13.12.2019
KA  
 
18 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
17.08.2019
ფოტო

ანტონიო სალიერი
1750 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ანტონიო სალიერი (Antonio Salieri 1750 – 1825) - იტალიური წარმოშობის ავსტრიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი.  (იხილეთ ვიდეო)

ჟიუსტ ფონტენი
1933 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ჟიუსტ ფონტენი (Just Fontaine) - გამოჩენილი ფრანგი ფეხბურთელი, გატანილი ბურთების რაოდენობით რეკორდი აქვს მოხსნილი: შვედეთში 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ მატჩში 13 ბურთი აქვს გატანილი.(იხილეთ ვიდეო)

რომან პოლანსკი
1933 წლის 18 აგვისტოს დაიბადა რომან პოლანსკი (Roman Polański) - ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი უმსხვილესი კინემატოგრაფისტი, ებრაული წარმოშობის პარიზის მკვიდრი, გაზრდილი პოლონეთში და ძირითადად მოღვაწეობდა ბრიტანეთში, აშშ-ში და საფრანგეთში, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

რობერტ რედფორდი
1936 წლის 18 აგვისტოს დაიბადა რობერტ რედფორდი (Robert Redford) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ბიზნესმენი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)  

ჯანი რივერა
1943 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ჯანი რივერა (Gianni Rivera) -  ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, როგორც 1969 წლის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელი. „ოქროს ბურთის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო) 

პატრიკ სუეიზი
1952 წლის 18 აგვისტოს დაიბადა პატრიკ სუეიზი(Patrick Wayne Swayze 1952-2009) - ამერიკელი მსახიობი და მოცეკვავე. (იხილეთ ვიდეო)

კაროლ ბუკე
1957 წლის 18 აგვისტოს დაიბადა კაროლ ბუკე (Carole Bouquet) - ფრანგი მსახიობი და მოდელი. (იხილეთ ვიდეო)

კრისტიან სლეიტერი
1969 წლის 18 აგვისტოს დაიბადა კრისტიან სლეიტერი (Christian Slater) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ედვარდ ნორტონი
1969 წლის 18 აგვისტოს დაიბადა  ედვარდ ნორტონი (Edward Norton) - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

მიკა
1983 წლის 18 აგვისტოს დაიბადა მიკა (ნამდვილი სახელი- მაიკლ ჰოლბრუკ პენიმენი) (Mika- Michael Holbrook Penniman) - ლივანური და ამერიკული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი და მუსიკოსი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE