05.06.2020
KA  
 
28 დეკემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
27.12.2019
ფოტო

Messina earthquake
1908 წლის 28 დეკემბერს სიცილიაში (Sicilia - ადმინისტრაციული რეგიონი იტალიაში) ფართომასშტაბური მიწისძვრა  მოხდა, რამაც 75 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. (იხილეთ ვიდეო) 

Chewing gum
1869 წლის 28 დეკემბერს აშშ-ში, შტატ ოჰაიოში (Ohio) უილიამ სემპლერმა დააპატენტა პირველი საღეჭი რეზინი (Chewing gum). (იხილეთ ვიდეო)

ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ
1888 წლის 28 დეკემბერს დაიბადა ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ  (Friedrich Wilhelm Murnau 1888 – 1931) - მუნჯური კინოს ეპოქის რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

ძმები ლუმიერები
1895 წლის 28 დეკემბერს ინდურ სალონ „გრან-კაფე“-ში კაპუცინების ბულვარზე (Boulevard des Capucines  - პარიზი, საფრანგეთი) შედგა „ძმები ლუმიერების  სინემატოგრაფის“   სახალხო ჩვენება, რამაც კინომატოგრაფიის დაბადებას ჩაუყარა საფუძველი. (იხილეთ ვიდეო)

ვილჰელმ რენტგენი
1895 წლის 28 დეკემბერს გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ რენტგენმა   (Wilhelm Conrad Röntgen 1845 – 1923) ვიურცბურგში (Würzburg - ქალაქი გერმანიაში) პირველად განაცხადა, რომ აღმოაჩინა რენტგენის სხივები (X-ray). (იხილეთ ვიდეო)

დოდო ჭიჭინაძე
1924 წლის 28 დეკემბერს დაიბადა დოდო ჭიჭინაძე (1924-2009) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

მარინა ჯანაშია
1949 წლის 28 დეკემბერს დაიბადა მარინა (მარი) ჯანაშია - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

რიჩარდ კლაიდერმანი
1953 წლის 28 დეკემბერს დაიბადა რიჩარდ კლაიდერმანი  (Richard Clayderman) - ფრანგი პიანისტი. არანჟირების ოსტატი, პოპულარული მუსიკის შემსრულებელი. (იხილეთ ვიდეო)

ლინუს ტორვალდსი
1969 წლის 28 დეკემბერს დაიბადა ლინუს ტორვალდსი   (Linus Benedict Torvalds) - ფინელი და ამერიკელი პროგრამისტი, ოპერაციული სისტემა Linux-ის   შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ ლეჯენდი
1978  წლის 28 დეკემბერს დაიბადა ჯონ ლეჯენდი   (John Legend) - სიმღერების ავტორი და შემსრულებელი.  რამდენიმე პრემია „გრემის“ მფლობელი. (ოფიციალური ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

სიენა მილერი
1981 წლის 28 დეკემბერს დაიბადა სიენა მილერი (Sienna Miller) - ბრიტანელი წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE