03.06.2020
KA  
 
21 იანვარი- ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
20.01.2020
ფოტო

Louis XVI
1793 წლის 21 იანვარს პარიზში სიკვდილით დასაჯეს მეფე ლუდოვიკ XVI  (Louis XVI), რომელიც დაადანაშაულეს ნაციის თავისუფლების ხელყოფასა და მთლიანად სახელმწიფოს უსაფრთხოებისადმი მიმართულ საწინააღმდეგო ქმედებებში. (იხილეთ ვიდეო)

Georges Méliès  
1861 წლის 21 იანვარს დაიბადა ჟორჟ მელიესი (Georges Méliès  1861 – 1938) -  ფრანგი ილუზიონისტი და კინორეჟისორი, კინომატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

John Browning  
1855 წლის 21 იანვარს დაიბადა ჯონ ბრაუნინგი (John Browning  1855 – 1926) - ამერიკელი გამომგონებელი, იარაღების კონსტრუქტორი. (იხილეთ ვიდეო)

Umberto Nobile
1885 წლის 21 იანვარს დაიბადა უმბერტო ნობილე (Umberto Nobile  1885 – 1978) - დირიჟაბლების იტალიელი კონსტრუქტორი და პოლარული ექსპედიტორი. (იხილეთ ვიდეო)

Christian Dior
1905 წლის 21 იანვარს დაიბადა კრისტიან დიორი (Christian Dior   1905—1957) - ფრანგი მოდის დიზაინერი, სამოდელო სახლი Christian Dior-ის დამაარსებელი. (იხილეთ ვიდეო)

Benny Hill
1924 წლის 21 იანვარს დაიბადა ბენი ჰილი (Alfred Hawthorne Hill   1924 – 1992) ბრიტანელი კომიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

სოსო ლაღიძე
1936 წლის 21 იანვარს დაიბადა სოსო ლაღიძე (1936-2018) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Plácido Domingo 
1941 წლის 21 იანვარს დაიბადა პლასიდო დომინგო (José Plácido Domingo Embil) - ესპანელი საოპერო მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

Emma Bunton
1976 წლის 21 იანვარს დაიბადა ემა ბანტონი (Emma Bunton) - ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ტელეწამყვანი, ჯგუფ Spice Girls-ის ყოფილი წევრი.  (ჯგუფის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE