21.10.2019
KA  
 
20 ივლისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
19.07.2019
ფოტო

BMW
1917 წლის 20 ივლისს სავაჭრო მარკა BMW დარეგისტრირდა   (BMW AG  (აბრევიატურით ნიშნავს) - Bayerische Motorenwerke AG (ბავარიული ძრავის ქარხნები) -  ავტომობილების, მოტოციკლეტების, ძრავებისა და ველოსიპეტების გერმანული მწარმოებელი). (იხილეთ ვიდეო)

ედმუნდ ჰილარი
1919 წლის 20 ივლისს დაიბადა ედმუნდ ჰილარი (Edmund Hillary  1919 - 2008) - ახალზელანდიელი მკვლევარი და ალპინისტი, რომელიც ნორგეი თენცინგთან (Tenzing Norgay 1914-1985) ერთად პირველი ავიდა ევერესტზე (Mount Everest - დედამიწაზე  უმაღლესი მწვერვალი, რომელიც განლაგებულია ჰიმალიში. ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე).  (იხილეთ ვიდეო)

FIDE
1924 წლის 20 ივლისს პარიზში საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია - FIDE შეიქმნა.

Natalie Wood
1938 წლის 20 ივლისს დაიბადა ნატალია ვუდი (Natalie Wood  1938-1981 ნამდვილი სახელი: Наталья Николаевна Захаренко) - რუსული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

კარლოს სანტანა
1947 წლის 20 ივლისს დაიბადა კარლოს სანტანა (Carlos Santana) - მექსიკელი და ამერიკელი გიტარისტი-ვირტუოზი. (იხილეთ ვიდეო)

ჯოშ ლი ჰოლოვეი
1969 წლის 20 ივლისს დაიბადა ჯოშ ლი ჰოლოვეი (Josh Holloway)  - ამერიკელი მსახიობი, განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა სერიალ «Lost»-ში მონაწილეობით.(იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE