|
ყველა
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
|
|
ციური მშვიდობის კარიბჭე ავტორი: შან სა გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 4 ლარი |
|
შან სა ჩინელი მწერლის - იან ნის - ფსევდონიმია და ქართულად ,,ქარის ხმას” ნიშნავს.
1989 წელს ტიანანმენის მოედანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ მწერალი საფრანგეთში გაემგზავრა და იმავე წელს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა.
,,ციური მშვიდობის კარიბჭე” 1997 წელს გონკურის პრემიით დაჯილდოვდა.
ეს რომანი პირველად გამოდის ქართულ ენაზე და სწორედ ტიანანმენის ტრაგიკული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს
(თარგმნა ქეთევან კვანტალიანმა). |
|
ნოეს შვილი ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 6 ლარი |
|
1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, ”ყვითელ ვილაში” მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება. |
|
მარადიული ავტორი: ნიკოლოზ ჩხოტუა გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 8 |
|
ნიკოლოზ ჩხოტუა დაიბადა ბათუმში 1905 წელს. მამამისი, შალვა ჭყონია, მდიდარი ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელიც თავადიშვილ პელაგია ჩხოტუაზე დაქორწინდა. მოგვიანებით სწორედ ეს გვარი აიღო ნიკოლოზმა.
16 წლის ნიკოლოზ ჩხოტუამ 1921 წელს, ქვეყანაში ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ, დატოვა საქართველო და ევროპაში გაიქცა. 1940 წელს ის აშშ-ის მოქალაქე გახდა, 1954 წლიდან კი ოჯახით შვეიცარიაში გადავიდა და იქვე დარჩა გარდაცვალებამდე, 1984 წლამდე.
ნიკოლოზ ჩხოტუას ოცნებად ჰქონდა ქცეული სამშობლოში დაბრუნება, რაშიც , სამწუხაროდ, ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. მაშინ ითხოვა, მისი გული მაინც დაემარხათ ქართულ მიწაში. ეს სურვილი 1988 წელს შეუსრულეს - მოსკოვის საბაჟოს გამოაპარეს და თბილში ჩამოიტანეს ზურგჩანთა, რომელშიც იდო პატარა ურნა ადამიანის ფერფლად ქცეული გულით. მწერლის ნეშტი თბილისში, ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.
,,მარადიული” ნიკოზ ჩხოტუას ერთადერთი დასრულებული ნაწარმოებია. 1940-იან წლებში, აშშ-ში ცხოვრების პერიოდში, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი, რომელიც მწერალმა მეუღლეს მიუძღვნა, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და, სავარაუდოდ, ავტობიოგრაფიულია.
(მთარგმნელები: ირაკლი თოფურია, კახა ჯამბურია) |
|
ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები ავტორი: ორჰან ფამუქი გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 19 ლარი |
|
ორჰან ფამუქი ცნობილი თანამედოვე თურქი მწერალია, რომლის წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოიცემა. ის უამრავი ლიტერატურული პრემიის მფლობელია, მათ შორის, 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატიც ლიტერატურაში და ამავე დროს პირველი თურქია, ვინც ეს პრესტიჟული პრემია მიიღო.
,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” ორჰან ფამუქის პირველი რომანია, რომელიც 1982 წელს გამოქვეყნდა და ორჰან ქემალისა (გამოჩენილი თურქი პროზაიკოსი) და ,,მილეთის” (ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული გაზეთი) პრემიები დაიმსახურა საუკეთესო რომანისათვის.
ამ რომანში ერთი ჩვეულებრივი თურქული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ფონზე ასახულია თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იან წლებამდე გრძელდება, თუმცა წიგნში დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი აღმოსავლური სამყაროსთვის.
ამ თვალსაზრისით, ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვისაც
(თარგმნა ნანა ჯანაშიამ). |
|
ჩემოდანი ავტორი: სერგეი დოვლატოვი გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 6 ლარი |
|
სერგეი დოვლატოვი დაიბადა 1941 წელს საბჭოთა კავშირში. 1944 წლიდან ლენინგრადში ცხოვრობდა, მუშაობდა ქარხნის მრავალტირაჟიანი ჟურნალის რედაქციაში და წერდა მოთხრობებს. მისი მრავალრიცხოვანი პროზაული ნაწარმოებებიდან საბჭოთა კავშირში არც ერთი არ გამოქვეყნებულა. მწერლის პირველივე კრებული საბჭოთა უშიშროების სპეცსამსახურმა გაანადგურა.
1976 წელს რამდენიმე მოთხრობის დასავლურ ჟურნალებში დაბეჭდვისთვის დოვლატოვი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. 1978 წელს მწერალი ემიგრაციაში წავიდა ვენაში, საიდანაც ნიუ-იორკში გადასახლდა. ამერიკაში მან მოიპოვა მსოფლიო აღიარება და ნაყოფიერ ლიტერატურულ მუშაობასაც ეწეოდა. გარდაიცვალა იქვე, 1990 წელს.
,,ჩემოდანი” ქართულ ენაზე პირველად გამოდის. ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში გაცოცხლებული საბჭოთა ყოფის ტრაგი-კომიკური სურათები უდავოდ ღიმილს მოგვრის მკითხველს და კიდევ ერთხელ შეახსენებს წარსულად ქცეულ სამარცხვინო რეჟიმს
(თარგმნა ირაკლი ჯავახაძემ). |
|
ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე ავტორი: ოსნე საიეშტადი გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 9 |
|
"ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე" გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად.
ესაა მხატვრულ-დოკუმენტური რომანი მწერლის ცხოვრებაზე ქაბულში, ერთ-ერთ ავღანურ ოჯახში, სადაც ავღანური რეალობა ძალიან საინტერესოდაა ასახული.
ყველაფერი, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია - ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას ...
ოსნე საიეშტადი, როგორც ქალი, გამორჩეულ ყურადღებას ქალებს უთმობს და ცდილობს, სქელი ჩადრის მიღმა მიმალული არა მხოლოდ მათი სახე, არამედ შინაგანი სამყარო და გრძნობებიც გამოააშკარაოს. |
|
ზაჰირი ავტორი: აულო კოელიო გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 7 ლარი |
|
ცნობილი ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ახალი რომანი "ზაჰირი" უამრავ ავტობიოგრაფიულ მომენტს შეიაცავს, კვლავ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლემებზე მოგვითხრობს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია. |
|
მე წითელი მქვია ავტორი: ორჰან ფამუქი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 19.9 ლარი |
|
თურქი მწერალი ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბოლში დაიბადა. ის უზომოდ პოპულარულია როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მიღებული აქვს არაერთი ევროპული და ამერიკული ლიტერატურული ჯილდო, 2006 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. ფამუქის ათამდე რომანიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული, "მე წითელი მქვია", რომელიც 30-მდე ენაზეა თარგმნილი, პირველად 1998 წელს გამოვიდა და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს. ამაზე, და ჯერ ერთი მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის მკვლელობის თაობაზე, თავად მკვლელი, მოკლულები, მათი მეგობრები და ნათესავები, ძაღლები, ხეები და ნახატებიც კი ცალ-ცალკე მოგვითხრობენ.
ავტორის შეფასებით, "მე წითელი მქვია" ყველაზე ფერადოვანი და ოპტიმიზმით აღსავსე წიგნია. შესანიშნავი თარგმანის წყალობით, ქართველი მკითხველი პირველივე გვერდიდან დარწმუნდება, რომ ეს მართლაც საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი რომანია, იმ მხატვრების ნახატებივით დიდებული და მრავალფეროვანი, რომლებსაც ამავე რომანის გმირები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ფადიშაჰის წიგნთსაცავებისთვის. |
|
მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც ავტორი: ანა გავალდა გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 8 ლარი |
|
ნოველების კრებულმა - ”მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც”, თანამედროვე ფრანგ მწერალს, ანა გავალდას საყოველთაო აღიარება და მკითხველის სიყვარული მოუტანა. ეს კრებული დაჯილდოვდა ARIAL-ის გრანპრით, მალევე იქცა ბესტსელერად და 27 ენაზე ითარგმნა. |
|
როგორ გავხდი იდიოტი ავტორი: მარტენ პაჟი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 5.9 ლარი |
|
ახალგაზრდა კაცი, ანტუანი, დარწმუნებულია , რომ ავადაა და მისი ავადმყოფობის მიზეზი ჭკუაა, მაგრამ ამის გამო არავინ აღიარებს ავადმყოფად და არავინ თანაუგრძნობს, არადა ანტუანი იტანჯება და ამ ტანჯვას რომ ბოლო მოუღოს, რას აღარ ცდის: ალკოჰოლიკად გადაქცევას, თავის მოკვლას ... ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და იწყება იდიოტად გადაქცევის საინტერესო ექსპერიმენტი. ანტუანი ცდილობს გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რომელიც ცხოვრებაში ჭკუის სახით ერგო.
სწორედ ამ ექსპერიმენტის შესახებ მოგვითხრობს ახალგაზრდა ფრანგი მწერალი, მარტენ პაჟი რომანში "როგორ გავხდი იდიოტი". |
|
ახალი მთვარე ავტორი: სტეფანი მეიერი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 9.9 ლარი |
|
"ახალი მთვარე" სტეფანი მეიერის "ბინდის" საგის მეორე წიგნია. საგის ამ ნაწილში სიუჟეტი კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება – კალენების ოჯახი ფორკსიდან მიემგზავრება, ბელა კი ვამპირებსა და მაქციებს შორის უჩვეულო არჩევანის წინაშე დგება. ამ არჩევანზეა დამოკიდებული ბელას, ედვარდისა და მათი ახლობლების სიცოცხლეც.
"ბინდის" საგამ – ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერმა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან გადმოსული მომხიბლავი ვამპირისა და XXI საუკუნის თინეიჯერი გოგონას ამაღელვებელი სიყვარულის უჩვეულო ისტორიას მოგვითხრობს – გამოცემისთანავე დაიპყრო ახალგაზრდების გულები. საგის პოპულაობა კიდევ უფრი გაზარდა ამ სიუჟეტის მიხედვით ჰოლივუდში გადაღებულმა ფილმების სერიამ. |
|
ოპერა ავტორი: ელენე ბოჭორიშვილი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 4.9 ლარი |
|
შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდი საქართველოში... გარშემო სიკვდილი და შიშია... ახალგაზრდა მუსიკოსი იწყებს ოპერის წერას, რომლის პერსონაჟები მკვდრები არიან. ავტორის ახლობლები და ნაცნობები, რომლებიც მის ოპერაში პერსონაჟებად ხვდებიან, რეალობაშიც ამთავრებენ სიცოცხლეს...
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მწერლის, ელენე ბოჭორიშვილის რომანი "ოპერა" რუსულ ენაზე დაიწერა და ითარგმნა. ალბათ, სწორედ ის ფაქტი, რომ ავტორი ქართულ ენაზე არ წერს, განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებს რომანს. თითქოს "გარედან" დანახული 90–იანი წლების თბილისი, საქართველო, იმ დროს გამეფებული მასობრივი დეპრესია მკითხველს, რომლის უმეტესობასაც ეს მძიმე პერიოდი კარგად ახსოვს, უტოვებს შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი მართლა მოგონილი სცენარი თუ ოპერის ლიბრეტოა და სინამდვილეში ომი არ ყოფილა. |
|
ბინდი ავტორი: სტეფანი მეიერი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 9 ლარი |
|
სტეფანი მეიერის ”ბინდი” ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერია, რომელმაც გამოცემისთანავე დაიპყრო თანამედროვე ახალგაზრდების გულები. ოთხი სრული და ერთი დაუმთავრებელი ნაწილისგან შემდგარი საგა XX საუკუნიდან გადმოსული მომხიბლავი ვამპირისა და XXI საუკუნის თინეიჯერი გოგონას ამაღელვებელ სიყვარულზე მოგვითხრობს.
საგის პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზარდა 2008 წელს ჰოლივუდში გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა, რომელმაც კინოგაქირავებაში საოცარ წარმატებას მიაღწია. |
|
სოფის სამყარო ავტორი: იუსტაინ გორდერი გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 13.9 ლარი |
|
1990-იანი წლების მსოფლიო ბესტსელერი, წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე 60-მდე ენაზე ითარგმნა და მრავალმილიონიანი ტირაჟებით გამოიცა უამრავ ქვეყანაში - "სოფის სამყარო" - სხვა არც ერთ წიგნს არა ჰგავს.
ერთი მხრივ, ეს არის თრილერის ჟანრში დაწერილი რომანი, მაგრამ ამავე დროს ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოდაც გამოდგება. აქ მოთხრობილია ამბავი 14 წლის სოფი ამუდსენისა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს უცნაურ, ორწინადადებიან წერილს მიიღებს: "ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?"
ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეხედოთ სამყაროს ბავშვის თვალით. |
|
ტრამალის მგელი ავტორი: ჰერმან ჰესე გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 11.9 ლარი |
|
"ეს კაცი... სულს გვიფორიაქებდა, ლოდივით გვაწვა გულზე და, გულახდილად რომ გითხრათ, ამ გრძნობას დღემდე თავი ვერა და ვერ დავაღწიე. ტრამალის მგელს ღამღამობით ეხლაც ვხედავ ხოლმე სიზმარში და ვგრძნობ, რომ თვით მისი არსებობაც კი თითქოს მბოჭავს და სულის სიმშვიდეს მაკარგვინებს, თუმცა კი ნამდვილად ძალიან მიყვარს".
აი, ასე წარუდგინა ჰესემ მკითხველს ჰარი ჰალერის ჩანაწერების გამომცემლის პირით თავისი ნაწარმოების პერსონაჟი - ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსულობა შერწყმულიყო. მკითხველმაც ალბათ ასევე მიიღო, ყოველ შემთხვევაში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მეტისმეტად ინტელექტუალური ლიტერატურით გატაცებულმა გერმანიამ ერთბაშად აიტაცა და შეიყვარა ეს წიგნი. თუმცა, ჰესე ფიქრობდა, "ტრამალის მგელს" ხშირად არასწორად იგებენო. ასეა თუ ისე, იუნგის თეორიის მიხედვით შექმნილი ეს წიგნი დღესაც აშფოთებს ადამიანთა სულებს. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|