საკვანძო სიტყვა: KA განმარტება
  • ყველა
  • "Pearson"
  • ქარჩხაძის გამომცემლობა
  • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  • "ლოგოს პრესი"
  • "არტანუჯი"
  • "დიოგენე"
  • "სწავლანი"
  • "Macmillan Education"
  • "ინტელექტი"
  • "Oxford University Press"
  • ელფის გამომცემლობა
  • "კლიო"
  • "მერიდიანი", "კლიო"
  • "პალიტრა L"
  • „საქართველოს მაცნე“
  • „წყაროსთვალი“
  • "სიდი"
  • "საგამომცემლო სახლი ტრიასი"
  • "მერიდიანი"
  •  
    მათემატიკა (VII კლასი)
     
    ძალაუფლების დაბრუნება
    ,,მათ, ვინც ,,ძალაუფლების სიმულაციებს" იცნობს, მინდა ვაუწყო, რომ სიმულაციის ეტაპი დამთავრდა. დაიწყო მეორე, ,,ძალაუფლების დაბრუნების ფაზა. ჩვენ გარდაუვლად მივექანებთ იმ მდგომარეობისაკენ, რომელიც შეიძლება აღიწეროს როგორც შუა საუკუნეები. ის შუა საუკუნეები, რომელიც საქართველოს არასოდეს ჰქონია".
     
    ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
    ავტორი საინტერესოდ მოგვითხრობს რეგიონის რელიგიური, კულტურული და დემოგრაფიული საკითხების შესახებ, განიხილავს ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული გარემოს გავლენას პოლიტიკაზე, აღწერს ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე პოლიტიკურ გეოგრაფიას, გვაცნობს ,,ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის” წარმოშობისა და მისი მოუგვარებლობის მიზეზებს, წმინდა ადგილის როლს მსოფლიო პოლიტიკაში.
     
    ჩემი XX საუკუნე
    ავტორი წინა საუკუნის საქართველოს მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში განიხილავს. წიგნი XX საუკუნის I ნახევრის ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მოგვითხრობს, როგორებიცაა: პირველი და მეორე მსოფლიო ომები, მათი მიზეზები და შედეგები; რუ­­სე­­თის რო­მა­ნოვების, გერმანიის ჰოჰენ­ცო­ლერ­ნე­­ბის, ავსტ­რია-უნგრეთის ჰაბს­ბურ­გე­ბის, თურ­ქე­თის ოს­მან­თა იმ­პერიების სა­­­ხე­­­ლე­ბის წაშლა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან და სხვა.
     
    გურული ფირალები
    ფირალობის სახელით ცნობილმა მოძრაობამ XIX საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს გურიაში ვულკანივით ამოხეთქა.ფირალობის ასპარეზზე გამოჩენა უმეტესწილად სოციალურ-პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა განაპირობა - რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ და მისმა შედეგებმა, სახალხო აჯანყებებმა, საგლეხო რეფორმამ, რუსეთ-თურქეთის ომმა ბევრ ადამიანს ხელში თოფი ააღებინა. ფირალები იარაღითა და ძალადობით წყვეტდნენ საკუთარ პრობლემებს და თვითონაც ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ.
     
    ახალგაზრდა სტალინი
    სტალინი, ბოროტების სიმბოლო, თუმცა ამავე დროს, XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამ ბიოგრაფიულ რომანში ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრების სკანდალურ და აქამდე უცნობ ფაქტებს დაბადებიდან რევოლუციონერობამდე - როგორ და რატომ იქცა სემინარიელი ბიჭი ჯერ მეამბოხედ და შემდეგ სასტიკ მმართველად. ეს არის თავგადასავალი ქართველი მეწაღის შვილისა, რომელიც მოგვიანებით, უზარმაზარი იმპერიის ,,წითელი მეფე" გახდა.
     
    ომი და შეიარაღება იბერია–კოლხეთში
    "თანამედროვე საქართველოს მყარი სახელმწიფოებრიობის, სტაბილურობისა და წინსვლის მთავარ გარანტს მაღალი თავდაცვისუნარიანობა წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა რთული და ბრძოლით აღსავსე გზა გამოიარა. იმის ცოდნა, თუ როგორ შეძლეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ფიზიკურად არ გადაშენდნენ, როგორ იცავდნენ ისინი თავს, ჩვენი პატრიოტული ვალია. ამასთანავე, საკუთარი ისტორიის ცოდნა აწმყოსა და მომავლის უეკთ შემეცნების საშუალება და იარაღია".
     
    გთხოვთ, მოკლედ
    თქვენ წინაშეა გამოჩენილი ჩეხი მოღვაწის, ესეისტის, დრამატურგის, დისიდენტის, ჰუმანისტისა და წარსულში ორი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის, რიგით მეცხრე და დღეისათვის ბოლო - 2006 წელს გამოცემული წიგნის თარგმანი. წიგნი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, თუმცა ვერ თავსდება კლასიკური ავტობიოგრაფიული ჟანრის ფარგლებში, რაც სრულებითაც არ არის შემთხვევითი - ვ. ჰაველის მრავალმხრივი შემოქმედება ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და მრავალმხრივობით.
     
    დაბადებული საბჭოთა კავშირში
    ”სსრკ - ეს არის ქვეყანა, სამშობლო, სადაც დავიბადე და ვცხოვრობდი. შეუძლებელია, გულგრილი იყო ამ ქვეყნის მიმართ - მნიშვნელობა არა აქვს, რა დამოკიდებულება გქონდა მისდამი, გძულდათ თუ გიყვარდათ...”
     
    ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები
    ჩაკეტილი საზოგადოება საკუთარი ნებით ცდილობს გარესამყაროსგან მოწყვეტას და თვითიზოლაციას. ასეთი საზოგადოების ცვალებადობა მიმართულია არა სიახლისკენ, არამედ სიძველის გაცოცხლებისა და გატოტალურებისკენ, რაც მას აუცხოებს და რიყავს დანარჩენი სამყაროსაგან და ანაქრონულს ხდის საკუთარ ეპოქასთან. ადამიანები თავიანთი, შექმნილი მითების ტყვეობაში ექცევიან. გაზღაპრებული წარსული აწმყოს ადგილს იკავებს და ახლის დაბადებას უშლის ხელს.
     
    ჩემი XX საუკუნე (II ტომი)
    წიგნის მთავარი მოქმედი პირი საქართველოა, მაგრამ მისი პოლიტიკური და სოციალური ისტორია, პოლიტიკური გეოგრაფია ნაჩვენებია მსოფლიო პროცესების კონტექსტში.
     
    ქართველები ამერიკაში
    ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება. ქართველთა დიდი ნაწილი, ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების მსგავსად, ატლანტის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე შეუძლებელია, ყველა იმ ქართველის ვინაობის დადგენა, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და თავისი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
     
    დაკარგული კონტექსტები
    წიგნში გაერთიანებული ნარკვევები თანამედროვე საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი და კულტურული ცვლილებების კრიტიკული ინტერპრეტაციის მცდელობებია.
     
    სტალინის დედის მოგონებები
    ავტორი:
    ამ წიგნში მკითხველი სტალინის დედის, ეკატერინეს (კეკე) გელაძე–ჯუღაშვილის, მოგონებებს გაეცნობა.მოგონებები ჩაწერილია 1935 წელს თავად ეკატერინე ჯუღაშვილის კარნახით.დედა დაწვრილებით საუბრობს სტალინის ბავშვობაზე და იმაზეც, როგორ შეხვდა თავად შვილის არჩევანს.
     
    ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები
    მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები. რუსეთის იმპერიიდან საზღვარგარეთ დევნილები ანტისაბჭოთა პოლიტიკურ ემიგრაციას ქმნიან. განვითარებული მოვლენებისა და მათ მიმართ საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ უშიშროების ყოფილი თანამშრომლის მიერ დაწერილ ამ წიგნში უამრავ საინტერესო ფაქტს შეიტყობთ.
     
       
    KA
  • ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
    meteo.gov.ge

    Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

    Get Adobe Flash player

    სხვა ქვეყნები
    საქართველო
    თბილისი
    განმარტება
    ინფო სამყარო
    ორგანიზაციების
    ონლაინ-ცნობარი

    საჭირო ნომრები
    დღის აფიშა
    ვებ კატალოგი
    ბავშვთა სამყარო
    პროექტის შესახებ
    კონტაქტი
     
    2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE