|
ყველა
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
|
|
ჩემი პირველი ცხოველების ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 20 ლარი |
|
ულამაზესი ილუსტრაციები და მეთოდურად დამუშავებული მარტივი ტექსტები ბავშვებს უამბობს არა მარტო არსებულ, არამედ ოდესღაც გადაშენებულ ცხოველებზეც.
|
|
ჩემი პირველი ქრესტომათია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 18 ლარი |
|
საქართველოში პირველად გამოვიდა მრავალფეროვანი თემატიკითა და ილუსტრაციებით დატვირთული მოთხრობების კრებული ,,ჩემი პირველი ქრესტომათია.
ეს წიგნი პატარას დაეხმარება: მხატვრული გემოვნებისა და მეტყველების განვითარებაში; ბუნების მოვლენებზე წარმოდგენის გაფართოებასა და ინტერესების ფორმირებაში; გარემომცველ სამყაროზე დაკვირვებასა და აღქმაში; აქტიური, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაში; კეთილშობილური მისწრაფებებისა და გრძნობების ჩამოყალიბებაში; სიტყვათა მარაგის დაგროვებასა და აქტიურად გამოყენებაში; ცნობისმოყვარეობისა და თვალსაწიერის განვითარებაში ;
წიგნში შეტანილია ქართული და უცხოური ლიტერატურის კლასიკოსების - ქეთევან ჭილაშვილის, მერი ბოლქვაძის, ნინო ბეზარაშვილის, ილია წიკლაურის, დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას, ირინე ტალიაშვილის, კობა იმედაშვილის, გივი ჭიჭინაძის, ნიკო კეცხოველის, ნინო ნაკაშიძის, რევაზ ინანიშვილის, გიორგი შატბერაშვილის, ლეო ქიაჩელის, ვალერიან მოსაშვილის, აგრეთვე, კონსტანტინე უშინსკის, ლევ ტოლსტოის, ოსკარ უაილდის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის, ძმები გრიმების, ჯოზეფ ჯაკობსის რჩეული ნაწარმოებები და ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. |
|
სამი მეგობარი ავტორი: ერიხ მარია რემარკი გამოშვების თარიღი: ფასი: 15 ლარი |
|
ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის, ლოკამპის, ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი? რას ნიშნავს იყო მარტოხელა? არის თუ არა ფული თავისუფლება, თავისუფლება კი _ სიცოცხლე? უნდა დამორჩილდე თუ არა ბედს? ადვილი იქნებოდა თუ არა ცხოვრება, მას თავად ადამიანი რომ არ ართულებდეს? რას ნიშნავს იყო მდიდარი? და ა.შ. ერთი სიტყვით, მოემზადეთ, განმარტოვდით, ამ წიგნით მოხვდებით ნაცნობ საზოგადოებაში და მოგეძალებათ აზროვნების სურვილი, რადგან კითხულობთ... |
|
ასე უყვარდათ უწინ... ავტორი: თამთა გრიგოლია გამოშვების თარიღი: ფასი: 10 ლარი |
|
ხშირად ვსვამთ კითხვებს: არის კი სიყვარული მარადიული? სჭირდება მას ყოველდღიური მოვლა? ყველას ერთნაირად უყვარს? არის კი სიყვარული ემოციური პროცესი? მართალია, სიყვარული უნივერსალური კატეგორიაა, მაგრამ ყველას თავისებურად უყვარს. ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პოპულარული ადამიანის აზრი სიყვარულზე, მით უმეტეს, მისი პირადი ცხოვრება: როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე? რატომ შეუყვარდა მაინცდამაინც ის? უწინ სატრფოებს სიყვარულს ლექსით, უმეტესად კი წერილებით უხსნიდნენ, რამეთუ განცდების უკვდავად გამოხატვა მხოლოდ ფურცელზე შეიძლება, ამის დასტურია ის წერილები, რომლებშიც ჩვენთვის სათაყვანო ადამიანების (ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა) ნააზრევი დევს: რა იყო მათთვის სიყვარული? როგორ იბრძოდნენ სიყვარულისთვის? რა შემატა მათ სიყვარულმა? შევეცადე, სრულყოფილად წარმომედგინა არქივებსა თუ ბიბლიოთეკებში მოძიებული ყველა დოკუმენტი. ზოგიერთი მათგანის ამ წიგნში შეტანისას დიდხანს თვას ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ისტორიული ფაქტის დამალვა დანაშულის ტოლფასია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდები, რომ სიყვარულისთვის ასაკი არ არსებობს. ეს წიგნი სიყვარულსა და სიყვარულს შორის გადებული ხიდია. სარკეა, რომელიც თავად სიყვარულს შეგაყვარებს. ჩვეულებრივი წიგნი უნდა წაიკითხო, ამ წიგნთან ერთად უნდა იფიქრო კიდეც. კითხვის დასრულებისასა აცნობიერებ: ამ წერილების ავტორებსა და ჩვენს შორის მანძილი არ არსებობს, მხოლოდ ცათა სასუფეველი გვაშორებს ერთმანეთს. |
|
რჩეული მოთხრობები ავტორი: ნიკოლაი გოგოლი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 |
|
''რამდენად ულმობელია ადამიანი, რამდენი ფარული გულშემზარავი უხეშობაა დახვეწილ, განათლებულ დარბაისლობაში და, ღმერთო ჩემო, იმ ადამიანშიც კი, რომელიც კეთილშობილად და პატიოსნად მიაჩნია საზოგადოებას!..'' _ ამბობდა გოგოლი და ცდილობდა თავისი შემოქმედების საშუალებით ასეთი ადამიანები სააშკარაოზე გამოეყვანა; და აი, ჩიჩიკოვები, გოროდნიჩები, ხლესტაკოვები, მანილოვები და სხვები მკითხველის წინაშე გააშიშვლა, მათი მანკიერი თვისებები გამოამზეურა; არც პეტერბურგის მთავარი ''ღირსება'', ნევის პროსპექტი დაინდო, იქ მოსეირნე ადამიანებით; გაგვაცნო ბაშმანჩიკების _ ამ ცხოვრების მიერ გასრესილი ადამიანების _ საზოგადოებაც, ადამიანის უფაქიზესი სულიერი სამყაროც, შეშლილთა ფსიქოლოგიაც და ''პატარა ადამიანებიც''. |
|
ჩემი პირველი გასაფერადებელი ხალხური ზღაპრები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 3.80 ლარი |
|
შეგიძლიათ პატარას წაუკითხოთ ან თავად წაიკითხოს და გააფერადოს სახალისო ქართული ხალხური ზღაპრები: ჩიტი და მეფე, მელა, მამალი, ბატკანი და ჩიტი, რწყილი და ჭიანჭველა და სხვა. |
|
ჩემი პირველი გასაფერადებელი გამოცანები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 3.80 ლარი |
|
წიგნში შეტანილია ქართული ხალხური გამოცანები. ზოგიერთის პასუხი ბავშვმა გასაფერადებელ ნახატში უნდა მოძებნოს. |
|
მე ვსწავლობ ხატვას ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 12 ლარი |
|
ეს წიგნი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიცა. იგი ისეთი მეთოდიკითაა შედგენილი, რომ ყველა ბავშვი წარმატებით გამოიყენებს. ხატვის სამყაროში ისე მარტივად შეაბიჯებს, რომ შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. გარწმუნებთ, რომ ბავშვისთვის ნაცნობი ზღაპრისა თუ მულტფილმის პერსონაჟების ხატვა ძალზე მარტივი და სახალისო გახდება. გარდა ამისა, ის ადვილად ისწავლის ცხოველების, საოჯახო ნივთების, ხილ-ბოსტნეულის და სხვ. საგნების ხატვას. ამისათვის უბრალო რამაა საჭირო, მას უნდა შეაყვაროთ ფანქარი, ხოლო დანარჩენს მისი ნიჭი, სილამაზის აღქმის უნარი და მახვილი თვალი გააკეთებს. იმისათვის, რომ ხატვა ბავშვისთვის სახალისო საქმედ იქცეს, თქვენი დახმარება აუცილებელია. პირველ რიგში, შეიძინეთ სახატავი რვეული და ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები. ხატვის პროცესში ბავშვს გააცანით ფერები. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეს თითოეული ნახატის ნიმუშს და ბოლოს გააფერადოს. |
|
ჩემი პირველი მოთხრობები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 8 ლარი |
|
წიგნში შეტანილია საქართველოს ეროვნული სიამაყის, უდიდესი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, რომლებიც შეუძლია 2 წლის ბავშვს მშობელმა თავად წაუკითხოს, ხოლო როგორც კი ანბანს ისწავლის, ბავშვი თვითონ წაიკითხავს. სახალისო ილუსტრაციები და მათზე გაკეთებული აქცენტები ბავშვს ტექსტის სწორად აღქმასა და ფანტაზიის გაღვიძებაში დაეხმარება. |
|
შემეცნებითი ზღაპრები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 7 ლარი |
|
ამ წიგნში შეტანილია ისეთი ზღაპრები, რომელიც ბავშვს ამა თუ იმ ცხოველის წარმოშობასა და თავისებურებებზე დააფიქრებს: რატომ დაათრევს კუ თავის სახლს? რატომ ყივის მამალი? რატომ ნებივრობს კამეჩი წყალში და სხვა. ეს არის პირველი ქართული წიგნი, რომელიც კონკურსში გამარჯვებულმა ბავშვებმა: ნინო ცინცაძემ, მარიამ კობახიძემ, ლაშა ჯაფარიძემ, თიკა ამირხანაშვილმა, ზიზი ნიშნიანიძემ და ლუკა ნოზაძემ დაასურათეს. ტექსტების ავტორია თამარ ადამია. |
|
მე ვსწავლობ ხატვას ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 12 ლარი |
|
ეს წიგნი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიცა. იგი ისეთი მეთოდიკითაა შედგენილი, რომ ყველა ბავშვი წარმატებით გამოიყენებს. ხატვის სამყაროში ისე მარტივად შეაბიჯებს, რომ შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. გარწმუნებთ, რომ ბავშვისთვის ნაცნობი ზღაპრისა თუ მულტფილმის პერსონაჟების ხატვა ძალზე მარტივი და სახალისო გახდება. გარდა ამისა, ის ადვილად ისწავლის ცხოველების, საოჯახო ნივთების, ხილ-ბოსტნეულის და სხვ. საგნების ხატვას. ამისათვის უბრალო რამაა საჭირო, მას უნდა შეაყვაროთ ფანქარი, ხოლო დანარჩენს მისი ნიჭი, სილამაზის აღქმის უნარი და მახვილი თვალი გააკეთებს. იმისათვის, რომ ხატვა ბავშვისთვის სახალისო საქმედ იქცეს, თქვენი დახმარება აუცილებელია. პირველ რიგში, შეიძინეთ სახატავი რვეული და ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები. ხატვის პროცესში ბავშვს გააცანით ფერები. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეს თითოეული ნახატის ნიმუშს და ბოლოს გააფერადოს. |
|
გზა ელიტისაკენ ავტორი: ჯონ ბრეინი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ რომანის მთავარი გმირი, უბრალო ოჯახის შვილი, ჯო ლემპტონი, მაღალი საზოგადოებისკენ მიილტვის. მან იცის, რომ ეს გზა ია-ვარდებით არ არის მოფენილი, რომ ფულს ფული უყვარს და უსამართლობასთან შეგუება უსამართლობაა, მაგრამ მაინც თავისას ცდილობს. რის ფასად ხვდება ადამიანი ელიტაში? რა მსხვერპლის გაღება უხდება საამისოდ? პატიოსნების? ღირსების? იქნებ, სხვის გვამსაც უნდა გადაახტეს? შეიძლება ელიტიდან წასვლა? რის ფასად? ეს კითხვები არ ძველდება. ჯონ ბრეინის ‘’გზა ელიტისაკენ’’ დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი ბელეტრისტიკის საზღვრებს. ეს არის ტკბილ-მწარე ნაწარმოები, რომელიც მკითხველს გულგრილს არასოდეს დატოვებს. |
|
დიდი სახლის პატარა დიასახლისი ავტორი: ჯეკ ლონდონი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს - ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია - ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა... რომანის სიუჟეტი ეყრდნობა ‘`სასიყვარულო სამკუთხედს’’ - პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს. |
|
ფიროსმანის ისტორიები ავტორი: შემდგენელი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის დოქტორანტი თამთა გრიგოლია გამოშვების თარიღი: ფასი: 7 ლარი |
|
პატარები ამ წიგნის საშუალებით უდიდესი მხატვრის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნობიან. |
|
ჭრელი საბურველი ავტორი: უილიამ სომერსეტ მოემი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ ნაწარმოების ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა სიყვარულის გამო გამოაწყო ‘’თოჯინა’’ დიდებულ სამოსში და თაყვანისსაცემად ტაძარში დაასვენა, მერე კი აღმოაჩინა, რომ თოჯინა ნახერხით იყო გატენილი და ვეღარც თავის თავს აპატია, ვეღარც მას და სულიერად დაიტანჯა. წარმოსახული სამყარო შექმნა და როცა რეალობამ ის დაუნგრია, ეგონა, თვით ჭეშმარიტება დაიმსხვრაო. ქალს კი იმიტომ ვერ შეუნდო, რომ საკუთარ თავსაც ვერ პატიობდა... კითხულობ ნაწარმოებს და გგონია, რომ ეს ყველაფერი სიზმარია, რომლისგანაც შვების ოხვრით გამოიღვიძებ. თითქოს ყველაფერი დიდი ხნის წინ მოხდა, სადღაც, შორეულ მხარეში. თითქოს ამ სპექტაკლის გმირები რეალური ცხოვრების მზიან ფონზე აჩრდილებივით ირეოდნენ... |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|