07.12.2019
KA  
 
3 დეკემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
02.12.2019
ფოტო

ნიკოლო ამატი
1596
 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ნიკოლო ამატი (Nicolo Amati  1596 – 1684) - იტალიელი ვიოლინოების ოსტატი, გვარნერისა და სტრადივარის (Antonio Stradivari 1644 – 1737  სიმებიანი ინსტრუმენტების ცნობილი ოსტატი) მასწავლებელი. (იხილეთ ვიდეო)

ანა ფროიდი
1895
 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ანა ფროიდი (Anna Freud  1895 – 1982) - ავსტრიული წარმოშობის ბრიტანელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი. საბავშვო ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის(Sigmund Freud 1856 – 1939) უმცროსი ქალიშვილი. (იხილეთ ვიდეო)

ნინო როტა
1911
 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ნინო როტა (Nino Rota 1911-1979) -იტალიელი კომპოზიტორი, მუსიკის ავტორი ფილმისთვის „ნათლიმამა“ (The Godfather) და სხვა. პრემია „ოსკარის“ ლაურეატი.  (იხილეთ ვიდეო)

ჟაკ-ლიუკ გოდარი
1930
 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ჟაკ-ლიუკ გოდარი (Jean-Luc Godard) - ფრანგი და შვეიცარიელი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კინოკრიტიკოსი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

ოზი ოსბორნი
1948 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ოზი ოსბორნი (Ozzy Osbourne) - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი და სიმღერების ავტორი,  როკ-ჯგუფი «Black Sabbath»-ის ვოკალისტი და ერთ-ერთი შემქმნელი.  (იხილეთ ვიდეო)

The Beatles
1965
 წლის 3 დეკემბერს ბრიტანეთში ჯგუფ The Beatles-ის ალბომი Rubber Soul -ი გამოდის. რომელმაც ექსპერტთა აზრით, ლივერპულური ოთხეულის მუსიკაში ძირეული ცვლილებები მოახდინა. (იხილეთ ვიდეო)

პირველი გულის გადანერგვის ოპერაცია
1967
 წლის 3 დეკემბერს კეიპტაუნში (Cape Town) გრუტ შუტის ჰოსპიტალში (Groote Schuur Hospital) მედიცინის ისტორიაში პირველი გულის გადანერგვის ოპერაცია (Heart transplantation) ჩატარდა; ის პროფერსორმა კრისტიან ბარნარდმა (Christiaan Barnard)   ჩაატარა, სასიკვდილოდ დაჭრილი 25 წლის ქალის გულის 55 წლის ავადმყოფზე მოხდა ტრანსპლანტირება. (იხილეთ ვიდეო)

ბრენდან ფრეიზერი
1968
 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ბრენდან ფრეიზერი (Brendan James Fraser) - კანადელი და ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

დავიდ ვილია
1981
 წლის 3 დეკემბერს დაიბადა დავიდ ვილია სანჩესი (David Villa Sánchez) - ესპანელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

მაიკლ ესიენი
1982
 წლის 3 დეკემბერს დაიბადა მაიკლ ესიენი (Michael Essien) - განელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE