30.09.2020
KA  
 
25 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
24.04.2020
ფოტო

Oliver Cromwell
1599 წლის 25 აპრილს დაიბადა ოლივერ კრომველი (Oliver Cromwell 1599 - 1658) - გამოჩენილი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე და მთავარსარდალი, ინგლისის რევოლუციის ბელადი. (იხილეთ ვიდეო)

Robinson Crusoe
1719 წლის 25 აპრილს ლონდონში დენიელ დეფოს (Daniel Defoe 1660 - 1731) რომანი"რობინზონ კრუზო" (Robinson Crusoe) გამოვიდა.  (იხილეთ ვიდეო)

“La Marseillaise” 
1792 წლის 25 აპრილს  რუჟე დე ლილმა (Claude Joseph Rouget de Lisle) რეინის არმიისთვის საბრძოლო სიმღერა შექმნა, რომელიც თავიდან „რეინის არმიის საბრძოლო მარშად“ იწოდებოდა, ეს სიმღერა შემდგომ საფრანგეთის რევოლუციის„მარსელიეზა“ (La Marseillaise), ხოლო საბოლოოდ მთლიანად ქვეყნის ჰიმნად იქცა. (იხილეთ ვიდეო)

საავტომობილო ნომერი
1901 წლის 25 აპრილს ნიუ-ორკის (New York) შტატში პირველად იქნა შემოღებული საავტომობილო ნომერი (automobile license plates). (იხილეთ ვიდეო)

Ella Fitzgerald
1917 წლის 25 აპრილს დაიბადა ელა ფიცჯერალდი (Ella Fitzgerald 1917-1996) - ამერიკელი ჯაზ-მომღერალი. ჯაზის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ვოკალისტი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Ю́рий Я́ковлев
1928 წლის 25 აპრილს დაიბადა იური იაკოვლევი (Ю́рий Васи́льевич Я́ковлев 1928-2013) - რუსი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Paul Mazursky
1930 წლის 25 აპრილს დაიბადა პოლ მაზურსკი (Paul Mazursky 1930-2014) - ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Al Pacino
1940 წლის 25 აპრილს დაიბადა ალ პაჩინო (Al Pacino ) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

Talia Shire
1946 წლის 25 აპრილს დაიბადა ტალია შაირი (ნამდვილი სახელი: Talia Rose Coppola) - ამერიკელი მსახიობი, ცნობილია ფილმებიდან „ნათლიმამა“ (The Godfather)  და „როკი“ (Rocky). (იხილეთ ვიდეო)

Johan Cruyff
1947 წლის 25 აპრილს დაიბადა იოჰან კრუიფი (Johan Cruyff 1947-2016) - ნიდერლანდელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

Dominique Blanc
1962 წლის 25 აპრილს დაიბადა დომინიკ ბლანი (Dominique Blanc) - ფრანგი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Renée Zellweger
1969 წლის 25 აპრილს დაიბადა რენე ზელვეგერი (Renée Zellweger) - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

 

 
   
KA
სხვა სიახლეები
30 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
29.09.2020  
29 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
28.09.2020  
28 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
27.09.2020  
27 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
26.09.2020  
26 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
25.09.2020  
25 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
24.09.2020  
24 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
23.09.2020  
23 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
22.09.2020  
22 ექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
21.09.2020  
21 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
20.09.2020  
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE