01.04.2020
KA  
 
28 იანვარი- ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
27.01.2020
ფოტო

José Martí
1853 წლის 28 იანვარს დაიბადა ხოსე მარტი (José Julián Martí Pérez 1853-1895) - კუბელი რევოლუციონერი და მწერალი. კუბის სახალხო გმირი. (იხილეთ ვიდეო)

კიტააბაშიძე
1870 წლის 28 იანვარს დაიბადა კიტა აბაშიძე (1870-1917) - ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი,  კრიტიკოსი,  საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერთაგანი.  (იხილეთ ვიდეო)

Francis Picabia
1879 წლის 28 იანვარს დაიბადა ფრანსის პიკაბია (Francis-Marie Martinez de Picabia 1879-1953) - ფრანგი მხატვარი-ავანგარდისტი, გრაფიკოსი და მწერალი-პუბლიცისტი. (იხილეთ ვიდეო)

Artur Rubinstein
1887 წლის 28 იანვარს დაიბადა არტურ რუბინშტეინი (Artur Rubinstein 1887-1982) - პოლონელი და ამერიკელი ებრაული წარმოშობის პიანისტი. (იხილეთ ვიდეო)

DFB
1900 წლის 28 იანვარს ლაიპციგში გერმანული საფეხბურთო კავშირი (Deutscher Fußball-Bund) (DFB) ჩამოყალიბდა. (იხილეთ ვიდეო)

Streetcars (1917 წელი)
1917 წლის 28 იანვარს მუნიციპალური ტრამვაი (streetcars) გამოჩნდა სან-ფრანცისკოში  (San Francisco, California).  (იხილეთ ვიდეო)

Gianluigi Buffon
1978 წლის 28 იანვარს დაიბადა ჯანლუიჯი ბუფონი (Gianluigi Buffon) - იტალიელი საფეხბურთო მეკარე. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი. (იხილეთ ვიდეო)

Jamie Carragher
1978 წლის 28 იანვარს დაიბადა ჯიმი კარაგერი  (Jamie Carragher) - ირლანდიული წარმოშობის ინგლისელი ფეხბურთელი.  (იხილეთ ვიდეო)

Challenger
1986 წლის 28 იანვარს კატასტროფა განიცადა კოსმოსურმა ხომალდმა - „ჩელენჯერმა“  (Challenger). (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE