21.10.2019
KA  
 
1 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
31.07.2019
ფოტო

Borussia Mönchengladbach
1900 წლის 1 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი მიონხენგლადბახის „ბორუსია“ (Borussia Mönchengladbach) ჩამოყალიბდა. (იხილეთ ვიდეო)

გრიგოლ აბაშიძე
1914 წლის 1 აგვისტოს დაიბადა გრიგოლ აბაშიძე (1914-1994) - ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

ლეილა აბაშიძე
1929 წლის 1 აგვისტოს დაიბადა ლეილა აბაშიძე (1929-2018) - ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

ივ სენ ლორანი
1936 წლის 1 აგვისტოს დაიბადა ივ სენ ლორანი (Yves Henri Donat Mathieu-Saint-Laurent 1936-2008) - ფრანგი მოდელიორი. (იხილეთ ვიდეო)

ჯანკარლო ჯანინი
1942 წლის 1 აგვისტოს დაიბადა ჯანკარლო ჯანინი (Giancarlo Giannini)- იტალიელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ანა ფრანკი
1944 წლის 1 აგვისტოს ანა ფრანკმა (Anne Frank 1929-1945 ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში ნაცისტური ტერორისგან  თავს ოჯახთან ერთად ამსტერდამში, ერთ-ერთ სამალავში აფარებდა. იგი მსოფლიოში ცნობილი ანა ფრანკის დღიური“  ავტორია, რომელმაც ფაშიზმის სისასტიკეს ფარდა.) თავის დღიურში ბოლო ჩანაწერი გააკეთა. (იხილეთ ვიდეო)  


ტომი ბოლინი
1951 წლის 1 აგვისტოს დაიბადა ტომი ბოლინი (Tommy Bolin 1951 – 1976) - ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, რომელმაც 1975 წელს «Deep Purple»-ში რიჩი ბლეკმორი (Richard Harold Blackmore) შეცვალა. (იხილეთ ვიდეო)  

სემ მენდესი
1965 წლის 1 აგვისტოს დაიბადა სემ მენდესი (Samuel Alexander Mendes) - ინგლისელი რეჟისორი, პროდიუსერი და დრამატურგი. მსოფლიო კინომატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ იმ რეჟისორთაგან წარმოადგენს, რომელმაც პრემია „ოსკარი“ სადებიუტო ნამუშევარში მიიღო.  (იხილეთ ვიდეო)

Medison square Garden
1971 წლის 1 აგვისტოს ჯორჯ ჰარისონის (George Harrison 1943 – 2001 - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, მწერალი და პროდიუსერი, ჯგუფ «The Beatles»-ის წევრი) ინიციატივით Medison square Garden-ში (აგრეთვე ცნობილია MSG-ის სახელით - ლეგენდარული სპორტული კომპლექსი ნიუ-ორკში) -ში საქველმოქმედო კონცერტი-აქცია ბანგლადეშის მოშიმშილე მოსახლეობის დასახმარებლად გაიმართა, რომელშიც ბობ დილანი (Bob Dylan), რინგო სტარი (Ringo Starr), ერიკ კლეპტონი (Eric Patrick Clapton)  და სხვები მონაწილეობდნენ. (იხილეთ ვიდეო)

MTV
1981 წლის 1 აგვისტოს ამერიკული მუსიკალური ტელეარხი «MTV»-ის დებიუტი შედგა, 1987 წლის 1 აგვისტოდან ვიდეკლიპი «Money for Nothing»-ით არხის ევროპულმა ფილიალმა  (MTV Europe) დაიწყო მაუწყებლობა. (იხილეთ ვიდეო)

Bastian Schweinsteiger
1984 წლის 1 აგვისტოს დაიბადა ბასტიან შვაინშტაიგერი (Bastian Schweinsteiger) - გერმანელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო) 

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE