03.06.2020
KA  
 
25 იანვარი- ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
24.01.2020
ფოტო

Friedrich Heinrich Jacobi  
1743 წლის 25 იანვარს დაიბადა ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობი  (Friedrich Heinrich Jacobi  1743 – 1819) - გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი. (იხილეთ ვიდეო)

Quebec
1791 წლის 25 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტმა (Parliament of Great Britain) კვებეკი (Quebec)  ზედა და ქვედა კანადად დაჰყო (ამჟამად ონტარიო და კვებეკი).  (იხილეთ ვიდეო)

Jackie Fisher
1841
 წლის 25 იანვარს დაიბადა ჯონ ფიშერი (Jackie Fisher  1841 – 1920)  - ინგლისელი ადმირალი, ბარონი,  პირველი ბრიტანელი საზღვაო ლორდი.  (იხილეთ ვიდეო)

Felix Mendelssohn
1858 წლის 25 იანვარს მენდელსონის (Jakob Ludwig Felix Mendelssohn Bartholdy  1809 – 1847)   „საქორწილო მარში“  (Wedding March) პირველად შესრულდა. (იხილეთ ვიდეო)

Alexander Graham Bell  
1915 წლის 25 იანვარს გამომგონებელმა ალექსანდრე ბელმა (Alexander Graham Bell  1847 – 1922)  პირველი ტრანსამერიკული სატელეფონო კავშირის სეანსი  (New York - San Francisco)  დაამყარა. (იხილეთ ვიდეო)

Hotel Pennsylvania
1919 წლის 25 იანვარს ნიუ-იორკში მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე დიდი სასტუმრო „Pennsylvania“ გაიხსნა, რომელიც 2200 ნომერზე იყო გათვლილი. (იხილეთ ვიდეო)

პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები
1924 წელს საფრანგეთში შამონში (Chamonix) პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1924 Winter Olympics) გაიხსნა. (იხილეთ ვიდეო)

ედუარდ  შევარდნაძე
1928 წლის 25 იანვარს დაიბადა ედუარდ  შევარდნაძე (1928-2014) -  ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ-ის ცკ კომპარტიის პირველი მდივანი (1972-1985), საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-1990), საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003). (იხილეთ ვიდეო)

Владимир Высоцкий
1938 წელს დაიბადა ვლადიმერ ვისოცკი (Владимир Высоцкий 1938 – 1980) - გამოჩენილი საბჭოთა პოეტი, მსახიობი და სიმღერების ავტორი.  (იხილეთ ვიდეო)

Eusébio
1942 წლის 25 იანვარს დაიბადა ეუსებიო (სრული სახელი: ეუზებიუ და სილვა ფერეირა) (Eusébio- Eusébio da Silva Ferreira 1942-2014) - მოზამბიკური წარმოშობის გამოჩენილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

Emmy Award
1949 წლის 25 იანვარს ამერიკული სატელევიზიო პრემია “ემი”-ს (Emmy Award) პირველი დაჯილდოვება ჩატარდა.  (იხილეთ ვიდეო)

Xavi
1980 წლის 25 იანვარს დაიბადა ჩავი ერნანდესი(Xavi Hernández) - ესპანელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE