|
|
|
|
|
საერთაშორისო ზარები სილქნეტის აბონენტებისათვის |
ტელ: 101600 + (ქვეყნის კოდი) + (ქალაქის კოდი) + (აბონენტის ნომერი) მობილურზე დარეკვა: 101600 + (ქვეყნის კოდი) + (აბონენტის ნომერი) |
|
|
|
საერთაშორისო ზარები ახალი ქსელების აბონენტებისათვის |
ტელ: 00 + (ქვეყნის კოდი) + (ქალაქის კოდი) + (აბონენტის ნომერი) მობილურზე დარეკვა: 00 + (ქვეყნის კოდი) + (აბონენტის ნომერი) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ამ ბლოკის საშუალებით საქართველოში დაგეგმილ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე მიიღებთ ინფორმაციას. ზემოთ თარიღთან არსებული კალენდრის საშუალებით სხვა დღეების ნახვაც შეგეძლებათ (კალენდარში ლურჯი ფონი აქვს იმ თარიღებს სადაც დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე არსებობს ინფორმაცია). კულტურის რომელიმე სფეროს არჩევით შეგიძლიათ არსებული ინფორმაციიდან მხოლოდ თქვენთვის საინტერესო კატეგორია დატოვოთ, მაგალითად, თუ „დავკლიკავთ“„თეატრებს“. ამ შემთხვევაში არსებული მონაცემებიდან მხოლოდ თეატრების შესახებ დარჩება ინფორმაცია და ამავე დროს მარცხენა მხარეს თეატრების ჩამონათვალი გამოჩნდება, უშუალოდ რომელიმე ობიექტის არჩევისას, მაგალითად, „რუსთაველის თეატრი“ გამოვა ამ ობიქტის შესახებ ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ვებ–გვერდი) და დაგეგმილი სპექტაკლების აფიშა. თბილისის გარდა კულტურულ ღონისძიებებზე თუ სხვა ქალაქებზეც არის ინფორმაცია, ზედა მარჯვენა მხარეს კატეგორია „ქალაქებში“ გამოჩნდება „ყველა“ საიდანაც შეგიძლიათ მხოლოდ თქვენთვის სასურველი ქალაქი აირჩიოდ და არსებულიდან მხოლოდ ამ ქალაქზე დარჩება ინფორმაცია.
|
ამ ბლოკის დახმარებით შეგეძლებათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქის ზუსტი დრო გაიგოთ, ამისთვის ამ რუბრიკაში არსებულ კატეგორია „სხვა ქვეყნები“-ში უნდა შეხვიდეთ. სასურველი ქალაქის მოძებნის გამარტივების მიზნით, ქვეყნები 6 კატეგორიაში (ევროპა, აზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და ოკენიაში) არის განაწილებული ხოლო თუ სასურველ ქალაქებთან ღილაკს „მთავარ გვერდზე დამატება“–ს მონიშნავთ, ისინი მთავარ გვერდზე განთავსდებიან და არჩეული ქალაქების ნახვა მთავარ გვერდზე საქართველოს დროშასთან არსებული ისრების გადაყვანით იქნება შესაძლებელი. ( ქვეყნებში: აშშ, რუსეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და გერმანია დედაქალაქების გარდა სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც არის დამატებული ).
|
ეს რუბრიკა ქართული და უცხოური ვებ-გვერდების საკმაოდ დიდ რესურსებს მოიცავს,
ისინი სამ კატეგორიაში: „ინფორმაცია და შემეცნება“, „დასვენება და გართობა“ და
"ელექტრონულ კომერციაში" არიან განაწილებულნი. შესაბამის კატეგორიაში მოხვედრა
შესაბამისი სურათის „დაკლიკვით“ არის შესაძლებელი. რუბიკაში სიახლეების სანახავად
იხილეთ კატეგორია "ახალი დამატებული საიტები",
წარმოდგენილი საიტებიდან თქვენთვის სასურველი შეგიძლიათ რუბრიკის კატეგორიაში
"ფავორიტები" დაამატოთ, რისთვისაც საიტის სურათების დაბლა არსებული "ფავორიტი"
უნდა მონიშნოთ, ფავორიტებიდან წაშლა მონიშნულის კიდევ ერთხელ "დაკლიკვით" ხდება.
(ფავორიტები დაფიქსირდება იმ კომპიუტერში საიდანაც მათი დამატება მოხდა).
ფავორიტებზე გადასვლა მთავარი გვერდიდანაც არის შესაძლებელი, რისთვისაც რუბრიკის
დასახელება "ვებ–კატალოგი" უნდა "დაკლიკოთ"
ორგანიზაციების ონლაინ-ცნობარში 14 კატეგორიაა წარმოდგენილი, რომლებიც თავის მხრივ ქვეკატეგორიად იყოფიან. სასურველი ორგანიზაციის მოძიების რამდენიმე საშუალება არსებობს:
1. მარჯვენა ზედა მთავარ საძიებო ველში სასურველი ორგანიზაციის დასახელება ჩაწეროთ და ძებნის ველში შესაძლო ვარიანტებიდან საჭირო ამოარჩიოთ.
2. გამოიყენოთ ფილტრაცია, მაგალითად, აირჩიოთ სასურველი კატეგორია და ქვეკატეგორია, სასურველი რეგიონი, ქალაქი თუ რაიონი და, ბოლოს, საკვანძო სიტყვის ველის დახმარებით შეგიძლიათ ორგანიზაცია სახელით, ქუჩის დასახელებით და ტელეფონის ნომრითაც მოიძიოთ. (საკვანძო სიტყვის ველში ძებნა რამდენიმე სიმბოლოს ჩაწერითაც ხდება).
პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ვარსკვლავის სიმბოლოა განთავსებული, რაც მათ კატეგორია „ფავორიტებში“ დამატების საშუალებას იძლევა (ფავორიტები იმ კომპიუტერში ინახება საიდანაც დამატება მოხდა).
ამ ბლოკში სტუდიის პროექტებია წარმოდგენილი. ზედა ნაწილი „ბავშვთა სამყაროს“ ეთმობა, რომლებშიც პროექტების „თამაში ვიქტორინისა“ და „ზღაპრების სამყაროს“ შესაბამისი თამაშებისა და ზღაპრების სურათები ერთამანეთის მონაცვლეობით გამოდის, „კურსორის“ მიახლოებისას სურათები ჩერდება და შეგიძლიათ სასურველი თამაში ან ზღაპარი აირჩიოთ, ან პირდაპირ „თამაში ვიქტორინა“ ან „ზღაპრების ქვეყანა“ „დაკლიკოთ“ და ამ პროექტების მთავარ გვერდზე მოხვდეთ. ქვედა ნაწილში პროექტების „ინტერნეტ კალენდარის“ და „მსოფლიო გამოგონებების“ თითო სიახლეა წარმოდგენილი, რომელთა „დაკლიკვისას“ შესაბამის პროექტზე გადახვალთ.
|
საიტის მთავარ გვერდზე ერთმანეთის მონაცვლეობით სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნები გამოდის. რომელიმე მათგანის „დაკლიკვის“ შემთხვევაში, შესაბამის წიგნზე ვრცელ ინფორმაციას მიიღებთ. მოძრავი წიგნების მაღლა განთავსებულია მენიუ, რომელზეც წარმოდგენილი კატეგორიები შემდეგ ფუნქციებს ასრულებენ: „ყველა წიგნი“ – პროექტის მთავარი გვერდის „ყველა წიგნის“ ჩამონათვალში გადახვალთ; „ფავორიტები“ – ეს კატეგორია თქვენს მიერ არჩეული წიგნებით იქნება წარმოდგენილი, „ფავორიტებში“ დამატება წიგნთან არსებული ველი „ფავორიტის“ გვერდით მდებარე უჯრის „დაკლიკვით“ იქნება შესაძლებელი. უკვე არჩეული „ფავორიტებიდან“ წაშლაც იგივე პრინციპით ხდება. „ახალი წიგნები“ სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნების ჩამონათვალში გადაგიყვანთ. ხოლო, „განმარტებაში“ პროექტის მოხმარების პრინციპებია განხილული.
პროექტის მთავარ გვერდზე ფილტრაციის გამოყენებით სასურველი წიგნის არჩევა მარტივად არის შესაძლებელი. მარცხენა მენიუს გამოყენებით ყველა ჩამოთვლილი წიგნიდან შეგვიძლია სხვადასხვა კატეგორიების წიგნები (მხატვრული ლიტერატურა, სასკოლო წიგნები და სხვ.) ავარჩიოთ ან წიგნები გამომცემლობის მიხედვით გავფილტროთ. მაგალითად, „გამომცემლობა დიოგენეს“ არჩევის შემთხვევაში ჩამოთვლილი წიგნებიდან მხოლოდ ამ გამომცემლობის წიგნები დარჩება. აგრეთვე წიგნების არჩევა „საკვანძო სიტყვის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. მაგალითად, თუ მის ველში წიგნის დასახელებას ან ავტორს ჩავწერთ, ჩამოთვლილი წიგნებიდან შესაბამისი ინფრომაციის მქონე წიგნები დარჩება.
ყველა წიგნთან არსებული ველის „ვრცლად“ დაკლიკვის შემთხვევაში მასზე უკვე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ: დასახელება, ავტორი, გამოცემის თარიღი, წიგნის ფასი, ანოტაცია წიგნის შესახებ და გამომცემლობა. (ამ უკანასკნელის დაკლიკვის შემთხვევაში შესაბამისი გამომცემლობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გადახვალთ).
პროექტს ეტაპობრივად ყველა გამომცემლობის წიგნები დაემატება და ინფორმაციას მიიღებთ, თუ რომელ მაღაზიებში შეგეძლებათ მათი შეძენა.
გამომცემლობები დაგვიკავშირდნენ მისამართზე: codnabooks@gmail.com
ეს რუბრიკა თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ:
სამთავრობო თუ არასათავრობო ორგანიზაციები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები,
ტაქსი გამოძახებით და კიდევ მრავალი სხვა. საკონტაქტო ინფორმაციის გარდა
(ტელეფონი, მისამართი) ამ რუბრიკაში შესაბამისი ორგანიზაციის
ოფიციალური ვებ–გვერდიც (თუ ასეთი არსებობს) არის განთავსებული.
რომელზე მოხვედრაც ორგანიზაციის დასახელების ან
„ვრცლად“ დაკლიკვით არის შესაძლებელი.
რუბრიკაში განთავსებული ინფორმაციიდან შეგიძლიათ თქვენთვის
მნიშვნელოვანი ცალკე აარჩიოთ, რისთვისაც ორგანიზაციასთან განთავსებული
პუნქტი „არჩეული“ უნდა მონიშნოთ და შესაბამისი ორგანიზაცია კატეგორია
„არჩეულ ნომრებში“ დაემატება. ეს თქვენთვის სასურველი ორგნაიზიის სწრაფად
მოძებნაში დაგეხმარებათ. კატეგორიიდან წაშლა პუნქტი „არჩეულის“ კიდევ
ერთხელ „დაკლიკვით ხდება“. ეს ინფორმაცია ინახება იმ კომპიუტერში
რომლიდანაც შესაბამისი მოქმედება განხორციელდა.
მთავარ გვერდზე წარმოდგენილი რუბრიკები თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ აირჩიოთ,
ყოველი რუბრიკის არჩევა მისი დაკლიკვით არის შესაძლებელი,
მაგალითად, თუ „დავკლიკავთ“ რუბრიკას „ვებ–კატალოგს“ მთავარ გვერდზე
არსებული რუბრიკები ზუსტად ამ რუბრიკის დასაწყისში გაჩერდება.
ამავე დროს, თქვენ შეგიძლიათ წარმოდგენილი რუბრიკების თანმიმდევრობაც შეცვალოთ,
მაგალითად, თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რუბრიკა „დღის აფიშა“, ვიდრე „ბიზნეს მეგზური“,
ამ შემთხვევაში მათ შორის მდებარე თეთრი ფერის ისრების დაკლიკვით (მაუსის მიახლოებისას თეთრი
ფერი რუხ ფერში შეიცლება) შეგიძლიათ მათი თანმიმდევრობის გამოცვლა, ანალოგიურად
ყველა წარმოდგენილი რუბრიკის ადგილმდებარეობის შეცვლაა შესაძლებელი.
სტანდარტული განლაგების დასაბრუნებლად დაკლიკეთ:
"პირვანდელი მდგომარეობა".
აქ წარმოდგენილი ქრონოლოგიურად დალაგებული ყოველი სიახლე შესაბამის
კატეგორიაშია განაწილებული. თითოეულ კატეგორიას თავისი ფერი გააჩნია,
რაც სასურველი ინფორმაციის არჩევას ამარტივებს. სიახლის დასახელებასთან
განთავსებული ვარსკვლავის დაკლიკვა მას ფავორიტებში განათავსებს. არჩეული
ფავორიტების ნახვა ზედა დიდი ვარსკვლავის დაკლიკვით ხდება. ფავორიტებში
დამატებული ინფორმაციის ვარსკვლავის კიდევ ერთხელ დაკლიკვა მას
ფავორიტებიდან წაშლის.
წარმოდგენილი სიახლეების ფილტრაციის რამდენიმე საშუალება არსებობს:
1) ინფორმაციის კატეგორიის მიხედვით არჩევა მარცხენა კატეგორიების მენიუდან
თქვენთვის სასურველის დაკლიკვით ხდება.
2) საძიებო ველში თქვენთვის სასურველი სიტყვის ჩაწერით მხოლოდ ის სიახლე
დარჩება, სადაც ასეთი ფიგურირებს.
3) ინფორმაციის საქართველოს ან სხვა დანარჩენი ქვეყნების მიხედვით არჩევა.
4) სიახლეების თარიღის მიხედვით არჩევა–კატეგორიების მაღლა განთავსებული
თარიღის დაკლიკვის შემთხევაში გამოვა კალენდარი, სადაც აქტიურია ის დღე, სადაც
ინფორმაცია არის განთავსებული. დამატებითი ფილტრების საშუალებით შეგიძლიათ
შესაბამისი კატეგორია, ქვეყნები და სასურველი დღე აირჩიოთ.
შენიშვნებისა და წინადადებებისთვის მოგვწერეთ info@codna.ge