21.07.2019
KA  
 
10 ივლისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
09.07.2019
ფოტო

რევაზ ლაღიძე
1921 წლის 10 ივლისს დაიბადა რევაზ ლაღიძე (1921 - 1981) - ქართველი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

Chinese American
1847 წლის 10 ივლისს აშშ-ში პირველი 35 ჩინელი ემიგრანტი ჩავიდა. (იხილეთ ვიდეო)

სასტვენი
1878 წლის 10 ივლისს ინგლისში საფეხბურთო მსაჯმა პირველად გამოიყენა სასტვენი (მანამდე მსაჯები ყვიროდნენ).

რონი ჯეიმზ დიო
1949 წლის 10 ივლისს დაიბადა რონი ჯეიმზ დიო (ნამდვილი სახელი - რონალდ ჯეიმს პადავანო) (Ronnie James Dio — Ronald James Padavona 1942-2010) - ამერიკელი როკ-მომღერალი, სიმღერების ავტორი. (ოფიციალური ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

A Hard Day’s Night
1964 წლის 10 ივლისს The Beatles-ის ალბომი «A Hard Day’s Night»-ი გამოვიდა, რომლისგანაც მასიური ბითლომანია დაიწყო. (იხილეთ ვიდეო)

The Rolling Stones
1965 წლის 10 ივლისს ჟურნალ «Billboard»-ში პირველი ადგილი დაიკავა «The Rolling Stones»-ების სიმღერამ «(I Can-t Get No) Satisfaction»-მა და შეინარჩუნა ეს პოზიცია 4 კვირის განმავლობაში. 1999 წელს ავტორიტეტული გამოკითხვის შედეგად, რომელიც ჩაატარა ტელეარხმა VH1-მა მუსიკალური ბიზნესის წარმომადგენელთა შორის ეს სიმღერა დასახელდა როგორც XX საუკუნის ყველაზე პოპულარული როკ-ნაწარმოები. (იხილეთ ვიდეო)

Cream
1968 წლის 10 ივლისს ერიკ კლეპტონმა (Eric Clapton) გამოაცხადა ჯგუფ «Cream»-ის დაშლის შესახებ. (იხილეთ ვიდეო)

ედმილსონი
1976 წლის 10 ივლისს დაიბადა ედმილსონი (ნამდვილი სახელი ჟოზე ედმილსონ გომეს მორაისი) (Edmílson — José Edmílson Gomes de Moraes) - ბრაზილიელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE