13.12.2019
KA  
 
30 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
29.08.2019
ფოტო

ჟაკ ლუი დავიდი
1748 წლის 30 აგვისტოს დაიბადა ჟაკ ლუი დავიდი (Jacques-Louis David 1748-1825) - ფრანგი მხატვარი, ფრანგული ნეოკლასიციზმის (Neoclassicism) ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

მერი შელი
1797 წლის 30 აგვისტოს დაიბადა მერი შელი (Mary Wollstonecraft Shelley 1797 – 1851)  - ინგლისელი მწერალი („ფრანკენშტეინი“), პერსი ბიში შელის მეუღლე(იხილეთ ვიდეო)

შირლი ბუტი
1898 წლის 30 აგვისტოს დაიბადა შირლი ბუტი (Shirley Booth 1898-1992) - ამერიკელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი.(იხილეთ ვიდეო)

ჯონ მოკლი
1907 წლის 30 აგვისტოს დაიბადა ჯონ მოკლი (John William Mauchly 1907 – 1980) - ამერიკელი ფიზიკოსი და ინჟინერი, მსოფლიოში პირველი ელექტრონული კომპიუტერი „ENIAC“-ის  ერთ-ერთი შემქმნელი (1946). (იხილეთ ვიდეო)

ბრიუს მაკლარენი
1937 წლის 30 აგვისტოს დაიბადა ბრიუს მაკლარენი (Bruce Leslie McLaren 1937-1970) - ახალზელანდიელი ინჟინერი და გამომგონებელი,  „ფორმულა ერთის“ (Formula One) ავტომრბოლელი, ლეგენდარული გუნდი „მაკლარენის“ (McLaren) შემქმნელი.(იხილეთ ვიდეო)

მარკ ბოლანი
1947 წლის 30 აგვისტოს დაიბადა მარკ ბოლანი (ნამდვილი სახელი - მარკ ფელდი) (Marc Bolan — Mark Feld 1947 – 1977) - ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფი «T.Rex»-ის ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი. (იხილეთ ვიდეო)

Washing/Moscow Hot Line
1963 წლის 30 აგვისტოს ბირთვული ომის დაწყების რისკების თავიდან ასაცილებლად მოსკოვი და ვაშინგტონი ერთმანეთს „ცხელი ხაზით“ დაუკავშირდა.   (იხილეთ ვიდეო)

პოლ ოკენფოლდი
1963 წლის 30 აგვისტოს დაიბადა პოლ ოკენფოლდი (Paul Oakenfold) - ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

კამერონ დიასი
1972 წლის 30 აგვისტოს დაიბადა კამერონ დიასი (Cameron Michelle Diaz) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და ყოფილი მოდელი. (იხილეთ ვიდეო)  

Opera Software
1995 წლის 30 აგვისტოს ფონ ტეჩნერმა (Jon Stephenson von Tetzchner) და  გეირ ივარსეინმა (Geir Ivarsøy 1957 – 2006 ) შექმნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ნორვეგიული კომპანია „Opera Software“, რომელმაც ბრაუზერის დამუშავება გააგრძელა. მწარმოებლები 30 აგვისტოს ბრაუზერი „Opera“-ს დაბადების დღედ აღნიშნავენ. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE