|
ყველა
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
|
|
ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები ავტორი: მერი ინაძე გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 12 ლარი |
|
კრებულში თავმოყრილ სტატიებში შესწავლილია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების კოლხეთის საშინაო ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტები და მოვლენები, აქ მიმდინარე რთული ეთნოპოლიტიკური და სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პროცესები. |
|
მოგონებები შეფიცულთა რაზმზე ავტორი: ალექსანდრე სულხანიშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 6 ლარი |
|
წიგნი "არტანუჯის წყაროების" სერიით გამოიცა. ავტორი ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თანამებრძოლია. ალექსანდრე სულხანიშვილი მოწმე და უშუალო მონაწილეა იმ ბრძოლებისა, რომელსაც შეფიცულთა რაზმი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აწარმოებდა.
შეფიცულთა მემატიანემ, ალექსანდრე სულხანიშვილმა, მოგონებები ქაქუცას დავალებით დაწერა. |
|
გამარჯვებათა წიგნი ავტორი: აბუბექრ ბინ აბდულაჰი გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
თურქული ტექსტი ქართული თარგმნით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა მარინე ილურიძემ.
ავტორი მონაწილეა 1578-1580 წლებში საქართველოში, შირვანსა და დაღესტანში ოსმალთა შემოსვლისა ლალა მუსტაფა ფაშას მეთაურობით. წყაროს მეცნიერულ მიმოქცევაში შემოტანით ბევრი საყურადღებო ცნობით მდიდრდება და ივსება XVI საუკუნის 70-იანი წლების როგორც საქართველოს, ისე კავკასიისა და თურქეთის ისტორიის საკითხები. |
|
ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ ავტორი: გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 6 ლარი. |
|
1826 წელს გერმანელმა მეცნიერ-მოგზაურმა მთელი საქართველო შემოიარა და მრავალი საინტერესო ცნობა დაგვიტოვა. მისი თხზულება კარგა ხანია თარგმნილი იყო და გამოცემას ელოდა. |
|
ქრონიკები (I ტომი) ავტორი: თედო ჟორდანია გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 16 ლარი |
|
თედო ჟორდანიას "ქრონიკები" შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ყველა სპეციალისტს სჭირდება, როგორც სამაგიდო წიგნი. 1892 და 1897 წლებში გამოცემული "ქრონიკების" ორი ტომი საქართველოს ისტორიის შესწავლის ერთი დიდი ეტაპია. იგი ფასეულია იმითაც, რომ აქ თავმოყრილი უზარმაზარი მასალის საკმაო ნაწილი შემდგომში განადგურდა და მარტოოდენ ჟორდანიასეული პუბლიკაციით შემორჩა მეცნიერებას.
"ქრონიკების" აღნიშნული გამოცემა თედო ჟორდანიას 150 წლისთავს ეძღვნება. |
|
საქართველოს ისტორია, XX საუკუნე ავტორი: გამოშვების თარიღი: 2003 ფასი: 11 ლარი. |
|
საბჭოთა ეპოქაში შესრულებული სახელმძღვანელოებით შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სწავლება.
სწორედ ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო.
ეს ნაშრომი პირველი მცდელობაა - წარმოადგინოს XX საუკუნე ერთ წიგნში.
სახელმძღვანელო ძირითადად სტუდენტებისათვისაა განკუთვნილი. |
|
საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე ავტორი: გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 11 ლარი. |
|
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესები. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და ქართული ეროვნული მოძრაობის ცალკეული ეტაპები.
დეტალური ილუსტრირება, ფერადი რუკები.
განკუთვნილია სტუდენტების, ასპირანტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. |
|
საქართველო და რუსეთი ავტორი: ნოე რამიშვილი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 2 ლარი |
|
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ანტიბოლშევიკური გამოსვლისა, რასაც აღწერს წინამდებარე ბროშურაში, რომელიც ამავე წლის ბოლოს პარიზში დაიბეჭდა.
ბოლშევიკურ-კომუნისტური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ნოე რამიშვილმა დატოვა საქართველო და ოჯახთან ერთად საფრანგეთში (პარიზში) გადასახლდა. ქართველ სოციალ-დემოკრატთა ("მენშევიკთა") შორის იგი კვლავ ყველაზე შეურიგებელი რჩებოდა წითელი რუსეთისადმი და მისი მარიონეტული ხელისუფლებისადმი საქართველოში. |
|
ხევსურები და ქაქუცა ავტორი: ივანე ლიქოკელი გამოშვების თარიღი: ფასი: |
|
გამომცემლობა „არტანუჯმა” ახლახან გამოსცა ივანე ლიქოკელის „ხევსურები და ქაქუცა”.
წიგნში აღწერილია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში, ბოლშევიკური იმპერიალიზმის ძალების წინააღმდეგ აღმდგარი ხევსურეთისა და ხევსურების თავდაუზოგავი ბრძოლის ფონზე. ნაშრომის მიზანია, დადგინდეს 1922 წლის ომის, ცალკეული ბრძოლების სრული, მიუკერძოებელი ისტორია, მიზეზებითა და შედეგებით, მათ საფუძველზე სწორად განისაზღვროს და შესაბამისად ობიექტურად შეფასდეს მოვლენის არსი და სახელოვანი გმირების ღვაწლი დამსახურებულად დაფასდეს. |
|
ქართული ფეოდალიზმის საკითხები ავტორი: გივი ჯამბურია გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი. |
|
კრებულში წარმოდგენილია 7 სტატია, სადაც ყურადღება გამახვილებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღესაც საკამათო საკითხებზე, მაგალითად, იმუნიტეტი საქართველოში (VI-XIV სს.), ბატონყმობის საკითხი და ა.შ.
წინამდებარე წიგნი საინტერესო გამოცემაა როგორც ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის, ასევე საქართველოს ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისათვის და შესაძლებელია მისი სახელმძღვანელოდ გამოყენება. |
|
ქართული ნუმიზმატიკა ავტორი: გიორგი დუნდუა, თედო დუნდუა გამოშვების თარიღი: ფასი: 20 ლარი. |
|
ქართული ნუმიზმატიკის ახალი სახელმძღვანელო აქ მხოლოდ მისი I ნაწილითაა წარმოდგენილი, სადაც ძვ. წ. VI - ახ. წ. XIII საუკუნეების ლოკალური ემისიები და სინქრონული უცხოური მონეტების მიმოქცევაა მიმოხილული.
წიგნი საინტერესოა როგორც ისტორიკოსებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვისაც. |
|
შატილი ავტორი: მიხა ჭინჭარაული გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
წიგნის ავტორი დაიბადა და გაიზარდა შატილში. ამჟამადაც იქ ცხოვრობს და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. წინამდებარე ნაშრომში მან მიმზიდველად და ცოცხლად დახატა შატილიონთა ყოფა-ცხოვრება, ადათ-წესები და მომხვდურებთან ბრძოლა წარსულ საუკუნეებში, გადმოსცა საკუთარი თვალით ნანახი და განცდილიც.
წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს მოგზაურებს და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. |
|
ქართველები სეფიანთა ირანში ავტორი: ჰიროტაკე მაედა გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
"მეამაყება, რომ ვარ პირველი იაპონელი მეცნიერი, ვინც ქართულ ენაზე ბეჭდავს საკუთარ ნაშრომს." - წერს ავტორი. ახალგაზრდა იაპონელი მკვლევარი - ჰიროტაკე მაედა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის დიდი მოამაგეა. ნარკვევში მოცემულია ღულამთა ოთხი გვარის - ბარათაშვილების, სააკაძეების, უნდილაძეებისა და მირიმანიძეთა ცხოვრება და საქმიანობა სეფიანთა კარზე. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიისათვის უაღრესად საინტერესო ახალი მასალები და დასკვნები, რომლებიც ჰიროტაკე მაედამ რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგად მიიღო. |
|
წერილები ოსმალოს საქართველოზე ავტორი: სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 5 ლარი |
|
ქართველი მაჰმადიანების ისტორიის შესწავლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სოლომონ ასლანიშვილ-ბავრელს. მისი ნაშრომები, რომლებშიც იგი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დამდეგის მესხეთის ისტორიას შეისწავლის, "დროებასა" და "ივერიაში" იბეჭდებოდა. დღემდე მისი პუბლიკაციები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იყო ქცეული.
წიგნში მოთხრობილია როგორც უშუალოდ მაჰმადიანი ქართველების ცხოვრებისა და მესხეთის იმდროინდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე თავად სოლომონ ასლანიშვილ-ბავრელის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ამბებიც. |
|
ქართული დიპლომატია ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 12 ლარი |
|
სამეცნიერო კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომები ეხება საქართველოსა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებს ძველ და თანამედროვე პერიოდებში, საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიულ საკითხებსა და სხვა აქტუალურ პრობლემატიკას. სტატიები წიგნში წარმოდგენილია შემდეგი რუბრიკების მიხედვით: I. ქართული დიპლომატიის ისტორია; II. მსოფლიო დიპლომატიის ისტორია; III. წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია. კრებულში სულ შესულია 31 სამეცნიერო აპარატით გამართული გამოკვლევა-სტატია, რომელთაც ბოლოში დართული აქვს ინგლისურენოვანი რეზიუმე. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|