26.02.2020
KA  
 
3 თებერვალი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
02.02.2020
ფოტო

Felix Mendelssohn
1809 წლის 3 თებერვალს დაიბადა ფელიქს მენდელსონი (Jakob Ludwig Felix Mendelssohn Bartholdy 1809 – 1847) - ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი და პედაგოგი. (იხილეთ ვიდეო)

The Fifteenth Amendment
1870 წლის 3 თებერვალს აშშ-ს კონსტიტუციაში ძალაში შევიდა მე-15 შესწორება (The Fifteenth Amendment to the United States Constitution), რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვას, რასის, კანის ფერისა და წარსულში მონობაში ყოფნასთან დაკავშირებით კრძალავდა.  (იხილეთ ვიდეო)

ბორის პაიჭაძე
1915 წლის 3 თებერვალს დაიბადა ბორის პაიჭაძე (1915-1990) - ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თბილისის დინამოს შემადგენლობაში. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა თბილისის დინამოს. მის სახელს ატარებს საქართველოს უდიდესი ეროვნული საფეხბურთო სტადიონი, რომელიც თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. (იხილეთ ვიდეო)

Michael Cimino
1939 წლის 3 თებერვალს დაიბადა მაიკლ ჩიმინო (Michael Cimino 1939-2016) ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. პრემია „ოსკარის“ ლაურეატი, მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი „ირმებზე მონადირე“ (The Deer Hunter). (იხილეთ ვიდეო)

Benelux
1958 წლის 3 თებერვალს ჰააგაში ბენილუქსის (Benelux) შექმნის შეთანხმებას მოეწერა ხელი, ეკონომიკური კავშირი ბელგია, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგს შორის.  (იხილეთ ვიდეო)

Yasser Arafat
1969 წლის 3 თებერვალს ქაიროში (Cairo ), პალესტინელთა ეროვნულ კონგრესზე იასირ არაფატი (Yasser Arafat  1929 – 2004) დაინიშნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერად. (იხილეთ ვიდეო)

Вера Брежнева
1982 წლის 3 თებერვალს დაიბადა ვერა ბრეჟნევა (Вера Брежнева) - უკრაინელი მომღერალი და ექს-ვოკალისტი ჯგუფისა ВИА Гра.  (მუსიკოსის ვიდეოები)  (ჯგუფის ვიდეოები)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE