07.12.2019
KA  
 
26 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
25.08.2019
ფოტო

მამა გაბრიელი
1925 წლის 26 აგვისტოს დაიბადა წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე; 1929 —1995, 2 ნოემბერი) - ქართველი საეკლესიო მოღვაწე — არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. (იხილეთ ვიდეო)

ჟოზეფ-მიშელ მონგოლფიე
1740 წლის 26 აგვისტოს დაიბადა ჟოზეფ მიშელ მონგოლფიე (Joseph Michel Montgolfier 1740 – 1810) - ფრანგი, საჰაერო ბუშტის ერთ-ერთი გამომგონებელი, რომელიც საჰაერო მოგზაურობისათვის იყო გათვალისწინებული. სულ ოჯახში იყო 16 ბავშვი, მაგრამ მათგან სახელი ორმა გაითქვა: ჯოზეფმა (Joseph-Michel Montgolfier) (უფროსი ძმა)  და ეტიენმა (Jacques Étienne Montgolfier). (იხილეთ ვიდეო)

ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია
1789 წლის 26 აგვისტოს საფრანგეთში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (Declaration of the Rights of Man and of the Citizen) იქნა მიღებული. დოკუმენტი, რომელმაც ევროპაში ბურჟუაზიულ უფლებებს ჩაუყარა საფუძველი. (იხილეთ ვიდეო)

დედა ტერეზა
1910 წლის 26 აგვისტოს დაიბადა დედა ტერეზა (Mother Teresa 1910-1997) (ნამდვილი სახელი-აგნეს გონჯა ბოაჯიუ) (ალბანურად-Agnes Gonxha Bojaxhiu) - ალბანელი კათოლიკე მონაზონი, მან ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები" (Missionaries of Charity) დააფუძნა.  დედა ტერეზა 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში მან თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში. (იხილეთ ვიდეო)

ბენ ბრედლი
1921 წლის 26 აგვისტოს დაიბადა ბენ ბრედლი (Ben Bradlee 1921-2014) - ამერიკელი ჟურნალისტი, „The Washington Post“ -ის ყოფილი მთავარი რედაქტორი. (იხილეთ ვიდეო)

ბარბეტ შრიოდერი
1941 წლის 26 აგვისტოს დაიბადა ბარბეტ შრიოდერი (Barbet Schroeder) - ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.(იხილეთ ვიდეო)

ზემფირა
1976 წლის 26 აგვისტოს დაიბადა ზემფირა (Земфира Талга́товна Рамаза́нова) - რუსი მომღერალი და სიმღერების ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

მაკოლეი კალკინი
1980 წლის 26 აგვისტოს დაიბადა მაკოლეი კალკინი (Macaulay Culkin) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ქსენია სუხინოვა
1987 წლის 26 აგვისტოს დაიბადა ქსენია სუხინოვა (Ксения Сухинова) -"მის რუსეთი 2008" (Miss Russia) და "მის მსოფლიო 2008" (Miss World)(იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE