26.02.2020
KA  
 
1 თებერვალი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
31.01.2020
ფოტო

Владимир Михайлович Бехтерев
1857 წლის 1 თებერვალს დაიბადა ვლადიმირ ბეხტერევი  (Владимир Михайлович Бехтерев 1857 – 1927) - გამოჩენილი რუსი ნევროპათოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ფიზიოლოგი. (იხილეთ ვიდეო)

აშშ-ში მონობა აიგრძალა
1865 წლის 1 თებერვალს პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი (Abraham Lincoln) აშშ-ს კონსტიტუციაში მეცამეეტე შესწორებას (Thirteenth Amendment to the United States Constitution) ხელის მოწერით ამტკიცებს, რის შედეგადაც აშშ-ში მონობა იგრძალება. (იხილეთ ვიდეო)

John Ford
1894  წლის 1 თებერვალს დაიბადა ჯონ ფორდი  (John Ford 1894 – 1973) - ამერიკელი კინორეჟისორი და მწერალი. „ვესტერნების გამოჩენილი ოსტატი“, ისტორიაში 4 „ოსკარის“ ჯილდოს ერთადერთი ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

Clark Gable
1901 წლის 1 თებერვალს დაიბადა კლარკ გეიბლი (Clark Gable 1901-1960) - ამერიკელი მსახიობი. კინოვარსკვლავი, 1930-1940-იანების სექს სიმბოლო. პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

Brandon Lee
1965 წლის 1 თებერვალს დაიბადა  ბრენდონ ლი  (Brandon Lee  1965 – 1993) - ამერიკელი და ჰონკონგელი მსახიობი, ბრიუს ლის (Bruce Lee) შვილი,  აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი. (დაიღუპა ფილმი „ყვავი“-ს (The Crow) გადაღების დროს). (იხილეთ ვიდეო)

Sherilyn Fenn
1965 წლის 1 თებერვალს დაიბადა შერილინ ფენი (Sherilyn Fenn) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Gabriel Batistuta
1969 წლის 1 თებერვალს დაიბადა  გაბრიელ  ბატისტუტა  (Gabriel Omar Batistuta)  – არგენტინელი ფეხბურთელი, არგენტინის ნაკრების რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობით (78 შეხვედრაში 56 გატანილი გოლი). (იხილეთ ვიდეო)

ნინო სალუქვაძე
1969 წლის 1 თებერვალს დაიბადა ნინო სალუქვაძე - ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

რომან პოლანსკი 1978 წელი
1978 წლის 1 თებერვალს რეჟისორი რომან პოლანსკი (Roman Polanski) აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გარბის, ხოლო შემდეგ ექსტრადიციისაგან თავის არიდების მიზნით საფრანგეთში გადადის. ეს ყველაფერი რეჟისორისადმი სასამართლოს მიერ ბრალდების გამოტანის წინა პერიოდში ხდება, რომელშიც პოლანსკის ცამეტი წლის გოგონას სამანტა გეიმერის (samantha geimer) გაუპატიურება ბრალდებოდა (Roman Polanski sexual abuse case).  (იხილეთ ვიდეო)

გოგა ბარბაქაძე
1981 წლის 1 თებერვალს დაიბადა  გოგა ბარბაქაძე - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE