31.05.2020
KA  
 
30 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
29.04.2020
ფოტო

George Washington
1789 წლის 30 აპრილს ჯორჯ ვაშინგტონი (George Washington 1732-1799) ერთხმად იქნა აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული. (იხილეთ ვიდეო)

Eugen Bleuler
1857 წლის 30 აპრილს დაიბადა ეიგენ ბლეილერი (Eugen Bleuler 1857 - 1939)- შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, მან პირველმა შემოიტანა ტერმინი -"შიზოფრენია" (Schizophrenia) და აღწერა იგი როგორც დამოუკიდებელი დაავადება. (იხილეთ ვიდეო)

Max Skladanowsky
1863 წლის 30 აპრილს დაიბადა მაქს სკლადანოვსკი (Max Skladanowsky 1863-1939) - გერმანელი გამომგონებელი და ერთ-ერთი პირველი კინომწარმოებელი. თავისი ძმა ემილისთან ერთად ფილმების გადაღებისა და პროექციისთვის მან აპარატი Bioskop-ი  გამოიგონა, რომლითაც ძმები მოძრავ ფოტოსურათების ჩვენებას გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ ახდენდნენ. დაახლოებით 2 თვის შემდეგ ძმებმა ლიუმიერებმა უფრო სრულყოფილი სინემატოგრაფი წარმოადგინეს.  (იხილეთ ვიდეო)

Franz Lehár
1870 წლის 30 აპრილს დაიბადა ფრანც ლეგარი (Franz Lehár 1870-1948) - უნგრელი და ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. (იხილეთ ვიდეო)

კორნელი კეკელიძე
1879 წლის 30 აპრილს დაიბადა კორნელი კეკელიძე (1879-1962) - ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

Jaroslav Hašek
1883 წლის 30 აპრილს დაიბადა იაროსლავ ჰაშეკი (Jaroslav Hašek  1883 - 1923)- ჩეხი მწერალი-სატირიკოსი,  დრამატურგი და ჟურნალისტი. (იხილეთ ვიდეო)

Eve Arden
1907 წლის 30 აპრილს დაიბადა ივ არდენი (Eve Arden  1907 - 1990) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Akon
1973 წლის 30 აპრილს დაიბადა ეიკონი (Akon) - სენეგალელი და ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

Kirsten Dunst
1982 წლის 30 აპრილს დაიბადა კირსტენ დანსტი (Kirsten Dunst) - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, მოდელი და მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

Ana de Armas
1988 წლის 30 აპრილს დაიბადა ანა დე არმასი (Ana de Armas) - ესპანელი და კუბელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE