31.05.2020
KA  
 
15 თებერვალი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
14.02.2020
ფოტო

Galileo Galilei
1564 წლის 15 თებერვალს დაიბადა გალილეო გალილეი (Galileo Galilei 1564 – 1642) - გამოჩენილი იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი. (იხილეთ ვიდეო)

Charles Édouard Guillaume
1861 წლის 15 თებერვალს დაიბადა შარლ გიომი (Charles Édouard Guillaume 1861 – 1938) - შვეიცარიელი და ფრანგი ფიზიკოსი, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1920). 

Паоло Трубецкой
1866 წლის 15 თებერვალს დაიბადა პაოლო ტრუბეცკოი (Паоло Трубецкой 1866 – 1938 ) - რუსი მხატვარი და მოქანდაკე. მოღვაწეობდა იტალიაში, აშშ-ში, ინგლისში, რუსეთსა და საფრანგეთში. (იხილეთ ვიდეო) 

John Barrymore
1882 წლის 15 თებერვალს დაიბადა ჯონ ბერიმორი (John Barrymore, ნამდვილი სახელი-John Sidney Blyth 1882 – 1942) - ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი.  (იხილეთ ვიდეო)

Niklaus Wirth
1934 წლის 15 თებერვალს დაიბადა ნიკლაუს ვირტი (Niklaus Emil Wirth) - შვეიცარიელი მეცნიერი, პროგრამირების თეორიტიკოსი,  პროგრამირების რამდენიმე ენის (მათ შორის პასკალის) შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

ENIAC
1946 წლის 15 თებერვალს ENIAC - პირველი ზოგადი დანიშნულების ელექტრონული კომპიუტერი წარმოადგინა პენსილვანიის უნივერსიტეტმა.  (იხილეთ ვიდეო)

СССР
1947 წლის 15 თებერვალს საბჭოთა კავშირში გამოვიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მოქალაქეებს უცხოელებთან ქორწინება ეგრძალებოდათ (Постановление политбюро ЦК ВКП(б) "о воспрещении браков между гражданами СССР и иностранцами"),  კანონი 1953 წლის 14 ოქტომბერს გაუქმდა.

Cinderella
1950 წლის 15 თებერვალს უოლტ დისნეის მულტიპლიკაციური ფილმი კონკიას   (Cinderella ) პრემიერა შედგა. (იხილეთ ვიდეო)

Jake E. Lee
1957 წლის 15 თებერვალს დაიბადა ჯეიკ ლი (Jake E. Lee) - ამერიკელი გიტარისტი, ცნობილია როგორც ოზი ოსბორნის (Ozzy Osbourne) გიტარისტი. (იხილეთ ვიდეო)

Gul Mohammed
1957 წლის 15 თებერვალს დაიბადა გულ მოჰამედი ( Gul Mohammed 1957 - 1997 ) - რომელიც შეყვანილი იყო გინესების რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადამიანი, მისი სიმაღლე შეადგენდა 57 სმ. ხოლო წონა - 17 კგ-ს. მოჰამედი გარდაიცვალა გაციების შემდგომი გართულების გამო, რაც  თამბაქოს ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ გამოიწვია. (იხილეთ ვიდეო) 

Flag of Canada
1965 წლის 15 თებერვალს კანადამ (canada) მიიღო დროშა ნეკერჩხლის ფოთლის  (Flag of Canada) გამოსახულებით. (იხილეთ ვიდეო)

ანა ნიჟარაძე
1969 წლის 15 თებერვალს დაიბადა ანა ნიჟარაძე - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან
1989 წლის 15 თებერვალს სსრ კავშირმა დაასრულა თავისი ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან (დაიწყო 1988 წლის 15 მაისს ).  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE