|
ყველა
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
|
|
ქართული სამზარეულო ავტორი: გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 19 ლარი |
|
მათ, ვინც გურმანია ან სამზარეულოში ფუსფუსი სიამოვნებს და მათაც, ვისაც ახლა სურს კულინარული ხელოვნების დაუფლება, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" კიდევ ერთ კულინარიულ წიგნს სთავაზობს.
ქართული კულინარიის წიგნში თავმოყრილია ოთხმოცდაათამდე ქართული კერძის რეცეპტი. თითოეულ რეცეპტს ახლავს ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი, მომზადების ეტაპების ზუსტი აღწერა და მზა კერძის ფოტო. რეცეპტები შემოწმებული და გამოცდილია სახინკლე–რესტორნების ქსელში "მასპინძელო!".
მოიმარაგეთ თქვენთვის სასურველი კერძის ინგრედიენტები და მიჰყევით კერძის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას. შედეგით თქვენვე გაოცდებით და სტუმრებსაც ასიამოვნებთ. |
|
ლიტერატურული კაფეს ნამცხვრები ავტორი: გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 19.9 ლარი |
|
ალბათ ყველას გაგისინჯავთ ''ლიტერატურული კაფეს'' უგემრიელესი ნამცხვრები და ღვეზელები! თუ არ გაგისინჯავთ,ხომ გსმენიათ მაინც..ჰოდა,ახლა შეგიძლიათ,ლიტერატურული კაფე სახლში მოიწყოთ!ამ წიგნში თვალისმომჭრელი ხილის ტარტების,რულეტების,კექსებისა და ტორტების მომზადების საიდუმლო იმალება.თუ ტკბილეულის გუნებაზე არ ხართ,ან დესერტამდე სხვა ხრაშუნა თუ ფუმფულა ცომეულის მირთმევა გსურთ,მაშინ კარტოფილის,სოკოს,ლობიოს,ისპანახისა და ხორცის ღვეზელის,ან სულაც უგემრიელესი ხაჭაპურის გამოცხობას შეუდექით და ოჯახთან ერთად სადილობა ნამდვილ დღესასწაულად აქციეთ.ზედმიწევნით შეასრულეთ რეცეპტებში მოცემული მითთებები,არ დაიშუროთ გულმოდგინება და თქვენი ნახელავით გააოცეთ სტუმრებიცა და ოჯახისწევრებიც! |
|
რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი ავტორი: პაულო კოელიო გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 6 ლარი |
|
სიყვარული დიდ საიდუმლოებებს გვაზიარებს და ამით გვაახლოებს ცხოვრების არსსა და მარადისობასთან, მაგრამ რა ხდება, როცა ახალგაზრდა ქალს სიმორცხვე უშლის ხელს ძველი სიყვარულის განახლებაში? რა ხდება, როცა თერთმეტი წლის შემდეგ ბედი კვლავ შეახვედრებს მას ძველ სიყვარულს?
... ცხოვრებამ ახალგაზრდა ქალბატონს თავისი კვალი დაამჩნია, გააძლიერა და საკუთარი გრძნობების მართვა ასწავლა. მამაკაცმა კი რელიგიისკენ მავალი გზა აირჩია და სულიერადაც და ფიზიკურადაც ბევრად მომხიბლავი გახდა.
ისინი ერთად მიემგზავრებიან. ამ მოგზაურობას ართულებს წარსულში დაფარული დანაშაულის გამოაშკარავება და გულისწყრომა. საბედნიეროდ, რიო-პიედრას ნაპირთან, პატარა სოფელში, ისინი პოულობენ გზას ერთმანეთისკენ. მათი განსაკუთრებული ურთიერთობა კი ისევე სასიამოვნოდ იკითხება, როგორც პაულო კოელიოს სხვა ბესტსელერები.
(თარგმნა მზია გელაშვილმა). |
|
ალქიმიკოსი ავტორი: პაულო კოელიო გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 6 ლარი |
|
ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ,,ალქიმიკოსი” თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია.
ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება.
მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს. |
|
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა ავტორი: პაულო კოელიო გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 6 ლარი |
|
პაულო კოელიო დაიბადა 1947 წელს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში.
ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალია.
გამოქვეყნებული აქვს 14 წიგნი და მრავალი სტატია.
მის წიგნებს, რომლებიც 56 ენაზეა თრგმნილი, მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანი კითხულობს.
”ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” ტრილოგიის მეორე რომანია. |
|
თერთმეტი წუთი ავტორი: პაულო კოელიო გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 7 ლარი |
|
სული და სხეული - სიყვარულის ალქიმია... სანამ ამას აღმოაჩენს, შვეიცარიაში ბედის საძიებლად ჩასული ბრაზილიელი მარია უამრავ მამაკაცს ხვდება, მაგრამ ვინც მის სულს ეხება, მის ხორცს ვერ აღაგზნებს, ვინც მის ხორცს ეხება, უძლურია, ჩასწვდეს მის სულს. ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე მარია ყოველგვარ დამცირებას ითმენს, მაგრამ ბოლოს მაინც ჰპოვებს საკუთარ თავსა და ნამდვილ სიყვარულს.
"თერთმეტი წუთი" ცნობილი ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს მსოფლიო ბესტსელერია. |
|
კრძალვითა და ცახცახით ავტორი: ამელი ნოტომი გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 6 ლარი |
|
"ბატონი ჰანრდა ომოჩის უფროსი იყო; ბატონი ომოჩი - ბატონი საიტოსი; ბატონი საიტო - ქალბატონი მორისა; ქალბატონი მორი კი - ჩემი. მე თვითონ არავისი უფროსი არ ვყოფილვარ.
ასე იწყება ამელი ნორტომის რომანი "კრძალვითა და ცახცახით", რომლისთვისაც ავტორმა 1999წელს საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა.
ბელგიელი მწერალი ამელი ნოტომი 1967 წელს დაიბადა იაპონიაში.
ამ რომანის მთავარი გმირიც ბელგიელი ახალგაზრდა ქალია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სწორედ ასე იწყებს თავისი თავგადასავლის თხრობას. |
|
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი ავტორი: პაულო კოელიო გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 6 ლარი |
|
ქალი - ბედნიერების მაძიებელი. კაცი - დევნილი მტკივნეული წარსულიდან მოსული აჩრდილებით. ურთიერთობები - სიხარბით, სიმხდალითა და შიშით ნასაზრდოები...
ერთ მშვენიერ დღეს ყველა შეიძლება დადგეს დილემის წინაშე - სიკვდილი თუ ძალაუფლება - ყველამ საკუთარი გზა უნდა აირჩიოს. რას ირჩევენ ნაწარმოების გმირები: სიკეთეს თუ ბოროტებას?!
ერთი პატარა
სოფელი უჩვეულო ბრძოლის ადგილია, სადაც უცხოელი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩადის, ზურგჩანთით, პატარა წიგნაკითა და 11 ოქროს
ზოდით
აღჭურვილი. იდუმალებით მოცული სტუმ
ა
რი
, რომელიც მთელ სამყაროზეა გაჯავრებული, უცნაურ თამაშში ითრევს ბარში მოსამსახურე გოგონას - შანტალ პრიმს, ხოლო შემდეგ - მთელ სოფელს.
პაულო კოელიოს
ეს
რომანი ადამიანის სულის ბნელი და ნათელი მხარეების ბრძოლას ეხება. ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს, იქნება განსხვავებული და თამამად გაყვება თავის ოცნებებს, შეძლებს მართებულად ცხოვრებას. ,,ეშმაკი და
სენიორიტა
პრიმი” ემოციებით
სავსე
ისტორიაა, რომელშიც ადამიანთა პატიოსნებას დიდი გამოცდა ელის
.
(თარგმნა მზია გელაშვილმა). |
|
ვერნონ გენიოს ლითლი ავტორი: დიბისი პიერი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 12 ლარი |
|
ლიტერატურული პრემია ”საბას” გამარჯვებული 2007 წელს.
ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩვიდმეტი მოსწავლე ამოხოცეს.
თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე.
პოლიცია და საზოგადოება ვერნონისაგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს...
ლიტერატურული კრიტიკის მიერ 21-ე საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ დებიუტად აღიარებული "ვერნონ გენიოს ლითლის" ავტორმა, ავსტრალიელმა დიბისი პიერმა ამ რომანისთვის 2003 წელს ბუკერის პრემია მიიღო. |
|
ნაივური.სუპერი ავტორი: ერლენდ ლუ გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 7 ლარი |
|
25 წლის სტუდენტი ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისმა ჩვეულებრივმა ცხოვრებამ და, საერთოდ, ყოფიერებამ აზრი დაკარგა.ის ვეღარ ხედავს საგნების ურთიერთკავშირს, აღარაფერი აღაფრთოვანებს... ბევრს ფიქრობს დროზე, კოსმოსზე, ადამიანებზე... თუმცა, ამავდროულად, ბავშვურად ცდილობს, თამაშით - ბურთის კედელზე სროლით თუ სათამაშო დაფის კაკუნით გაექცეს ყოველდღიურ ერთფეროვნებას.
თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, ერლენდ ლუს ბესტსელერს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. ამ ორიგინალური ფორმის ტექსტით მწერალმა ხელოვნების ნაივური ანუ მინიმალისტური სტილი წარმატებით დაამკვიდრა ლიტერატურაში. მარტივი, სადა ენით დაწერილი რომანი რთულ ადამიანურ საკითხებს შეეხება, თუმცა იოლად მივყავართ დასკვნამდე: ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე გაცილებით მარტივადაა, ვიდრე ჩვენ გვგონია
(თარგმნა თამარ კვიჟინაძემ). |
|
პორტობელოელი ჯადოქარი ავტორი: პაულო კოელიო გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 7 ლარი |
|
ნახევრად ბოშა და ფიზიკურად ძალიან ლამაზი ქალი, ათენა XXI საუკუნის გრძნეულია. ძლიერი ხასიათის ახალგაზრდა დედამ ცეკვის საშუალებით შეიცნო ყოველივეს შემქმნელის, დიდი დედის საიდუმლო. მან სიყვარული მიიტანა სამსხვერპლოზე და ოცნება ანდო ადამიანებს, რომლებმაც უმოწყალოდ დაამსხვრიეს იგი...
პაულო კოელიოს წიგნი ,,პორტობელოელი ჯადოქარი” ახალგაზრდა ქალის, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული მშვენიერი ათენას ტრაგიკული ცხოვრების ამბავია.
(თარგმნა მედეა ზუბადალაშვილმა). |
|
ნადირობა ცხვარზე ავტორი: ჰარუკი მურაკამი გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 15 ლარი |
|
ჰარუკი მურაკამი დაიბადა 1949 წელს კიოტოში, იაპონიის ძველ დედაქალაქში, კლასიკური ფილოლოგიის მასწავლებლის ოჯახში. სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში კლასიკური დრამის ფაკულტეტზე. ტოკიოში ჯაზის ბარი ჰქონდა. წერა 29 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ წელიწადში ერთ სქელტანიან რომანს მაინც წერს.
"ნადირობა ცხვარზე" ჰარუკი მურაკამის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.ეს რომანი ცნობილი "ვირთხას ტრილოგიის" ერთ-ერთი წიგნია. ნაწარმოების მთავარი გმირი, ახალგაზრდა კაცი, უცნაურ ამბავში გაეხვევა და ჰოკაიდოს მთებში მიდის ზურგზე ვარსკვლავგამოსახული ცხვრის საძებნელად. ძიების პროცესი ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას და გმირის ცხოვრებასაც ძირფესვიანად შეცვლის.
წიგნს მიღებული აქვს ნომას ლიტერატურული პრემია
(თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა). |
|
ნიუ-იორკული ტრილოგია ავტორი: პოლ ოსტერი გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 12 ლარი |
|
"ნიუ-იორკული ტრილოგია" თანამედროვე ამერიკელი პოსტმოდერნისტი მწერლის, პოლ ოსტერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელსაც მრავალი ქვეყნის კრიტიკოსების აღიარება და არაერთი ჯილდო ხვდა წილად.
"რომანი-ექსპერიმენტი", "რომანი-თავსატეხი", "აბსურდული და ფსიქოლოგიური დეტექტივი", "მეტადეტექტივი", "ანტიდეტექტივი", ,,მისტერიები მისტერიების შესახებ” - ასე აფასებენ კრიტიკოსები რომანს, რომელიც ავტორის ცხოვრებისა და შინაგანი სამყაროს არაპირდაპირი ასახვაა.
ტრილოგიის სამი ნაწილი, ,,შუშის ქალაქი”, ,,აჩრდილები”, ,,დაკეტილი ოთახი”, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანებია, მაგრამ სიუჟეტური პარალელები, კარგად ნაცნობი ლიტერატურული სახეებისა და სახელების, პერსონაჟების გამეორება და შეშლილობამდე მისული მთავარი გმირების მსგავსი ბოლო ქმნის ახალ, მეტაფიზიკურ სამყაროს, რომლის პირობითი ცენტრი წარსულის აჩრდილებით სავსე ნიუ-იორკია, სივრცითი და დროითი საზღვარი კი - დარღვეული. ამ სამყაროში შესული მკითხველი თავს რომანის ერთ-ერთ პერსონაჟად გრძნობს, ავტორის განზრახვითა და სურვილით ქმედების თანამონაწილედაა მიწვეული და უსასრულოდ ინტერპრეტირების ნება ეძლევა
(თარგმნა ქეთი ქანთარიამ). |
|
ციური მშვიდობის კარიბჭე ავტორი: შან სა გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 4 ლარი |
|
შან სა ჩინელი მწერლის - იან ნის - ფსევდონიმია და ქართულად ,,ქარის ხმას” ნიშნავს.
1989 წელს ტიანანმენის მოედანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ მწერალი საფრანგეთში გაემგზავრა და იმავე წელს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა.
,,ციური მშვიდობის კარიბჭე” 1997 წელს გონკურის პრემიით დაჯილდოვდა.
ეს რომანი პირველად გამოდის ქართულ ენაზე და სწორედ ტიანანმენის ტრაგიკული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს
(თარგმნა ქეთევან კვანტალიანმა). |
|
ნოეს შვილი ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 6 ლარი |
|
1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, ”ყვითელ ვილაში” მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|