21.07.2019
KA  
 
1 ივლისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
30.06.2019
ფოტო

დავით ბატონიშვილი 
1767 წლის 1 ივლისს დაიბადა დავით ბატონიშვილი (1767-1819) - გიორგი XII-ის უფროსი ძე, ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801, მწერალი, მეცნიერი, გენერალ-ლეიტენანტი. (იხილეთ ვიდეო)

უილიამ უაილერი
1902 წლის 1 ივლისს დაიბადა უილიამ უაილერი (William Wyler 1902 - 1981) - შვეიცარიელი და ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, სამი "ოსკარის" მფლობელი ("რომაული არდადაგები").  (იხილეთ ვიდეო)

სერგო ზაქარიაძე
1909 წლის 1 ივლისს დაიბადა სერგო ზაქარიაძე (1909 - 1971) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

უილი დიქსონი
1915 წლის 1 ივლისს დაიბადა უილი დიქსონი (Willie Dixon 1915 - 1992) - ამერიკელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ბასისტი,  ბლუზის შემსრულებელი, რომელმაც როკ-ენ-როლის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. (იხილეთ ვიდეო)

ოლივია დე ჰევილენდი
1916 წლის 1 ივლისს დაიბადა ოლივია დე ჰევილენდი (Olivia de Havilland) - ამერიკელი მსახიობი, ორი "ოსკარის" მფლობელი ("ქარს მინდობილნი"). (იხილეთ ვიდეო)

ლესლი კერონი
1931 წლის 1 ივლისს დაიბადა ლესლი კერონი (Leslie Caron) - ფრანგი და ამერიკელი მსახიობი, ბალეტის მოცეკვავე. (იხილეთ ვიდეო)

დები ჰარი
1945 წლის 1 ივლისს დაიბადა დები ჰარი (Debbie Harry) - ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი, ჯგუფი Blondie-ს ლიდერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

პრინცესა დაიანა
1961 წლის 1 ივლისს დაიბადა  დაიანა, უელსის პრინცესა (Diana, Princess of Wales 1961-1997) - პრინცი ჩარლზის პირველი მეუღლე. (იხილეთ ვიდეო)

პამელა ანდერსონი
1967 წლის 1 ივლისს დაიბადა პამელა ანდერსონი (Pamela Denise Anderson) - კანადური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი. (იხილეთ ვიდეო)

რუდ ვან ნისტელროი
1976 წლის 1 ივლისს დაიბადა რუდ ვან ნისტელროი (Ruud van Nistelrooij) - ჰოლანდიელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

ლივ ტაილერი
1977 წლის 1 ივლისს დაიბადა ლივ ტაილერი ( ნამდვილი გვარი რანდგრენი ) (Liv Tyler — Liv Rundgren ) - ამერიკელი მსახიობი, ფოტომოდელი, ჯგუფ «Aerosmith»-ის ლიდერის სტივენ ტაილერის (Steven Tyler) ქალიშვილი. (იხილეთ ვიდეო)

Walkman
1979 წლის 1 ივლისს ფირმა «Sony»-იმ გამოუშვა "უოლკმენი"  (Walkman). (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE