21.07.2019
KA  
 
13 ივლისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
12.07.2019
ფოტო

ბაკინგემის სასახლე  
1837 წლის 13 ივლისს დედოფალი ვიქტორია ( Victoria of the United Kingdom 1819 – 1901 ) სენტ-ჯეიმსის სასახლიდან (St James's Palace) გადავიდა ბაკინგემის სასახლეში  (Buckingham Palace) რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფეების ძირითადი რეზიდენცია გახდა. (იხილეთ ვიდეო)

ალბერტო ასკარი
1918 წლის 13 ივლისს დაიბადა ალბერტო ასკარი (Alberto Ascari 1918 – 1955) - ფორმულა ერთის იტალიელი ავტომრბოლელი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1952 და 1953 წლებში). (იხილეთ ვიდეო)

1930 FIFA World Cup
1930 წლის 13 ივლისს ურუგვაიში პირველი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი (1930 FIFA World Cup) დაიწყო. (იხილეთ ვიდეო)

ვაჟა აზარაშვილი
1936 წლის 13 ივლისს დაიბადა ვაჟა აზარაშვილი - ქართველი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

Frank Sinatra
1939 წლის 13 ივლისს ფრენკ სინატრამ (Francis Albert «Frank» Sinatra 1915 - 1998) ჩაწერა თავისი პირველი ფირფიტა სიმღერით «From the Bottom of My Heart».(იხილეთ ვიდეო)

ჟაკ პერენი
1941 წლის 13 ივლისს დაიბადა ჟაკ პერენი (ნამდვილი გვარი სიმონე) (Jacques Perrin — Jacques Simonet) - ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

ჰარისონ ფორდი
1942 წლის 13 ივლისს დაიბადა ჰარისონ ფორდი (Harrison Ford) - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

ზეინაბ ბოცვაძე
1944 წლის 13 ივლისს დაიბადა ზეინაბ ბოცვაძე (1944-1994) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ერნო რუბიკი
1944 წლის 13 ივლისს დაიბადა ერნო რუბიკი (Ernő Rubik) - უნგრელი გამომგონებელი, მოქანდაკე და არქიტექტურის პროფესორი, რუბიკის კუბიკის(Rubik's Cube) უნგრელი გამომგონებელი. (იხილეთ ვიდეო)

მარქ მენდოზა
1956 წლის 13 ივლისს დაიბადა მარქ მენდოზა (Mark Mendoza) - ამერიკული ჯგუფის «Twisted Sister»-ის ბას გიტარისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

სურათი „როგორ მოვიპაროთ მილიონი“
1966 წლის 13 ივლისს აშშ-ს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ (How to Steal a Million), ოდრი ჰეპბერნისა და პიტერ ო’ტულისმონაწილეობით. (იხილეთ ვიდეო)

Live Aid
1985 წლის 13 ივლისს აფრიკაში მოშიმშილეთა დასახმარებლად  ლონდონსა და ფილადელფიაში ერთდროულად გაიმართა კონცერტი «Live Aid». ღონისძიების ორგანიზატორი ჯგუფი «Boomtown Rats»-ის ლიდერი ბობ გელდოფი (Bob Geldof) იყო, რომელმაც კონცერტში ისეთი ვარსკვლავები მოიწვია, როგორებიცაა მიკ ჯაგერი, მადონა, ტინა ტერნერი, პოლ მაკ-კარტნი, დევიდ ბოუი, ბობ დილანი და სხვა. ტელევიზიით კონცერტს ერთ ნახევარი მილიარდი მაყურებელი 160 ქვეყნიდან უყურებდა. სსრკ-მ კონცერტის სატელევიზიო ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. (იხილეთ ვიდეო)

გილიერმო ოჩოა
1985 წლის 13 ივლისს დაიბადა გილიერმო ოჩოა (Guillermo Ochoa) - მექსიკელი ფეხბურთელი, მექსიკის ნაციონალური ნაკრების მეკარე. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE