26.05.2020
KA  
 
3 იანვარი- ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
02.01.2020
ფოტო

ექვთიმე თაყაიშვილი
1868 წლის 3 იანვარს დაიბადა ექვთიმე თაყაიშვილი - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. (იხილეთ ვიდეო)

Tutankhamun
1924 წლის 3 იანვარს ორი წლის შემდეგ რაც აღმოაჩინეს ეგვიპტელი ფარაონის -ტუტანხამონის პირამიდა(Tutankhamun),  ბრიტანულმა ექსპედიციამ არქეოლოგ ჰოვარდ კარტერის  (Howard Carter) ხელმძღვანელობით მიაგნო პირამიდის მთავარ განძს - ფარაონის ქვის სარკოფაგს. თებერვალში როცა სარკოფაგი გახსნეს, შიგნით ოქროს კუბო ტუტანხამონის მუმიით აღმოაჩინეს.  (იხილეთ ვიდეო)

სერჯო ლეონე
1929 წლის 3 იანვარს დაიბადა სერჯო ლეონე  (Sergio Leone 1929 - 1989) - იტალიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

ალასკა
1959 წლის 3 იანვარს ალასკა  (Alaska) აშშ-ს 49-ე შტატი გახდა. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ პოლ ჯოუნსი 
1946 წლის 3 იანვარს დაიბადა ჯონ პოლ ჯოუნსი  (John Paul Jones.  ნამდვილი სახელი -. John Baldwin) ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, მუსიკალური ბროდიუსერი. ლეგენდარული ჯგუფის -  "Led Zeppelin" -ის  ჯგუფის წევრი. (იხილეთ ვიდეო)

მელ გიბსონი
1956  წლის 3 იანვარს დაიბადა მელ გიბსონი  (Mel Gibson)  -ავსტრალიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი, ორი პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

მიხაელ შუმახერი
1969 წლის 3 იანვარს დაიბადა მიხაელ შუმახერი  (Michael Schumacher) - გერმანელი ავტომრბოლერი, ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი. (იხილეთ ვიდეო)

first computer apple
1977 წლის 3 იანვარს Apple-ის   პირველ კომპიუტერს უშვებენ. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE