18.10.2019
KA  
 
8 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
07.08.2019
ფოტო

დასტინ ჰოფმანი
1937 წლის 8 აგვისტოს დაიბადა დასტინ ჰოფმანი (Dustin Lee Hoffman) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, ორი „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

The Edge
1961 წლის 8 აგვისტოს დაიბადა The Edge (ნამდვილი სახელი დევიდ ჰაუელ ევანსი) (The Edge — David Howell Evans) - ირლანდიელი მუსიკოსი, ჯგუფი «U2»-ს გიტარისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

The Great Train Robbery
1963 წლის 8 აგვისტოს 15 ადამიანისგან შემდგარმა ბანდამ საფოსტო მატარებელი „გლაზგო-ლონდონი“გაძარცვა. რომლის დროსაც 2,6 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დღევანდელ 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს უტოლდება) ღირებულების ძველი ბანკნოტები იქნა მოპარული (თანხის უმეტესი ნაწილი დღემდე არ არის ნაპოვნი). ცნობილი დამნაშავე რონი ბიგსის (Ronnie Biggs 1929-2013) მიერ ჩადენილი ყველაზე გახმაურებული ძარცვა. მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძარცვას  The Great Train Robbery-ი უწოდეს. (იხილეთ ვიდეო)

რიჩარდ ნიქსონი
1974 წლის 8 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა (Richard Nixon 1913-1994) განაცხადა რომ უოტერგეიტის სკანდალის(Watergate scandal) გამო თანამდებობიდან გადადგება. აშშ-ს ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა პოსტი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საკუთარი ნებით დასტოვა. (იხილეთ ვიდეო)

როჯერ ფედერერი
1981 წლის 8 აგვისტოს დაიბადა როჯერ ფედერერი(Roger Federer) - შვეიცარიელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. (იხილეთ ვიდეო) 

 

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE