04.08.2020
KA  
 
3 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
02.04.2020
ფოტო

Gottlieb Daimler
1885  წლის 3 აპრილს გერმანელი გამომგონებელი  გოტლიბ დაიმლერი (Gottlieb Daimler) თავის პირველ შექმნილ ძრავს აპატენტებს, რომელსაც ნახევარი ცხენის ძალა გააჩნდა. (იხილეთ ვიდეო)

Leslie Howard
1893 წლის 3 აპრილს დაიბადა ლესლი ჰოვარდი (Leslie Howard 1893-1943) - ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. განსაკუთრებული წარმატება მას ფილმ „ქარწაღებულნში“  (Gone with the Wind) ეშლი უილკსის როლმა მოუტანა.(იხილეთ ვიდეო)

La Gazzetta dello Sport
1896 წლის 3 აპრილს  მილანში "La Gazzetta dello Sport" - ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული სპორტული გამომცემლობა შეიქმნა.  (იხილეთ ვიდეო)

Boca Juniors
1905 წლის 3 აპრილს არგენტინის საფეხბურთო კლუბი „ბოკა ხუნიორსი“ (Club Atlético Boca Juniors) ჩამოყალიბდა. (კლუბის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო) 

Светозар Кузьмич Русаков
1923 წლის 3 აპრილს დაიბადა სვეტოზარ რუსაკოვი (Светоза́р Кузьми́ч Русако́в 1923-2006) - რუსი მხატვარ-მულტიპლიკატორი („აბა დამაცა“, „ბურატინოს თავგადასავალი“ და სხვა). (იხილეთ ვიდეო)

Doris Day
1924 წლის 3 აპრილს დაიბადა დორის დეი (ნამდვილი სახელი: Doris Mary Ann Kappelhoff 1924-2019) - ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Marlon Brando
1924 წლის 3 აპრილს დაიბადა მარლონ ბრანდო (Marlon Brando 1924 - 2000) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პოლიტიკური აქტივისტი. "ოსკარზე"  რვაჯერ იყო ნომინირებული, ორჯერ გახდა ამ ჯილდოს მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Helmut Kohl
1930 წლის 3 აპრილს დაიბადა ჰელმუტ კოლი (Helmut Josef Michael Kohl 1930-2017) - გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი. 1982-1990 წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (FRG)  და 1990-1998 წლებში გაერთიანებული გერმანიის კანცლერი.  გერმანიისა და ევროპის გაერთიანებაში უდიდესი როლი აქვს მიღებული. (იხილეთ ვიდეო)

Alec Baldwin 
1958 წლის 3 აპრილს დაიბადა ალეკ ბოლდუინი (Alec Baldwin) - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, კიმ ბესინგერის (Kim Basinger) ყოფილი მეუღლე. (იხილეთ ვიდეო)

Eddy Murphy
1961 წლის 3 აპრილს დაიბადა ედი მერფი ( Eddy Murphy ) - ამერიკელი კომედიური ჟანრის მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

Кавка́зская пле́нница, или Но́вые приключе́ния Шу́рика
1967 წლის 3 აპრილს ლეონიდ გაიდაის ფილმის „კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლების“ (Кавка́зская пле́нница, или Но́вые приключе́ния Шу́рика) პრემიერა შედგა. (იხილეთ ვიდეო)

Stanley Kubrick
1968 წლის 3 აპრილს სტენლი კუბრიკის (Stanley Kubrick,  1928 - 1999  - ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი)  ფილმი "კოსმოსური ოდისეა: 2001 წელი" (2001: A Space Odyssey) გამოვიდა. შემდგომ ფილმი ფანტასტიკის ჟანრში მსოფლიო კონომატოგრაფიის საუკეთესო ნამუშევარად იქნა აღიარებული. (იხილეთ ვიდეო)

Adam Scott
1973 წლის 3 აპრილს დაიბადა ადამ სკოტი (Adam Scott) - ამერიკელი მსახიობი.(იხილეთ ვიდეო)

ანატოლი კარპოვი 1975 წელი
1975 წლის 3 აპრილს ბობი ფიშერს მსოფლიო ჩემპიონობა ჩამოერთვა, ვინაიდან მან მის პრეტენდენტთან ანატოლი კარპოვთან თავისი ტიტულის შესანარჩუნებლად შეხვედრაზე უარი განაცხადა. კარპოვი მსოფლიო ჩემპიონად გამოცხადდა. (იხილეთ ვიდეო)

Microsoft Corporation
2000 წლის 3 აპრილს ვაშინგტონში ფედერალურმა სასამართლომ კომპანია «Microsoft»-ი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა.  (იხილეთ ვიდეო)

V150 (train)
2007 წლის 3 აპრილს ელექტრომატარებელი V150-ი მატარებლის სიჩქარის ახალ რეკორდეს ამყარებს - 574,8 კმ/სთ. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE