|
ყველა
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
|
|
გურიის საეპისკოპოსოები ავტორი: თეა ქართველიშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
წიგნში განხილულია გურიის საეპისკოპოსოების დაარსება. მოცემულია მღვდელმთავართა ქრონოლოგიური რიგი, ამასთანავე მათი მოღვაწეობა საეკლესიო-კულტურულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სარბიელზე. გურიის მთავართა დამოკიდებულება საეკლესიო პროცესებისადმი. მიმოხილულია ეპარქიაში შემავალი ეკლესია-მონასტრების ისტორია.
მონოგრაფია გათვალისწინებულია სპეციალისტებისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის. |
|
მეგრული სალექსიკონო მასალები ავტორი: დანიელ ფიფია გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
1924 წლის აგვისტოში, თბილისის უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი, 27 წლის დანიელ ფიფია, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, ბოლშევიკებმა სრულიად უდანაშაულოდ დახვრიტეს და 80-იან წლებამდე მისი აშკარად ხსენება ფაქტობრივად აკრძალული იყო.
რამდენიმე წლის წინათ დანიელის ბიძაშვილის შვილის სახლში საგულდაგულოდ მოძიებისას, სხვა მნიშვნელოვან ნაწერებთან ერთად, გამოვავლინეთ ეს შრომაც: "მასალები მეგრულ-ქართული ლექსიკონისათვის".
წინამდებარე ლექსიკონი წარმოადგენს გადამუშავებულ, რედაქტირებულ შრომას. ამასთან, დადგენილია განუმარტავ სიტყვათა მნიშვნელობა და ვარიანტებიც კი. ამდენად, მკითხველს საშუალება ეძლევა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ერთ-ერთ საინტერესო გამოცემას შეავლოს თვალი, სხვა ლექსიკონებში აღუნუსხველი, ძველქართული ლექსიკის შემამკობელი სიტყვები გაიაზროს და ახალი მარგალიტები ამოკრიფოს ქართული ენის უღრმესი შრეებიდან. |
|
მეგრული ხატოვანი სიტყვა-თქმანი ავტორი: ანა ჩიქვანაია გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
წიგნი კოლხური სერიით გამოდის და მასში წარმოდგენილია ერთ-ერთ ძირძველ ქართველურ ენაში—მეგრულში არსებული, ავტორის მიერ შეგროვილი, ხატოვანი სიტყვა თქმების ნაწილი.
წიგნი პირველი ცდაა ამ კუთხით მეგრული ენის შესწავლისა, მას შეუძლია კარგი სამსახური გაუწიოს ქართველური ფრაზეოლოგიზმებით დაინტერესებულ მკვლევარებს. |
|
მეგრული სახელები და გვარები ავტორი: აკაკი ჭანტურია გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 3,5 ლარი. |
|
„მეგრული სახელები და გვარები” კოლხური სერიით გამოცემულ წიგნებში რიგით მეორეა.
ავტორმა მეგრული სახელებისა და გვარები სია შეადგინა მეორე მსოფლიო ომამდე, ენისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმიკის) დავალებით. სამწუხაროდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელებისა და გვარების ახსნა-განმარტება (წარმოშობა, სქესობრივი მიკუთვნება) ავტორს შეუსრულებელი დარჩა.
წიგნში გამოქვეყნებულია გვარები, რომლებიც გვხვდებოდა შემდეგ პუნქტებში: ანაკლია, ახალი-ხიბულა, ახუთი, დარჩელი, დიდი ნეძი, ზუგდიდი, კახათი, კირცხი, ლედგებიე, ლეწურწუმე, ლია, ნარაზენი, ნიკოსია, ობუჯი, საჩინო, საჩიჯაო, ტყაია-ბეჟაში ღალ, ქარიატა, ყულისკარი, შუა ხორგა, ცაიში, ჭაქვინჯი, ჭკადუაში, ხიბულა, ხობი, ხორგა, ჯიხაშკარი. |
|
2000 ლაზური სიტყვა ავტორი: თეა კალანდია გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 3 ლარი |
|
დღეს ლაზური საუბარი ისმის შავ ზღვასა და პონტოს ქედს შორის ვიწრო ზოლში.
თურქულ ენასთან ოთხასწლოვანმა მეზობლობამ გავლენა მოახდინა ლაზურ ლექსიკაზე. ამ ლექსიკონში წარმოდგენილია 2000 ლაზური სიტყვა. |
|
ლაზური ტექსტები ავტორი: თეა კალანდია გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 7 ლარი |
|
წიგნში წარმოდგენილი ხოფური კილოკავის ლაზური ტექსტები 2005 წელსაა შეგროვებული სოფელ სარფის – საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ერთადერთი ლაზური სოფლის – მცხოვრებთაგან. ტექტურ მასალას თან პწკარედული თარგმანი ახლავს და მრავალფეროვანი და საინტერესო თემატიკით გამოირჩევა. აქ გაეცნობით ლაზთა ადათ-წესებს, მათ მოგონებებს, ხალხურ სიბრძნეს – ანდაზებს, გამოცანებს, ლაზურ იუმორს, ლაზური ტრადიციულ კერძების მომზადების წესებს. ტიპური ლაზური ზღაპრების გვერდით შეხვდებით თანამედროვე ლაზ ავტორთა პოეტურ შემოქმედებასაც. |
|
ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები ავტორი: მერი ინაძე გამოშვების თარიღი: 2009 ფასი: 12 ლარი |
|
კრებულში თავმოყრილ სტატიებში შესწავლილია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების კოლხეთის საშინაო ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტები და მოვლენები, აქ მიმდინარე რთული ეთნოპოლიტიკური და სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პროცესები. |
|
მოგონებები შეფიცულთა რაზმზე ავტორი: ალექსანდრე სულხანიშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 6 ლარი |
|
წიგნი "არტანუჯის წყაროების" სერიით გამოიცა. ავტორი ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თანამებრძოლია. ალექსანდრე სულხანიშვილი მოწმე და უშუალო მონაწილეა იმ ბრძოლებისა, რომელსაც შეფიცულთა რაზმი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აწარმოებდა.
შეფიცულთა მემატიანემ, ალექსანდრე სულხანიშვილმა, მოგონებები ქაქუცას დავალებით დაწერა. |
|
გამარჯვებათა წიგნი ავტორი: აბუბექრ ბინ აბდულაჰი გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
თურქული ტექსტი ქართული თარგმნით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა მარინე ილურიძემ.
ავტორი მონაწილეა 1578-1580 წლებში საქართველოში, შირვანსა და დაღესტანში ოსმალთა შემოსვლისა ლალა მუსტაფა ფაშას მეთაურობით. წყაროს მეცნიერულ მიმოქცევაში შემოტანით ბევრი საყურადღებო ცნობით მდიდრდება და ივსება XVI საუკუნის 70-იანი წლების როგორც საქართველოს, ისე კავკასიისა და თურქეთის ისტორიის საკითხები. |
|
ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ ავტორი: გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 6 ლარი. |
|
1826 წელს გერმანელმა მეცნიერ-მოგზაურმა მთელი საქართველო შემოიარა და მრავალი საინტერესო ცნობა დაგვიტოვა. მისი თხზულება კარგა ხანია თარგმნილი იყო და გამოცემას ელოდა. |
|
ქრონიკები (I ტომი) ავტორი: თედო ჟორდანია გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 16 ლარი |
|
თედო ჟორდანიას "ქრონიკები" შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ყველა სპეციალისტს სჭირდება, როგორც სამაგიდო წიგნი. 1892 და 1897 წლებში გამოცემული "ქრონიკების" ორი ტომი საქართველოს ისტორიის შესწავლის ერთი დიდი ეტაპია. იგი ფასეულია იმითაც, რომ აქ თავმოყრილი უზარმაზარი მასალის საკმაო ნაწილი შემდგომში განადგურდა და მარტოოდენ ჟორდანიასეული პუბლიკაციით შემორჩა მეცნიერებას.
"ქრონიკების" აღნიშნული გამოცემა თედო ჟორდანიას 150 წლისთავს ეძღვნება. |
|
საქართველოს ისტორია, XX საუკუნე ავტორი: გამოშვების თარიღი: 2003 ფასი: 11 ლარი. |
|
საბჭოთა ეპოქაში შესრულებული სახელმძღვანელოებით შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სწავლება.
სწორედ ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო.
ეს ნაშრომი პირველი მცდელობაა - წარმოადგინოს XX საუკუნე ერთ წიგნში.
სახელმძღვანელო ძირითადად სტუდენტებისათვისაა განკუთვნილი. |
|
საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე ავტორი: გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 11 ლარი. |
|
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესები. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და ქართული ეროვნული მოძრაობის ცალკეული ეტაპები.
დეტალური ილუსტრირება, ფერადი რუკები.
განკუთვნილია სტუდენტების, ასპირანტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. |
|
საქართველო და რუსეთი ავტორი: ნოე რამიშვილი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 2 ლარი |
|
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ანტიბოლშევიკური გამოსვლისა, რასაც აღწერს წინამდებარე ბროშურაში, რომელიც ამავე წლის ბოლოს პარიზში დაიბეჭდა.
ბოლშევიკურ-კომუნისტური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ნოე რამიშვილმა დატოვა საქართველო და ოჯახთან ერთად საფრანგეთში (პარიზში) გადასახლდა. ქართველ სოციალ-დემოკრატთა ("მენშევიკთა") შორის იგი კვლავ ყველაზე შეურიგებელი რჩებოდა წითელი რუსეთისადმი და მისი მარიონეტული ხელისუფლებისადმი საქართველოში. |
|
ხევსურები და ქაქუცა ავტორი: ივანე ლიქოკელი გამოშვების თარიღი: ფასი: |
|
გამომცემლობა „არტანუჯმა” ახლახან გამოსცა ივანე ლიქოკელის „ხევსურები და ქაქუცა”.
წიგნში აღწერილია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში, ბოლშევიკური იმპერიალიზმის ძალების წინააღმდეგ აღმდგარი ხევსურეთისა და ხევსურების თავდაუზოგავი ბრძოლის ფონზე. ნაშრომის მიზანია, დადგინდეს 1922 წლის ომის, ცალკეული ბრძოლების სრული, მიუკერძოებელი ისტორია, მიზეზებითა და შედეგებით, მათ საფუძველზე სწორად განისაზღვროს და შესაბამისად ობიექტურად შეფასდეს მოვლენის არსი და სახელოვანი გმირების ღვაწლი დამსახურებულად დაფასდეს. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|