04.08.2020
KA  
 
2 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
01.04.2020
ფოტო

Giacomo Casanova
1725 წლის 2 აპრილს დაიბადა კაზანოვა (Giacomo Girolamo Casanova 1725-1798) - ცნობილი იტალიელი ავანტურისტი, მოგზაური და მწერალი.  (იხილეთ ვიდეო)

Hans Christian Andersen
1805 წლის 2 აპრილს დაიბადა ჰანს ქრისტიან ანდერსენი (Hans Christian Andersen 1805 - 1875)  - დანიელი მწერალი, პოეტი და მეზღაპრე. (იხილეთ ვიდეო)

Émile Zola
1840 წლის 2 აპრილს დაიბადა ემილ ზოლა (Émile Édouard Charles Antoine Zola 1840-1902) - ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

Walter Chrysler
1875 წლის 2 აპრილს დაიბადა უოლტერ კრაისლერი (Walter Percy Chrysler 1875-1940) - ამერიკელი ავტომობილების მწარმოებელი, კორპორაცია კრაისლერის (Chrysler Group LLC) დამფუძნებელი. (იხილეთ ვიდეო)   

Max Ernst
1891 წლის 2 აპრილს დაიბადა მაქს ერნსტი (Max Ernst 1891-1976) - ფრანგი და გერმანელი მხატვარი, XX საუკუნის მსოფლიო ავანგარდის მნიშვნელოვანი ფიგურა. (იხილეთ ვიდეო)

Titanic
1912 წლის 2 აპრილს ლაინერ "ტიტანიკი"-ს (Titanic)  ზღვაში საცდელი გასვლა ტარდება, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. (იხილეთ ვიდეო)

Alec Guinness
1914 წლის 2 აპრილს დაიბადა ალეკ გინესი (Alec Guinness  1914 - 2000) - ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი, ხუთჯერ იყო წარდგენილი "ოსკარის" ჯილდოზე (მათ შორის როგორც საუკეთესო სცენარის ავტორი), 1958 წელს გაიმარჯვა როგორც საუკეთესო მსახიობმა. 1980 წელს კინოკარიერისათვის "ოსკარის" სპეციალური პრიზი გადაეცა. (იხილეთ ვიდეო)

Jack Clayton
1921 წლის 2 აპრილს დაიბადა ჯეკ კლეიტონი (Jack Clayton 1921-1995) - ბრიტანელი რეჟისორი და პროდიუსერი, პრემია "ოსკარის" ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

Serge Gainsbourg
1928 წლის 2 აპრილს დაიბადა სერჟ გენსბური (Serge Gainsbourg 1928-1991) - ფრანგი პოეტი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი და შემსრულებელი, მსახიობი და რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

გოგი ქავთარაძე
1940 წლის 2 აპრილს დაიბადა გიორგი (გოგი) ქავთარაძე - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Roselyn Sánchez
1973 წლის 2 აპრილს დაიბადა როზალინ სანჩესი (Roselyn Sánchez) - პუერტორიკანელი მომღერალი, მოდელი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

Michael Fassbender
1977 წლის 2 აპრილს წელს დაიბადა მაიკლ ფასბენდერი (Michael Fassbender) - გერმანული წარმომავლობის ირლანდიელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Dallas (1978 TV series)
1978 წლის 2 აპრილს ამერიკულ ტელეარხზე CBS  სერიალი „Dallas“-ი გაეშვა. თავდაპირველად ავტორები მინი-სერიალას შექმნას გეგმავდნენ, რომელიც ტელევიზიით მაქსიმუმ ხუთი კვირის განმავლობაში იტრიალებდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად იუნგების ოჯახის ისტორიამ ისეთ არნახულ რეიტინგს მიაღწია, რომ სერიალის ჩვენება კიდევ 13 წელი გაგრძელდა. (იხილეთ ვიდეო)

Ibrahim Afellay
1986 წლის 2 აპრილს დაიბადა იბრაჰიმ აფელაი (Ibrahim Afellay) - მაროკოული წარმოშობის ნიდერლანდელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE