04.08.2020
KA  
 
8 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
07.04.2020
ფოტო

Giuseppe Tartin
1692 წლის 8 აპრილს დაიბადა ჯუზეპე ტარტინი (Giuseppe Tartini 1692-1770) - იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი.  (იხილეთ ვიდეო)

Jem Mace
1831 წლის 8 აპრილს დაიბადა ჯემ მეისი (Jem Mace 1831-1910) - ბრიტანელი მოკრივე. (იხილეთ ვიდეო)

Edmund Husserl
1859 წლის 8 აპრილს დაიბადა ედმუნდ ჰუსერლი (Edmund Husserl 1859 - 1938)  - გერმანელი ფილოსოფოსი, ფენომენოლოგიის ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

Mary Pickford
1892 წლის 8 აპრილს დაიბადა მერი პიკფორდი (Mary Pickford 1892-1979)- კანადელი და ამერიკელი მსახიობი, კინოკომპანია United Artists-ის თანადამფუძნებელი,  „ოსკარის“ პრემიის  მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

John Richard Hicks
1904 წლის 8 აპრილს დაიბადა ჯონ ჰიკსი (John Richard Hicks 1904 - 1989)  - ინგლისელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). (იხილეთ ვიდეო)

Melvin Calvin
1911 წლის 8 აპრილს დაიბადა მელვინ კალვინი (Melvin Calvin 1911 - 1997) - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ფოტოსინთეზის პროცესის კვლევისათვის ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (1961).  (იხილეთ ვიდეო)

Sonja Henie
1912 წლის 8 აპრილს დაიბადა სონია ჰენი (Sonja Henie 1912-1969) - ნორვეგიელი მოციგურავე და მსახიობი, ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (1928, 1932, 1936 წლები). (იხილეთ ვიდეო)

María Félix
1915 წლის 8 აპრილს დაიბადა მარია ფელიქსი (ნამდვილი სახელი: María de los Ángeles Félix Güereña 1915-2002) - მექსიკელი მსახიობი, მოდელი. (იხილეთ ვიდეო)

Steve Howe
1947 წლის 8 აპრილს დაიბადა სტივ ჰაუ (Steve Howe) - ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ "Yes" -ის გიტარისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Julian Lennon
1963 წლის 8 აპრილს დაიბადა ჯულიან ლენონი (John Charles Julian Lennon) - ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი, ჯონ ლენონის შვილი პირველი ქორწინებიდან. (იხილეთ ვიდეო)

Robin Wright
1966 წლის 8 აპრილს დაიბადა რობინ რაიტი (Robin Gayle Wright) - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, მსახიობი შონ პენის ყოფილი მეუღლე. (იხილეთ ვიდეო)

Patricia Arquette
1968 წლის 8 აპრილს დაიბადა პატრიცია არკეტი (Patricia Arquette) - ამერიკელი მსახიობი, პრემია "ოსკარის" ლაურეატი (2015). (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE