07.07.2020
KA  
 
4 დეკემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
03.12.2019
ფოტო

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1817
 წლის 4 დეკემბერს დაიბადა ნიკოლოზ ბარათაშვილი(1817 – 1845) - გამოჩენილი ქართველი პოეტი. (იხილეთ ვიდეო)

ვასო აბაშიძე
1854
 წლის 4 დეკემბერს დაიბადა ვასო აბაშიძე  (1854 – 1926) - ქართველი მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დრამატურგი და მთარგმნელი.

რობერტ ადლერი
1913
 წლის 4 დეკემბერს დაიბადა რობერტ ადლერი (Robert Adler  1913 – 2007) - ამერიკელი გამომგონებელი, სატელევიზიო დისტანციური პულტის (Remote control) ერთ-ერთი შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

დინა დურბინი
1921
 წლის 4 დეკემბერს დაიბადა დინა დურბინი (ნამდვილი სახელი - ედნა მეი დურბინი) (Deanna Durbin 1921-2013) - კანადელი მსახიობი და მომღერალი, XX საუკუნის 40-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი.  (იხილეთ ვიდეო)

ჟერარ ფილიპი
1922
 წლის 4 დეკემბერს დაიბადა ჟერარ ფილიპი (Gérard Philipe 1922-1959) - გამოჩენილი ფრანგი კინოსა და თეატრის მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ჯეი-ზი
1969
 წლის 4 დეკემბერს დაიბადა  ჯეი-ზი (შონ კორი კარტერი) (Jay-Z - Shawn Corey Carter) - ამერიკელი რეპერი და მუსიკალური პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

Deep Purple
1971
 წლის 4 დეკემბერს ფრენკ ზაპას  (Frank Zappa 1940-1993) კონცერტის დროს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში (Montreux)  კაზინო დაიწვა. ამ ფაქტს ჯგუფ Deep Purple-მა  სიმღერა  «Smoke on the Water»  მიუძღვნა. (იხილეთ ვიდეო)

ტაირა ბენქსი
1973
 წლის 4 დეკემბერს დაიბადა ტაირა ლინ ბენქსი (Tyra Lynne Banks)  - ამერიკელი სუპერმოდელი, მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი და  პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE