06.06.2020
KA  
 
24 დეკემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
23.12.2019
ფოტო

ადამ მიცკევიჩი
1798 წლის 24 დეკემბერს დაიბადა ადამ მიცკევიჩი (Adam Mickiewicz  1798-1855) - პოლონელი პოეტი და პოლიტიკური აქტივისტი. (მისი სახელი თბილისში საბურთალოზე ერთ-ერთ ქუჩას ჰქვია). (იხილეთ ვიდეო)

ელიზა კუკი
1818 წლის 24 დეკემბერს დაიბადა ელიზა კუკი   (Eliza Cook  1818 – 1889) - ბრიტანელი მწერალი და პოეტი. (იხილეთ ვიდეო)

ჰოვარდ ჰიუზი
1905 წლის 24 დეკემბერს დაიბადა ჰოვარდ ჰიუზი  (Howard Robard Hughes 1905 – 1976) - ამერიკელი ბიზნესმენი, ინჟინერი, ამერიკული ავიაციის ნოვატორი და პიონერი, რეჟისორი, კინოპროდიუსერი და 1960-იანებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. (იხილეთ ვიდეო)

ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი
1906 წლის 24 დეკემბერს დაიბადა  ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი  (ნამდვილი სახელი- რენე ბრაბაზონ რაიმონდი) (James Hadley Chase - Rene Brabazon Raymond 1906 – 1985) - ბრიტანელი მწერალი, 80-ზე მეტი დეტექტიური რომანის ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

ფრიც ლეიბერი
1910 წლის 24 დეკემბერს დაიბადა ფრიც ლეიბერი  (Fritz Reuter Leiber 1910 – 1992) - ამერიკელი მწერალი-ფანტასტი. (იხილეთ ვიდეო)

არჩილ კერესელიძე
1912 წლის 24 დეკემბერს დაიბადა არჩილ კერესელიძე (1912-1971) - ქართველი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ავა გარდნერი
1922 წლის 24 დეკემბერს დაიბადა ავა გარდნერი  (Ava Lavinia Gardner 1922-1990) - ამერიკელი მსახიობი. შესულია „American Film Institute“-ის ყველა დროის საუკეთესო ვარსკვლავების სიაში. (იხილეთ ვიდეო)

რიკი მარტინი
1971 წლის 24 დეკემბერს დაიბადა ენრიკე მარტინ მორალესი უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით რიკი მარტინი (Ricky Martin-Enrique Martín Morales) - პუერტორიკელი მომღერალი, მსახიობი და მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE