ვებ–გვერდი CODNA.GE  2007 წელს სტუდია "WEBGOERIA"-ს მიერ შეიქმნა. მაშინ იგი მხოლოდ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი და მასზე ერთი პროექტი „თამაში ვიქტორინა“ იყო განთავსებული, რომელიც საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში პირველ შემეცნებით ფლეშ-თამაშებს წარმოადგენდა. პროექტი იმავე წელს ჩატარებული ეროვნული ინტერნეტ-კონკურსის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საბავშვო რესურსები“.

დღეს წარმოდგენილი ვებ–გვერდი უკვე ინფორმაციული-შემეცნებითი პორტალის სახეს ატარებს, სადაც STUDIO WEBGEORGIA მრავალფეროვან კონტენტს წარმოგიდგენთ.

ინფო სამყარო, რომელიც ყოველდღიურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბების ანონსირებას ახდენს. ინფორმაცია ყველა ინტერესის მქონე ინტერნეტ-მომხმარებლისთვის არის გათვლილი (იხილეთ ბმული).

ორგანიზაციების ონლაინ-ცნობარიამ მიმართულებაში სრულიად საქართველოს მასშტაბით ყველა ორგანიზაციას საკუთარი ვებ ან ფეისბუკის გვერდის და საკონტაქტო მონაცემების განთავსების საშუალება ეძლევა, რაც ბიზნეს-სექტორის ინტერნეტში გააქტიურებას და მოსახლეობის ინფორმირებას ეხმარება(იხილეთ ბმული). 

საჭირო ნომრებირომელიც საქართველოში არსებულ საჭირო ნომრებს მოიცავს (იხილეთ ბმული).

დღის აფიშა,  სადაც CODNA.GE ინფორმაციას კულტურული ღონისძიებების შესახებ  (სპექტაკლები, კინოსეანსები თუ სხვ.) განათავსებს, რაც ხელს უწყობს  მოსახლეობის ინფორმირებას  ქვეყანაში მიმდინარე კულტურული  ღონისძიებების შესახებ (იხილეთ ბმული).

ვებ კატალოგი, რომელიც ქართული და უცხოური საიტების ერთგვარ კრებულს წარმოადგენს. CODNA.GE საქართველოში არსებულ ყველა საინტერესო ვებ-პროექტს ამ კატალოგში უფასოდ განათავსებს, რაც ქვეყანაში ინტერნეტის განვითარებას დაეხმარება (იხილეთ ბმული).

ბავშვთა სამყარო -პირველი ქართული გახმოვანებული ფლეშ ზღაპრები და შემეცნებითი თამაშები, ექსპერიმენტი რომელიც CODNA.GE-სთვის  წარმატებული აღმოჩნდა (იხილეთ ბმული).

იმედი გვაქვს, რომ დღეს წარმოდგენილი CODNA.GE –ის შესაძლებლობების ზღვარი არ ამოწურულა და STUDIO WEBGEORGIA ინტერნეტ-მომხმარებლის წინაშე კიდევ მრავალი სასარგებლო და საინტერესო პროექტით წარსდგება, რაც მოსახლეობის ინფორმირებას და ინტელექტუალურ ზრდას შეუწყობს ხელს.
 

CODNA.GE - თქვენი მეგზური ინტერნეტ-სივრცეში!

 
 
   
KA
  • ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
    meteo.gov.ge

    Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

    Get Adobe Flash player

    სხვა ქვეყნები
    საქართველო
    თბილისი
    განმარტება
    ინფო სამყარო
    ორგანიზაციების
    ონლაინ-ცნობარი

    საჭირო ნომრები
    დღის აფიშა
    ვებ კატალოგი
    ბავშვთა სამყარო
    პროექტის შესახებ
    კონტაქტი
     
    2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE