|
ყველა
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
|
|
მონტესუმას ასული ავტორი: ჰენრი რაიდერ ჰაგარდი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
მსოფლიო ლიტერატურამ ,,მონტესუმას ასული” აღიარა, როგორც საუკეთესო ისტორიული რომანი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ისტორიულ-გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქის თემაზე: ესპანეთის ინკვიზიციაზე, ინდიელთა ცხოვრებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, კონკისტადორებზე... ამ რეალისტურ რომანში ინდიელებისა და ესპანელების დაპირისპირების პარალელურად ვითარდება არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია: მკვეთრად იხატება მშობლის, სამშობლოს, მეუღლის, შვილების სიყვარულის რაობა.…ეს წიგნი არა მარტო წარსულის ამბებს განგაცდევინებთ, არამედ დღევანდელობაზეც ბევრჯერ დაგაფიქრებთ _ მწერლის უკვდავებაც ხომ სწორედ ამაშია. |
|
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ავტორი: ვიქტორ ჰიუგო გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ცნობილია, რომ ვიდრე ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს’’ დაწერდა, ჰიუგომ კარგად შეისწავლა ფრანგული გოთიკის ბრწყინვალე ნიმუში და ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ძეგლი. რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. მწერალი ამ პრობლემების გათავისებაში რომ დაგვეხმაროს, რომანში სამი მთავარი გმირი შემოჰყავს: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს, რადგანაც ჰიუგოს მეტმა ჯერ ვერავინ შეძლო მშვენიერების ამხელა სიმაღლემდე აეყვანა სიმახინჯე და სიკეთის ზეიმი ამ გზით ეჩვენებინა. |
|
ლიხტენშტაინი ავტორი: ვილჰელმ ჰაუფი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
გერმანელებში არსებობს ერთი მშვენიერი ტრადიცია: ''ხალხი, რაგინდ შორსაც უნდა ცხოვრობდეს, ყოველწლიურად, სამება დღეს, ოჯახებით, მთის ბილიკებით ცამდე აწვდილ ციხესიმაგრეს, ლიხტენშტაინს სტუმრობს.'' სწორედ ლიხტენშტაინის გარემოს ფონზე ვითარდება პირველი გერმანული ისტორიული რომანის სიუჟეტი _ ორი მოსიყვარულე გულის ისტორია, რომლითაც ამ ქვეყნიდან ნაადრევად წასულმა ვილჰელმ ჰაუფმა მსოფლიო კლასიკოსთა გვერდით სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. |
|
რჩეული მოთხრობები ავტორი: ნიკოლაი გოგოლი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
''რამდენად ულმობელია ადამიანი, რამდენი ფარული გულშემზარავი უხეშობაა დახვეწილ, განათლებულ დარბაისლობაში და, ღმერთო ჩემო, იმ ადამიანშიც კი, რომელიც კეთილშობილად და პატიოსნად მიაჩნია საზოგადოებას!..'' _ ამბობდა გოგოლი და ცდილობდა თავისი შემოქმედების საშუალებით ასეთი ადამიანები სააშკარაოზე გამოეყვანა; და აი, ჩიჩიკოვები, გოროდნიჩები, ხლესტაკოვები, მანილოვები და სხვები მკითხველის წინაშე გააშიშვლა, მათი მანკიერი თვისებები გამოამზეურა; არც პეტერბურგის მთავარი ''ღირსება'', ნევის პროსპექტი დაინდო, იქ მოსეირნე ადამიანებით; გაგვაცნო ბაშმანჩიკების _ ამ ცხოვრების მიერ გასრესილი ადამიანების _ საზოგადოებაც, ადამიანის უფაქიზესი სულიერი სამყაროც, შეშლილთა ფსიქოლოგიაც და ''პატარა ადამიანებიც''. |
|
გულივერის მოგზაურობა ავტორი: ჯონათან სვიფტი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
წიგნის - ,,გულივერის მოგზაურობის’’ პირველი გამოცემიდან ორ საუკუნეზე მეტი გავიდა. აღმოჩნდა კი ჭკუის სასწავლი სახელმძღვანელო ეს წიგნი? რას ემართლებოდა მართალი გულივერი თავისი დროის საზოგადოებას, რომელსაც იგი ჯოგს უწოდებს? რაში სდებდა ბრალს თავის ხალხს? რა შეიცვალა მას შემდეგ ხალხის აზროვნებაში? ან საერთოდ, შეიცვალა კი? როგორ გაუძლო საუკუნეებს ნაწარმოებმა, რომელიც, როგორც ავტორი აცხადებს, ხალხის მოსაწონად კი არ დაწერა, არამედ მათ გამოსასწორებლად? შესაძლებელია კი ხალხის გამოსწორება? ამ უკვდავი წიგნის წაკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხებს თავად იპოვით. |
|
კავკასია ავტორი: ალექსანდრე დიუმა გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ალექსანდრე დიუმა, რომელმაც ამ წიგნით კავკასია მსოფლიოს გააცნო, უამრავ საინტერესო ცნობას გვაწვდის ამ რეგიონის იმდროინდელ სოციალ-პოლიტიკურ ვითარებაზე, რუსეთის ფაქტორზე კავკასიის ქვეყნებში, კავკასიის ხალხების ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, რომლებსაც ზოგან დასცინის, ზოგან კი ხოტბას ასხამს. ცალკეულ ეპიზოდებში, სტრიქონსა და სტრიქონს შუა ჩვენ თავად მწერლის ხასიათს ამოვიკითხავთ. ვაფასებთ მის მიერ შეფასებულს, ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით და ასე მივდივართ წიგნის დასასრულამდე: ვმსჯელობთ, ვაკრიტიკებთ, ვადარებთ სხვაგან წაკითხულს... ამასობაში კი ძვირფას ინფორმაციას ვიღებთ, რომელიც არაერთხელ დაგვაფიქრებს დღევანდელობაზე და უნებურად გვათქმევინებს: ისტორია მეორდება. |
|
სახიფათო კავშირები ავტორი: შოდერლო დე ლაკლო გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ რომანში, რომელიც ქართლ ენაზე პირველად გამოიცა, დასმული სოციალური და ფსიქოლოგიური თემები დღემდე აქტუალურია. აქ აღმოაჩენთ ორ მივიწყებულ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ქალი, ვინც უარს არ ამბობს უზნეო მამაკაცთან ურთიერთობაზე, მისივე მსხვერპლი ხდება; და დედა, რომელიც არაფრად ჩააგდებს იმას, რომ მისი ქალიშვილი მასზე მეტად სხვა ქალს ენდობა, აუცილებლად დაისჯება. ,,ვფიქრობთ, ყველაზე მეტად გარყვნილ მამაკაცებსა თუ ქალებს გაუჩნდებათ სურვილი სახელი გაუტეხონ ამ ნაწარმოებს, რომელშიც მათი ხრიკებია სააშკარაოზე გამოტანილი, მორწმუნენიც აღშფოთდებიან რელიგია თავის სიმაღლეზე ვერ არისო, ხოლო ე.წ. თავისუფლად მოაზროვნეებში ღვთისმოსავი ქალი ვერავითარ თანაგრძნობას ვერ აღძრავს, პირიქით, სწორედ ამ ღვთისმოსაობის გამო მიიჩნევენ მას უბადრუკ დედაკაცად,’’ _ ვკითხულობთ ამ რომანის პირველი ფრანგული გამოცემის წინასიტყვაობაში. როგორ შეუძლია ნიღბიან ადამიანს სახიფათო თამაში? როგორ გაება ცბიერი ვიკონტი მის მიერვე დაგებულ სიყვარულის მახეში? როგორი ფსიქოლოგია აქვს გარყვნილ ქალს? მამაკაცს? როგორია სახიფათო თამაშების ფსიქოლოგია? ამ და უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზე პასუხებს ამ წიგნიდან მიიღებთ. არადა, მისი პირველი გამოცემიდან ორი საუკუნე გვაშორებს და დღემდე აქტუალურია, როგორც მშობლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ერთადერთი ეპისტოლარული შედევრით დაიმკვიდრა ადგილი შოდერლო დე ლაკლომ მსოფლიო ლიტერატურაში. |
|
მკვდარი სახლის ჩანაწერები ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ბორკილდადებული, შალის უხეში ტანსაცმლით შემოსილი, ნახევრად თავგადაპარსული ფიოდორ დოსტოევსკი 1849 წელს ბადრაგს ჩააბარეს, ციმბირის გრძელ გზას გაუყენეს და ომსკის საპყრობილეში მიიყვანეს, საიდანაც ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლებულმა მწერალმა ციხეში ნანახს, განცდილსა და გადატანილს ერთად მოუყარა თავი და ,,მკვდარი სახლის ჩანაწერებად’’ აკინძა. ის სისხლის სამართლის დამნაშავის, ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვის პირით პატიმრების ყოველდღიური ცხოვრების ისტორიებს შეულამაზებლად, უბრალოდ, გულწრფელად და გულისტკივილით გადმოგვცემს. რომანის მთავარ გმირს საპყრობილეში სასტიკი რეჟიმი, ყოველდღიური დამცირება და ბორკილების თრევა უფრო ტანჯავს, ვიდრე აფრთხობს. ის ისეთ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ამქვეყნად ტკივილისა და ტანჯვის მეტი თითქმის არაფერი უნახავთ. ალექსანდრ პეტროვიჩს მათთან ურთიერთობა არ ეთაკილება, პირიქით, მედიდურობას სამარცხვინო თვისებად თვლის და ყოველგვარ უკადრისობას უარყოფს. პატიმრები კი მას ხშირად დასცინიან, რადგან ის თავმდაბალი, ზრდილობიანი და კეთილსინდისიერია. უდიდესი ტანჯვის მიუხედავად, ალექსანდრ პეტროვიჩი ბედის უკუღმართობაზე არ ჩივის. საპყრობილეში მან იგრძნო, რომ სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. რა ხდებოდა და როგორი გარემო იყო მაშინდელი რუსეთის ციხეში, სადაც რუსი პატიმრების გარდა უცხოელებიც, მათ შორის კავკასიელებიც, მრავლად იყვნენ? რატომ აპატიმრებდნენ მაშინ კავკასიელებსა და რუსებს? როგორი ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ პატიმრებს ერთმანეთთან? როგორი იყო კატორღული შრომა? ვინ იყო ჯალათი და ვინ მსხვერპლი? ეს არის კითხვები, რომელთა რეალურ პასუხებსაც ამ რომანში ამოიკითხავთ. |
|
წითელი და შავი ავტორი: სტენდალი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
სტენდალის რომანის ამ სათაურზე ლიტერატურის კრიტიკოსები დღემდე დაობენ. ერთი რამ კი ფაქტია: სტენდალის ,,წითელი და შავი’’ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია, რომელმაც დიდი ხანია გადალახა დროის საზღვრები. რომანი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტალიზმმა სრული სვლით XXI საუკუნეში შემოაბიჯა. მკითხველი თავად აანალიზებს პოლიტიკის ლაბირინთებსა და ეკონომიკურ პროცესებში ადამიანთა ურთიერთობებს, რაც ფოკუსირდება ახალგაზრდა პროვინციელი გლეხის, ნიჭიერი ჟულიენ სორელის პიროვნებაში, რომელსაც საზოგადოებრივ კიბეზე წინსვლა სურს. ნიჭიერი ადამიანი, სამწუხაროდ, თანამედროვე სოციუმშიც იწვევს მინიმუმ გაუგებრობასა და შურს. ჟულიენი ადვილად ერკვევა საგანთა ჭეშმარიტებაში, რომელსაც ელიტა იდეოლოგიური და სხვა შირმებით ნიღბავს. მას მიწაზე მყარად დგომა სურს. ჟულიენის ტალანტი ქვეყანას სჭირდება, მაგრამ, როცა საქმე პირადულზე მიდგება, მას უარყოფენ. რომანის მთავარი გმირის მდგომარეობაში ნებისმიერი ახალგაზრდა შეიძლება აღმოჩნდეს. ჟულიენის ტრაგედია ისაა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახდენს. ის მკაცრი ცხოვრების ლაბირინთიდან თავდაღწევასა და ელიტის სამსახურში დაკარგული სულის პოვნას ცდილობს. ჟულიენ სორელი იმ ტრაგიკული ეპოქის შვილია, რომელშიც ადამიანები სოციალურ კიბეზე წარმატების მისაღწევად ზნეობას ივიწყებდნენ. იქ, სადაც ძალა მეფობს, სულიერება ზედმეტია. პიროვნება რწმენისთვის, სიყვარულისთვის ისჯება და გარემოების მსხვერპლი ხდება. ჟულიენი ორ, წმინდა ზნეობრივი და გონივრული პრაქტიციზმის, სამყაროში ცხოვრობს. მასში მუდმივად ორი გრძნობა იბრძვის: ვნება და პატივმოყვარეობა. ის მუდმივად ორცეცხლშუა დგას, ალბათ, ამიტომაც დაარქვა ადამიანთმცოდნეობის ოსტატმა სტენდალმაც ამ რომანს ,,წითელი და შავი’’. |
|
კვარტერონი ავტორი: მაინ რიდი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
,,როცა გული სიყვარულითაა სავსე, ამ გრძნობასთან დაკავშირებული ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვნად გეჩვენება და მეხსიერება მტკიცედ ინახავს იმ ფიქრებსა და ამბებს, რაც სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაგავიწყდებოდა. ამ რომანში აღწერილია ერთი ყმაწვილკაცის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც მდინარეზე მოგზაურობისას გაიცნობს ახალგაზრდა, ლამაზ კრეოლს და მას სიკვდილისგან იხსნის... შემდეგ ამ კრეოლის სახლში ატარებს რამდენიმე კვირას, სადაც ხვდება უმშვენიერეს კვარტერონ ქალს - ავრორას, რომელიც მთავარი გმირის მიერ გადარჩენილი ქალბატონის მონაა. მათ ძლიერ შეუყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა წინ უამრავი განსაცდელი ელით... უცებ მათ სიყვარულს იდუმალი მფარველი გამოუჩნდება. ამ წიგნით თქვენ გაიგებთ, როგორ შეიძლება ქალმა უარი თქვას სიყვარულზე, თუნდაც მონის სასარგებლოდ; როგორ ამხელენ დოკუმენტების გამყალბებელს, რომელთა კვალის მიგნებით მონა ქალის ნამდვილი ვინაობა გაცხადდება...“ |
|
მოთხრობები ავტორი: ალექსანდრე პუშკინი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
არმიის ოფიცრები, ქალაქის წვრილი ხელოსნები, ღარიბი მოხელეები, გლეხები, სადგურის ზედამხედველი - ესენი ის ,,პატარა ადამიანები“ არიან, რომლებიც ალექსანდრე პუშკინმა დიდ ლიტერატურულ გმირებად აქცია. მათ ყველას ერთად მოუყარა თავი და ,,ბელკინის მოთხრობების“ სათაურით გააერთიანა. ამით მწერალი შეეცადა მკითხველისთვის რეალური სამყარო დაენახვებინა; გადმოეცა პროვინციის ყოველდღიური ცხოვრება, იქაური მოსახლეობის ზნე-ჩვეულება, ხასიათი, რადგან თავად მწერალი წერს: ,,დედაქალაქის აზრგაფანტულ მცხოვრებლებს წარმოდგენაც არა აქვთ მრავალ ისეთ გრძნობაზე, რომელიც ცნობილია სოფლისა და პატარა ქალაქის მცხოვრებთათვის“. პუშკინმა აჯანყებული გლეხების მთელი კასკადი წარმოგვიდგინა ,,კაპიტანის ქალიშვილშიც“, სადაც მათ მწერალმა უარყოფითი გმირების როლი მოარგო, მაგრამ არის კი ასე? რამ გააბოროტა ეს ,,პატარა ადამიანები“? რატომ სწირავენ თავს კატის გადასარჩენად, მაშინ, როცა ადამიანებს ცოცხლად წვავენ? რატომ არიან ოფიცრები გულჩათხრობილნი? რატომ არის სადგურის ზედამხედველისთვის ცხოვრება სულ ერთი? რა უხარიათ და რა სურთ პროვინციელ გოგონებს? ეს არის კითხვები, რომელთა პასუხებსაც ამ მოთხრობებში ამოიკითხავთ და უბრალოდ დაფიქრდებით... ესენი ხომ ცხოვრებაგამოვლილი მოთხრობებია! |
|
მოუთმენლობა გულისა ავტორი: შტეფან ცვაიგი გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
,,ორნაირი თანაგრძნობა არსებობს: პირველი - სულმოკლე და სენტიმენტალური, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით გამოწვეული სიმძიმისგან. ეს თანაგრძნობა კი არა, სხვისი უბედურებისგან ინსტინქტური თავდაცვაა. მეორე - ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური, მაგრამ ქმედითი თანაგრძნობაა, რომელმაც იცის, რა უნდა და მზადაა ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და მას შემდეგაც კი...“ |
|
კულინარიის ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 25 ლარი |
|
საქართველოში პირველად გამოვიდა კულინარიის ილუსტრირებული ენციკლოპედია, რომელიც სამზარეულოსთან უშუალო კავშირში მყოფ თითქმის ყველა საკითხს მოიცავს. როგორ შევარჩიოთ კერძისათვის საკვები პროდუქტი და როგორ შევინახოთ? როგორ მოვამზადოთ კერძი ისე, რომ არ დაიკარგოს მასში არსებული საკვები ნივთიერებები? იყოს გემრიელი, არომატული და კარგად გაფორმებული? როგორ გავაწყოთ მაგიდა? რომელ წვეულებაზე რა კერძი მოვამზადოთ? რას ნიშნავს ჯანმრთელი კვება? ამ და უამრავ სხვა თემებზე უამრავ რჩევას იპოვით ამ წიგნში, რომელიც უდავოდ დაიკავებს მთავარ ადგილს თქვენს სამზარეულოში. |
|
5 ბავშვი - 5 თბილისი ავტორი: გვანცა ჯობავა გამოშვების თარიღი: ფასი: 8 ლარი |
|
წიგნში მოთხრობილია 5 ბავშვის: ემიგრანტი ნიკუშას, ყარაჩოღელის სამოსიანი ლაზარეს, ჩოხოსანი გიორგის, ჭრელწინდებიანი მარიამისა და უფლისწული დაჩის ზღაპრები. ისინი სხვადასხვა საუკუნის თბილისში ცხოვრობენ. პატარა მკითხველი მათი საშუალებით საქართველოსა და მისი დედაქალაქის ისტორიას გაეცნობა. |
|
მშობლის ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 22 ლარი |
|
საქართველოში პირველად გამოიცა ,,მშობლის ენციკლოპედია“, რომელშიც ბავშვის განვითარების სრული ციკლია წარმოდგენილი - დაბადებიდან 3 წლის ჩათვლით. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვის მოვლას ეყრება საფუძველი. ,,ვერაფერს მისცემ ხელში, ყველაფერს ამტვრევს. წიგნებსა და სურათებს ხევს!“ ჩივიან მშობლები და ეჭვობენ, რომ მათი პატარა ბოროტად იქცევა. სინამდვილეში კი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი მისთვის უცნობი საგნების ფიზიკურ თვისებებს ეცნობა. რამდენმა იცის, რომ ეს ასეა? წიგნის ავტორი, კ. უშინსკის პრემიისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პროფესორი ლიუბოვ პავლოვი დაწვრილებით, მარტივად უხსნის მშობლებს, თუ როგორ აღზარდონ ბავშვი, როგორ გაუგონ მას, როგორ მოიქცნენ რთულ სიტუაციაში და ა.შ. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|