31.05.2020
KA  
 
16 თებერვალი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
15.02.2020
ფოტო

Pierre Bouguer
1698 წლის 16 თებერვალს დაიბადა პიერ ბუგერი (Pierre Bouguer 1698 – 1758) - ფრანგი მეცნიერი, ფოტომეტრიის  (Photometry) ერთ-ერთი ფუძემდებელი.   

Giambattista Bodoni
1740 წლის 16 თებერვალს დაიბადა ჯამბატისტა ბოდონი (Giambattista Bodoni 1740 – 1813) იტალიელი გამომცემელი, ტიბოგრაფი, ასამდე შრიფტის ავტორი. (იხილეთ ვიდეო)    

Jules Janin
1804 წლის 16 თებერვალს დაიბადა ჟიულ ჟანინი (Jules Janin 1804 – 1874) - ფრანგი მწერალი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი. 

George Kennan
1845 წლის 16 თებერვალს დაიბადა ჯორჯ კენანი (George Kennan 1845 – 1924) - ამერიკელი მოგზაური, მწერალი და ჟურნალისტი. 

ნიკოლოზ მუსხელიშვილი
1891 წლის 16 თებერვალს დაიბადა ნიკოლოზ მუსხელიშვილი (1891 – 1976) - ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი.  (იხილეთ ვიდეო)    

Vera Menchik
1906 წლის 16 თებერვალს დაიბადა ვერა მენჩიკი (Vera Menchik 1906 – 1944) - ბრიტანეტში მცხოვრები ჩეხი, ისტორიაში ჭადრაკში პირველი ჩემპიონი ქალი (ლონდონში გერმანული ავიაციის მიერ ქალაქის  დაბობმვისას დაიღუპა). (იხილეთ ვიდეო)   

Lithuania
1918 წლის 16 თებერვალს ლიტვის (Lithuania)  რუსეთისა და გერმანიისგან დამოუკიდებლობა გამოცხადდა.  (იხილეთ ვიდეო) 

ფარაონ ტუტანხამონის სამარხი
1923 წლის 16 თებერვალს ჰოვარდ კარტერმა (Howard Carter)  ფარაონ ტუტანხამონის (Tutankhamun) სამარხი გახსნა.  (იხილეთ ვიდეო)    

John Schlesinger
1925 წლის 16 თებერვალს დაიბადა ჯონ შლეზინგერი  (John Richard Schlesinger 1925 – 2003)  -  ბრიტანელი რეჟისორი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)   

იზა გიგოშვილი
1938 წლის 16 თებერვალს დაიბადა იზა გიგოშვილი (1938-2003) - ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981).  (იხილეთ ვიდეო)  

Gerard Kuiper
1948 წლის 16 თებერვალს ამერიკელი ასტრონომი  ჯერარდ კოიპერის (Gerard Peter Kuiper 1905 – 1973)  მიერ აღმოჩენილი იქნა ურანის თანამგზავრი - მირანდა. (იხილეთ ვიდეო) 

John McEnroe
1959 წლის 16 თებერვალს დაიბადა ჯონ მაკინროი (John Patrick McEnroe) - ამერიკელი ჩოგბურთელი, ყოფილი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებული.  (იხილეთ ვიდეო)    

John Balance
1962 წლის 16 თებერვალს დაიბადა ჯონ ბელანსი (John Balance 1962-2004) - ინგლისელი მუსიკოსი.  ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი  Coil-ის მონაწილე. (ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Dave Lombardo
1965 წლის 16 თებერვალს დაიბადა დეივ ლომბარდო (Dave Lombardo) - ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფი  Slayer-ის დრამერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)   

Bulletin board system
1978 წლის 16 თებერვალს პირველი კომპიუტერული ელექტრონული განცხადებების დაფა (Bulletin board system) შეიქმნა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE