცუი (Keiko Matsui)- იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც ასრულებს მუსიკას new age -ისა და ჯაზის სტილში. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

სანდრა ბულოკი
1964 წლის 26 ივლისს დაიბადა სანდრა ბულოკი (Sandra Annette Bullock) - ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Jackson 5
1968 წლის 26 ივლისს «Jackson 5»-ი კონტრაქტს აფორმებს ხმის ჩამწერ ფირმა «Motown Records»-თან, მაიკლი (Michael Jackson 1958 – 2009) მაშინ მხოლოდ ცხრა წლის იყო. (იხილეთ ვიდეო)

კეით ბეკინსეილი
1973 წლის 26 ივლისს დაიბადა კეით ბეკინსეილი (Kate Beckinsale) - ბრიტანელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE