|
ყველა
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
|
|
ამინდი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 5 ლარი |
|
ეს სერია იმ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ეს-ესაა იწყებენ დამოუკიდებლად კითხვას. მარტივად და გასაგები ენით დაწერილ პატარა წიგნებში პატარა მკითხველები აღმოაჩენენ საინტერესო ამბებს ძაღლების, კატებისა და ცხენების შესახებ, გაიგებენ ჩვენი პლანეტისა და ციური მნათობების საიდუმლოებებს, ,,იფრენენ" ღრუბლებს მიღმა და გაეცნობიან მეკობრეების საშიშ, მაგრამ მიმზიდველ სამყაროს. |
|
თვითმფრინავები ავტორი: გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 3 ლარი |
|
რა სისწრაფით მოძრაობს თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე?
რა ჰქვია თვითმფრინავის მძღოლს?
რომელია უდიდესი სამგზავრო თვითმფრინავი?
რა ფერის არის თვითმფრინავის საწვავი?
რა ტემპერატურაა ღრუბლებს მიღმა?
ამ წიგნში იპოვი პასუხებს ამ კითხვებზე და წაიკითხავ ბევრ საინტერესოს თვითმფრინავების შესახებ.
ეს პატარა წიგნი ,,მცირე შემეცნებითი ბიბლიოთეკის" ნაწილია და იმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ეს-ესაა იწყებენ დამოუკიდებლად კითხვას. მარტივად და ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილ, უამრავი საინტერესო ინფორმაციის შემცველ ამ წიგნს პატარა მკითხველები დიდი სიამოვნებით გაეცნობიან. |
|
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია - კოსმოსი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 9 ლარი |
|
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია - პირველი ნაბიჯი სამყაროს შემეცნებისკენ
,,მოსწავლის პირველი ენციკლოპედიის" სერიის წიგნები თანამედროვე, საუკეთესოდ ილუსტრირებული, ადვილად საკითხავი ენციკლოპედიებია მოსწავლეთათვის, მათი მასწავლებლებისათვის კი - არაჩვეულებრივი დამხმარე სახელმძღვანელოები.
სერიის მიზანია, მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი სხვადასხვა სფეროში, უკეთ გაეცნონ ჩვენი სამყაროსა და ადამიანის ორგანიზმის საიდუმლოებებს, გაიგონ ზღვების, ოკეანეებისა და მათი ბინადრების შესახებ, მეტი შეიტყონ მსოფლიოს უძველესი ხალხების რელიგიასა და ყოფა-ცხოვრებაზე. |
|
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია - დინოზავრები ავტორი: გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 9.9 ლარი |
|
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია - პირველი ნაბიჯი სამყაროს შემეცნებისკენ
"მოსწავლის პირველი ენციკლოპედიის" სერიის წიგნები თანამედროვე, საუკეთესოდ ილუსტრირებული, ადვილად საკითხავი ენციკლოპედიებია მოსწავლეთათვის, მათი მასწავლებლებისათვის კი - არაჩვეულებრივი დამხმარე სახელმძღვანელოები.
სერიის მიზანია, მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი სხვადასხვა სფეროში, უკეთ გაეცნონ ჩვენი სამყაროსა და ადამიანის ორგანიზმის საიდუმლოებებს, გაიგონ ზღვების, ოკეანეებისა და მათი ბინადრების შესახებ, მეტი შეიტყონ მსოფლიოს უძველესი ხალხების რელიგიასა და ყოფა-ცხოვრებაზე. |
|
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია - ადამიანის ორგანიზმი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 9 ლარი |
|
რისგან შედგება შენი სხეული?
როგორ იცავ წონასწორობას?
რატომ ჰგვანან ტყუპები ერთმანეთს?
რა არის მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები?
ამ წიგნში მოცემულია ამ და ასობით სხვა კითხვის პასუხი. მარტივი, ადვილად წასაკითხი ტექსტი და ლამაზი, დეტალური ილუსტრაციები შენი ორგანიზმის უკეთ გაცნობაში დაგეხმარება.
თუ ინტერნეტზე ხელი მიგიწვდება, შეგიძლია ესტუმრო ასბორნის სწრაფი კავშირების საიტს, რომლის საშუალებითაც შეძლებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. |
|
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია-ისტორია ავტორი: გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 9.9 ლარი |
|
სად და რისთვის აგებდნენ უზარმაზარ პირამიდებს?
როგორ შენდებოდა პირველი ქალაქები?
ვინ იყვნენ სამურაები?
როდის გამოიგონეს ინტერნეტი?
ამ წიგნში მოცემულია ამ და ასობით სხვა კითხვის პასუხი. მარტივი, ადვილად წასაკითხი ტექსტი და ლამაზი, დეტალური ილუსტრაციები მსოფლიოს ისტორიის უკეთ გაცნობაში დაგეხმარება.
თუ ინტერნეტზე ხელი მიგიწვდება, შეგიძლია ესტუმრო ასბორნის სწრაფი კავშირების საიტს, რომლის საშუალებითაც შეძლებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. |
|
მხატვრობა ბავშვებისთვის ავტორი: გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 14 ლარი |
|
წიგნი, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული 30-ზე მეტი ნახატი, სახვითი ხელოვნების პატარა მოყვარულებს მარტივად და საინტერესოდ ”უამბობს” მხატვრობის განვითარების საფეხურებს, მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვრების, მათი ნახატებისა და მუშაობის სტილის შესახებ. ”მხატვრობა ბავშვებისთვის” დაეხმარება ბავშვებს, გაიაზრონ მხატვრობის მნიშვნელობა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.
წიგნში მითითებული ინტერნეტბმულების დახმარებით, ”ახალბედა ხელოვნებისმცოდნეებს” საშუალება ექნებათ, თავად ჩაერთონ ნახატის შექმნის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ ვიქტორინაში და შეავსონ სახალისო კითხვარები. |
|
მუსიკა ( წიგნი + ინტერნეტი ) ავტორი: ეილინ ობრაიენი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 19.9 ლარი |
|
წიგნი მუსიკის ყველა მოყვარულისათვის!
ამ წიგნის საშუალებით უამრავ რამეს შეიტყობ მუსიკის რაობის, ისტორიისა და ძირითადი მიმდინარეობების შესახებ.
გაიგებ, როგორ იწერება და სრულდება მუსიკა;
გაეცნობი ცნობილი მუსიკოსების ბიოგრაფიებს და ყველა სახის მუსიკალურ საკრავს.
სპეციალური ჩანართის საშუალებით მოიპოვებ ინფორმაციას ქართველი მუსიკოსებისა და ქართული საკრავების შესახებ |
|
ხელოვნება ავტორი: გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 29 ლარი |
|
გაეცანი საერთაშორისო ხელოვნებას სიღრმისეულად და ხატოვანი ენით. გაერკვიე სხვადასხვა სტილისა და ტექნიკის განვითარების ისტორიაში და დაათვალიერე მსოფლიოს შედევრები.
ამ წიგნში ყველაფერია ხელოვნების, ხელოვნების ისტორიისა და ხელოვანების შესახებ აბორიგენებიდან აბსტრაქტულ ხელოვნებამდე, ტოტემის სვეტებიდან ტერაკოტის არმიამდე, მიქელანჯელოდან მატისამდე. |
|
მეცნიერების ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 39 ლარი |
|
ეს თანამედროვე ტიპის საუცხოოდ გაფორმებული ენციკლოპედია ძირითად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს აერთიანებს. წიგნში მოცემულია ყველა ფუნდამენტური საკითხი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის სფეროდან, ასევე თანამედროვე მეცნიერების უახლესი მიღწევები - გენური ინჟინერია, ნანოტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები...
აქ ნებისმიერ საკითხზე იპოვით პასუხს - უსასრულო გალაქტიკებამდე.
წიგნის ყოველ თავს დართული აქვს ინტერნეტის საიტების მისამართები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მოძიება.
ენციკლოპედია გთავაზობთ:
2500-ზე მეტი სამეცნიერო ტერმინის ნათელ განმარტებას
1500-ზე მეტ ილუსტრაციასა და დიაგრამას
140-ზე მეტ სამეცნიერო ტერმინის შემცველ განმარტებით ლექსიკონს
ცოდნის შესამოწმებელ ტესტებს |
|
მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 39 ლარი |
|
გადაშალეთ ეს საუკეთესოდ ილუსტრირებული წიგნი და თქვენ შეიტყობთ:
როგორ იცვლებოდა სამყარო მილიონობით წლის მანძილზე;
როგორ გაჩნდა სოცოცხლე ჩვენს პლანეტაზე;
რატომ გადაშენდნენ დინოზავრები;
სად და როგორ წარმოიშვნენ პირველი ადამიანები;
მოიპოვებთ სრულ ინფორმაციას მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების შესახებ;
გაიგებთ ყველაფერს მსოფლიო ისტორიის ყველა ცნობილი პიროვნების, დიდი ომებისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ. |
|
საბავშვო ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 16 ლარი |
|
ეს საბავშვო ენციკლოპედია თქვენი შვილის პირველი სერიოზული წიგნი გახდება სამყაროს შეცნობის გზაზე. ბავშვისთვის გასაგები ენით გადმოცემულ და თემატურად დალაგებულ ყოვლისმომცველ ინფორმაციას თან ერთვის საუცხოო იუმორით შესრულებული ათასამდე ილუსტრაცია. ამ წიგნში ნახავთ პასუხებს თქვენი ცნობისმოყვარე შვილის თითქმის ყველა შეკითხვაზე. |
|
არქეოლოგია ავტორი: გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 23 ლარი |
|
ამ საუკეთესოდ ილუსტრირებული წიგნის საშუალებით თქვენ გაიგებთ:
რა აღმოაჩინეს ცენტრალური ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე;
ვინ გაავლო ხაზები ნაზკას უდაბნოში;
ვის იცავდნენ ტერაკოტის მეომრები;
რა არის იაპონური მინკა;
რამდენი წლის იყო ოცტალერის ალპებში აღმოჩენილი გაყინული ადამიანი;
მართლა არსებობდა თუ არა ელდორადო;
ვინ იყვნენ აცტეკები, ოლმეკები და ინკები;
როგორ გაშიფრეს ეგვიპტური იეროგლიფები;
რის მიხედვით დაათარიღეს ამერიკული პუებლოები;
როგორ აღადგინეს ფარაონ ტუტანხამონის სახე;
რა დანიშნულება ჰქონდა სთოუნჰენჯს და ცხოვრობდნენ თუ არა ადამიანები თბილისის ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის მეფობამდე!
შეგიძლიათ ესტუმროთ ასბორნის სწრაფი კავშირების საიტს და მოიპოვოთ დამატებითი საინტერესო ინფორმაცია უახლესი აღმოჩენების შესახებ. |
|
ჩემი პირველი ქართული ანბანი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 9.9 ლარი |
|
ეს წიგნი ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აქ მოცემული სახალისო ნახატები და ამ ნახატების შესაბამისი სიტყვები კითხვის შესწავლის პროცესს საინტერესოს გახდის.
აჩუქეთ პატარას ეს ილუსტირირებული ანბანი და შეაყვარეთ კითხვა. |
|
ჩემი პირველი ინგლისური ანბანი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
ეს წიგნი ინგლისური ასოების შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აქ მოცემული თემატურად დალაგებული სახალისო ნახატები და ამ ნახატების შესაბამისი სიტყვები ინგლისური ანბანის შესწავლის პროცესს საინტერესოს გახდის.
აჩუქეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული ანბანი და შეასწავლეთ ინგლისურად კითხვა |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|