ჯორჯია
1788 წლის 2 იანვარს - ჯორჯია აშშ-ს მე-4 შტატი გახდა (State of Georgia). (იხილეთ ვიდეო)
რიხარდ ვაგნერი
1843 წლის 2 იანვარს დრეზდენში რიხარდ ვაგნერის (Richard Wagner) "მფრინავი ჰოლანდიელის" (The Flying Dutchman) პრემიერა ჩატარდა. (იხილეთ ვიდეო)
ბრუკლინის ხიდი
1870 წლის 2 იანვარს ბრუკლინის ხიდის (Brooklyn Bridge) მშენებლობა დაიწყო. (Brooklyn Bridge) მისი სიგრძე 1825 მეტრს შეადგენს და იგი ქალაქ ნიუ-ორკში ბრუკლინისა და მანჰეტენის რაიონებს აერთებს. ხიდის მშენებლობა 1883 წლის 24 მაისს დასრულდა. (იხილეთ ვიდეო)
დიმიტრი უზნაძე
1887 წლის 2 იანვარს დაიბადა დიმიტრი უზნაძე (1887-1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი. (იხილეთ ვიდეო)
ვასილ ჩხაიძე
1905 წლის 2 იანვარს დაიბადა ვასილ ჩხაიძე (1905-1986) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)
აიზეკ აზიმოვი
1920 წლის 2 იანვარს დაიბადა აიზეკ აზიმოვი (Isaac Asimov 1920 – 1992) - ამერიკელი მწერალი-ფანტასტი, მეცნიერების პოპულარიზატორი და ბიოქიმიკოსი. 500-მდე წიგნის ავტორი. (იხილეთ ვიდეო)
ნანა ფაჩუაშვილი
1943 წლის 2 იანვარს დაიბადა ნანა ფაჩუაშვილი - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)
Луна-1
1959 წლის 2 იანვარს პირველმა საბჭოთა ხელოვნურმა თანამგზავრმა «Луна-1» - მა მთვარეს მიაღწია. (იხილეთ ვიდეო)
ტია კარერე
1967 წლის 2 იანვარს დაიბადა ტია კარერე (Tia Carrere) (ნამდვილი სახელი-Althea Rae Janairo) - ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)