03.07.2020
KA  
 
15 დეკემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
14.12.2019
ფოტო

Gustave Eiffel
1832 წლის 15 დეკემბერს დაიბადა ალექსანდრე გიუსტავ ეიფელი (Gustave Eiffel 1832-1923) - ფრანგი ინჟინერი, ფოლადის კონსტრუქციების პროექტირების სპეციალისტი, განსაკუთრებული აღიარება მოუტანა პარიზში რკინის კოშკის აშენებამ, რომელსაც XIX საუკუნის ტექნიკურ ნაკეთობათა შორის განსაკუთრებული როლი მიეკუთვნება და მას მისი სახელი დაერქვა. (იხილეთ ვიდეო)

L. L. Zamenhof
1859 წლის 15 დეკემბერს დაიბადა ლუდოვიკ ლაზარ ზამენჰოფი (Ludwik Łazarz Zamenhof 1859 – 1917) - ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, რომელმაც მოიგონა „ესპერანტო“ (Esperanto) - ხელოვნურად შექმნილ საერთაშორისო ენათა შორის ყველაზე წარმატებული ვარიანტი. (იხილეთ ვიდეო)

Oscar Niemeyer
1907 წლის 15 დეკემბერს დაიბადა ოსკარ ნიმეიერი (Oscar Niemeyer Soares Filho 1907-2012)- XX საუკუნის  ერთ-ერთი გამოჩენილი ლათინოამერიკელი არქიტექტორი. (იხილეთ ვიდეო)

ანა კალანდაძე
1924 წლის 15 დეკემბერს დაიბადა ანა კალანდაძე(1924 – 2008) - ქართველი პოეტი. (იხილეთ ვიდეო)

Friedensreich Hundertwasser
1928 წლის 15 დეკემბერს დაიბადა ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი (Friedensreich Hundertwasser 1928 – 2000) - ავსტრიელი არქიტექტორი და ფერმწერი. (იხილეთ ვიდეო)

William Orbit
1956 წლის 15 დეკემბერს დაიბადა უილიამ ორბიტი (William Orbit) - ბრიტანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. ცნობილია თავისი თანამშრომლობით მომღერალ მადონასთან და მის ალბომზე Ray of Light, რომელმაც ოთხი გრემის ჯილდო დაიმსახურა. (იხილეთ ვიდეო)

ლევან უჩანეიშვილი
1958 წლის 15 დეკემბერს დაიბადა ლევან უჩანეიშვილი - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE