18.10.2019
KA  
 
7 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
06.08.2019
ფოტო

ნიკოლას რეი
1911 წლის 7 აგვისტოს დაიბადა ნიკოლას რეი (Nicholas Ray 1911 – 1979) - ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ტობინ ბელი
1942 წლის 7 აგვისტოს დაიბადა ტობინ ბელი (Tobin Bell) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Harvard Mark I
1944 წლის 7 აგვისტოს IBM-ის (International Business Machines Corporation) მიერ პირველი ამერიკული პროგრამირებადი კომპიუტერი Harvard Mark I (Automatic Sequence Controlled Calculator) გაეშვა, რომელიც  1941 წელს ახალგაზრდა მათემატიკოსმა  ჰოვარდ ეიკენმა (Howard Hathaway Aiken 1900-1973) და IBM-ის ოთხმა ინჟინერმა  შექმნეს. კომპიუტერის შექმნას საფუძვლად ინგლისელი მათამატიკოსის ჩარლზ ბებიჯის  (Charles Babbage 1791-1871) იდეა დაედო. (იხილეთ ვიდეო)

ბრიუს დიკინსონი
1958 წლის 7 აგვისტოს დაიბადა ბრიუს დიკინსონი (Paul Bruce Dickinson) - ბრიტანელი მუსიკოსი, მწერალი, სცენარისტი, ტელე და რადიო წამყვანი და პროდიუსერი, ჯგუფი «Iron Maiden»-ის ვოკალისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

დევიდ დუხოვნი
1960 წლის 7 აგვისტოს დაიბადა დევიდ დუხოვნი (David William Duchovny) - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი, მწერალი და მუსიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

ჯიმი უეილსი
1966 წლის 7 აგვისტოს დაიბადა ჯიმი დონალ უეილსი (Jimmy Wales) - ამერიკელი ინტერნეტ-მეწარმე,  ვიკიპედიის (Wikipedia) დამფუძნებელი, ფონდი ვიკიმედიას (Wikimedia Foundation) პრეზიდენტი. (იხილეთ ვიდეო)

შარლიზ თერონი
1975 წლის 7 აგვისტოს დაიბადა შარლიზ თერონი (Charlize Theron) - სამხრეთ აფრიკული წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი და მოდელი.(იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE