|
ყველა
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
|
|
სტამბოლი ავტორი: ორჰან ფამუქი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 13.9 ლარი |
|
ორჰან ფამუქის ”სტამბოლი - მოგონებები და ქალაქი” 2003 წელს გამოქვეყნდა. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ცნობილი რომანისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.
”ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც. ხანდახან თავს უბედურად ვგრძნობ, რომ დავიბადე დაქუცმაცებული იმპერიის ნანგრევებსა და მტვერში, სიღარიბის და სევდისგან გახუნებულ და დანგრეულ სტამბოლში - ამ დროს კი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ გამიმართლა”. |
|
თბილისის ჰერალდიკა ავტორი: ზაქარია კიკნაძე გამოშვების თარიღი: ფასი: 2.9 |
|
წიგნში წარმოდგენილია თბილისისა და მისი რაიონების გერბების, დროშების, ბეჭდის, მერის ყელსაკიდისა და სხვა პროექტები. |
|
თავისუფლების შესახებ, უტილიტარიზმი ავტორი: ჯონ სტიუარტ მილი გამოშვების თარიღი: ფასი: 4.9 ლარი |
|
”თავისუფლების შესახებ” მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანელი ფილოსოფოსისა და ეკონომისტის - ჯონ სტიუარტ მილის 1859 წელს გამოცემული ნაშრომია. წიგნში დეკლარირებული იდეები ვიქტორიანული ეპოქისათვის მეტად თამამი იყო. ნაშრომმა უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ეს წიგნი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. |
|
ზოგადი ენათმეცნიერების კურსი ავტორი: ფერდინანდ დე სოსიური გამოშვების თარიღი: ფასი: 2.9 |
|
სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის.
სახელგანთქმული ენათმეცნიერის მიერ ჟენევის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციები, რომლებიც წიგნად მისმა მოწაფეებმა გამოსცეს. |
|
დანახარჯები - ეფექტიანობის ანალიზი ავტორი: ჰენრი მ. ლევინი, პატრიკ ჯ. მაკივანი გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
|
შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხია. ეს ნაშრომი სწორედ ამ საჭიროებას ეხმიანება და განკუთვნილია განათლების სფეროს სპეციალისტების, გადაწყვეტილებების მიმღებების, მკვლევრების, სტუდენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი სფეროს პროგრამებისა თუ პროექტების შეფასებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ვიმედოვნებთ, უკვე ქართულად ნათარგმნი ეს ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს მათ შედეგზე ორიენტირებული და გონივრული საგანმანათლებლო ინიციატივების დაგეგმვასა და შეფასებაში. |
|
ეკონომიკის პრინციპები ავტორი: გრეგორი მენქიუ გამოშვების თარიღი: ფასი: 65 ლარი |
|
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის.
გრაფიკები და სქემები, ილუსტრაციები, სტატიები, სავარჯიშოები, ცნებები და ტერმინები, გამოკითხვის პასუხები, გლოსარიუმი. |
|
ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (ორ ტომად) ავტორი: თამარ ბეროზაშვილი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 5.9 ლარი |
|
პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია.
ლექსიკონი შეიცავს 8000-ზე მეტ სიტყვასა და იდიომატურ გამოთქმას.
”ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი” დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს.
ახალი გამოცემა ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი მოიცავს მასალას ანიდან მანამდე, ხოლო მეორე ნაწილი - მასალას ნარიდან ჰაემდე.
ლექსიკონი შეადგინა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა. |
|
ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (ორ ტომად) ავტორი: თამარ ბეროზაშვილი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 5.9 ლარი |
|
პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია.
ლექსიკონი შეიცავს 8000-ზე მეტ სიტყვასა და იდიომატურ გამოთქმას.
”ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი” დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს.
ახალი გამოცემა ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი მოიცავს მასალას ანიდან მანამდე, ხოლო მეორე ნაწილი - მასალას ნარიდან ჰაემდე.
ლექსიკონი შეადგინა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა. |
|
ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი ავტორი: თამარ ბეროზაშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 10.9 ლარი |
|
სამაგიდო წიგნი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის!
პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს. ლექსიკონი შეადგინა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა. ლექსიკონის სამეცნიერო რედაქტორია ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული. |
|
საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა ავტორი: დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი გამოშვების თარიღი: ფასი: 39.9 ლარი |
|
მრავალმხრივი და თანამედროვე ”საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა” ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს, სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან თანამედროვე ურთიერთობაში გამოიყენება. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აპყრობს ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი მედიის შემოქმედებითად გამოყენებას. |
|
ჭიანჭველები ავტორი: გელა ჩქვანავა გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6.9 ლარი |
|
გელა ჩქვანავას კრებულში ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი 13 მოთხრობა შევიდა, რომლებიც ავტორმა საგულდაგულოდ შეარჩია და წიგნად აქცია. მოთხრობების ნაწილი სხვადასხვა დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა. |
|
ცხრა მოთხრობა ავტორი: ჯერომ სელინჯერი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
ჯერომ სელინჯერის ”ცხრა მოთხრობა” პირველად 1953 წელს გამოიცა. მოთხრობების უმეტესობა ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია. ”ბანანათევზის ამინდი”, ”ძღვნად ესმეს” და სხვ. ჯერ კიდევ სამოციან წლებში ითარგმნა ქართულად. წიგნში შესული თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება. ”ცხრა მოთხრობა” სელინჯერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია. |
|
შეუცნობელი ავტორი: მილან კუნდერა გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6.9 ლარი |
|
მილან კუნდერა - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეხი რომანისტი 1929 წელს ბრნოში დაიბადა. უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა კინოს ფაკულტეტზე განაგრძო. 1968 წელს კუნდერა საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობდა, რის გამოც მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად მწერალს კი პუბლიკაცია აეკრძალა. 1979 წელს მილან კუნდერას ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან კუნდერა ფრანგულად წერს. 2000 წელს გამოქვეყნებული ”შეუცნობელი” მწერლის ბოლო რომანია. |
|
ყველას უყვარს მარი ავტორი: მიშა ბახსოლიანი გამოშვების თარიღი: ფასი: 4.9 ლარი |
|
მიშა ბახსოლიანის სადებიუტო კრებულში ავტორის მიერ 2007-2010 წლებში დაწერილი თერთმეტი მოთხრობაა თავმოყრილი. მოთხრობებს ახალგაზრდა ავტორი ქართულ ლიტერატურულ საიტებზე ”არყის ბიჭის” ფსევდონიმით აქვეყნებდა (რამდენიმე მოთხრობა ლიტერატურულ პერიოდიკაშიც დაიბეჭდა), 2010 წელს კი მათ თავი მოუყარა და წიგნად გამოსცა.
”ყველას უყვარს მარი” წიგნში შემავალი ერთ-ერთი მოთხრობის სათაურია. ფრაგმენტულობა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება და შავი იუმორი მიშა ბახსოლიანის სტილის თავისებურებებია. |
|
ფრენი და ზუი ავტორი: ჯერომ სელინჯერი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
ჯერომ სელინჯერის ფრენი და ზუი გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწლიად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ.
რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარესამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|