|
ყველა
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
|
|
სუმოისტი, რომელიც ვერ სუქდებოდა ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 5.9 ლარი |
|
გაველურებული, გაძვალტყავებული, მოუხელთებელი, ლამის მეამბოხე 15 წლის ჯუნი დღენიადაგ ტოკიოს ქუჩებში ბაბორიალებს. ოჯახს მოწყვეტილს თავისიანებზე ერთ სიტყვასაც ვერ დააცდენინებ. ასე გრძელდება მანამ, სანამ ერტ მშვენიერ დღეს სიომინცუს – აღმოსავლური ბრძოლების დიდოსტატს არ გადაეყრება. სიომინცუ ჯუნში მსუქანს აღმოაჩენს და გადაწყვეტს, არასრულწლოვანი მაწანწალა სუმოს მისტერიულ ხელოვნებას აზიაროს. მალე ჯუნი გონიერების, ძლიერების, მედიტაციის, საკუთარ მესთან ჰარმონიის ძიების თვალწარმტაც სამყაროში თავით ფეხებამდე გადაეშვება.
მაგრამ როგორ მიაღწიოს ზენიტს, როცა ჯუნი მთლიანად ტკივილად, ტანჯვად და მრისხანებად ქცეულა? როგორ გახდეს სუმოისტი, როცა ორი კილოს მომატებასაც ვერ ახერხებს?..
ნუ დაგავიწყდება, ღრუბლებს მიღმა ყოველთვის იმალება მზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მთელი სიკაშკაშით გამოანათებს. |
|
კალე ბლუმკვისტი და რასმუსი ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 12.9 ლარი |
|
უკვე გამოცდილი და სახელოვანი დეტექტივი კალე ბლუმკვისტი შვედეთის ერთ პატარა და მოსაწყენ ქალაქში ცხოვრობს; ანდერსთან და ევა–ლოტასთან მეგობრობს და თეთრი და ალისფერი ვარდების ტრადიციულ, საზაფხულო ,,ომებშიც'' აქტიურად მონაწილეობს... თუმცა, ერთ მშვენიერ ღამეს ის და მისი მეგობრები უნებლიე თვითმხილველები ხდებიან საშინელი დანაშაულისა – უცნობი ადამიანები პირდაპირ სახლიდან იტაცებენ ქალაქში სტუმრად ჩამოსულ პატარა რასმუსსა და მის პროფესორ მამას.
კალეს ისღა დარჩენია, დაადგინოს, რა განძრახვა ამოძრავებს ბოროტმოქმედებს, და დაიხსნას მძევლები; ოღონდ ფრთხილად უნდა იმოქმედოს, თორემ თუ პოლიციამ შეიტყო, გამტაცებლები ბიჭსა და მამამისს უთუოდ რამეს დაუშავებენ. შეძლებს კი პატარა ბიჭი გამოცდილ ბოროტმოქმედებთან გამკლავებას?!
,,კალე ბლუმკვისტი და რასმუსი'' ასტრიდ ლინდგრენის ბიბლიოთეკის მორიგი წიგნია. ეს სერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ ასტრიდ ლინდგრენის ყველა საბავშვო წიგნს აერთიანებს. |
|
ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი ავტორი: დავიდ ფონკინოსი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 9.9 ლარი |
|
,,ამბობენ, რომ ზოგი მამაკაცი მხოლოდ იმიტომ იბადება, თავის დღე და მოსწრება ქალებს სდიოს კუდში. ჰექტორზე შეიძლებოდა გვეთქვა, ქვეყნიერებას იმიტომ მოევლინა, მარად ნივთებში რომ ექექა. მოკლედ, ის ქალებისთვის კი არა, ნივთებისთვის გაჩენილი კაცი იყო. ჩვენ აქ ნამდვილად არ ვაპირებთ ნივთების ქალებთან შედარებას, მაგრამ გავკადნიერდებით და შემოგბედავთ გაუწყოთ, რომ მსგავსება სახეზეა: ჩვენი გმირის განცდები, გმინვა და სადარდებელი თამამად შეიძლება ავხორც მექალთანეთა და საერთოდ ქალთა მოდგმის არსებობით გაჟღენთილი მამაკაცების სადარდებელსა და განსაცდელს შევადაროთ. სინამდვილეში, ეს გახლავთ იმ მამაკაცის ისტორია, რომელიც ნივთების დონჟუანი იყო.’’
თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ჰექტორს შეუყვარდა... შეუყვარდა ქალი და ახალი ისტორიაც დაიწყო. |
|
მოკალი მამა ავტორი: ამელი ნოტომი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 6.9 ლარი |
|
მოდი და გაიგე, სინამდვილეში რა ტრიალებს მოთამაშის თავში. |
|
ხვალაც იგივე იქნება ავტორი: ლადო გოგიაშვილი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 5.9 ლარი |
|
"ხვალაც იგივე იქნება" ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მწერლის, ლადო გოგიაშვილის, მოთხრობების პირველი კრებულია. მოთხრობების დიდ ნაწილს სოციალური ქსელების მეშვეობით იცნობს ქართველი მკითხველი. წინამდებარე კრებულში ის მოთხრობებია თავმოყრილი, რომლებმაც მკითხველთა განსაკუთრებული დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. |
|
ბებია, რეი და ამერიკა ავტორი: მარი ბექაური გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 5.9 ლარი |
|
"...[ის] ჩემთვის თავისუფლებისა და მარტოობის ადგილი იყო. ასე ჩანდა ფილმებიდან და მეც ვიცოდი, რომ სადღაც, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, არსებობს ქვეყანა, სადაც იბადებიან ადამიანები, რომლებიც უკრავენ თავისუფლების მუსიკას, მღერიან სიყვარულზე და ტკივილზე, ებრძვიან დარდს და სწამთ ღმერთის, როგორც ეს ესმით", – პატარა, ომგამოვლილი საქართველოდან ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარეობს ქვეყანა, რომელიც ბევრისთვის ნამდვილი თავისუფლების სიმბოლოა. ქვეყანას ამერიკა ჰქვია. ახალგაზრდა მწერლის, მარი ბექაურის მცირე რომანის მთავარი პერსონაჟი ამერიკაში ცხოვრებაზე მეოცნებე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ხან მზად არის, ამ ოცნებისთვის გაწყვიტოს ყველა ძაფი, რაც კი რეალობასთან აკავშირებს, ხანაც – პირიქით. ოცნებისა და რეალობის ჭიდილი დეპრესიაში აგდებს მას, თუმცა დეპრესიიდან გამოსავალს თავადვე პოულობს... რომანი, რომელიც ერთი მოსუნთქვით იკითხება, ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს. |
|
საქართველო (ფოტოალბომი) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 119 ლარი |
|
გაიცანი საქართველო!
26 ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანის 600-მდე არაჩვეულებრივი ფოტო და მწერალ არჩილ ქიქოძის მონათხრობი სრულყოფილ წარმოდგენას შეგიქმნით თანამედროვე საქართველოს ბუნების, გეოგრაფიის, არქიტექტურისა და ხალხის შესახებ.
ალბომი დაყოფილია ისტორიული კუთხეების მიხედვით. თითოეული კუთხის ისტორია თუ გეოგრაფიული თავისებურებანი, ადათ-წესები და ლეგენდები, აგრეთვე ტურისტული ღირსშესანიშნაობები ამომწურავადაა გადმოცემული მოკლე, საინტერესო ტექსტებით და გაფორმებულია შთამბეჭდავი ფოტოებით.
სამწუხაროდ, ალბომში ვერ ნახავთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ვინაიდან ეს ორი რეგიონი ოკუპირებულია და ვერაფრით მოხერხდა იქაური ღირსშესანიშნაობების ფირზე აღბეჭდვა. თუმცა იმედს ვიტოვებთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ ხარვეზის გამოსწორებას.
ორენოვანი ტექსტი, დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფია ამ წიგნს საუკეთესო საჩუქრად აქცევს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველისათვის.
თუ გინდათ, უცხოელ სტუმარს გააცნოთ საქართველო, ეს ფოტოალბომი აუცილებლად აჩუქეთ მას! |
|
ველური ბუნების ატლასი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 39.9 ლარი |
|
|
|
ახალი ქართული კერძები ავტორი: ნათია მონტგომერი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 22.9 ლარი |
|
სუპერმარკეტსა თუ ბაზარში ალბათ ხშირად გინახავთ უცხო ინგრედიენტები. ოდესმე გიცდიათ მათი გამოყენება კერძებში? ეს წიგნი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ თქვენი ოჯახის ყოველდღიური თუ სადღესასწაულო მენიუ. ტრადიციულ კერძებში ახალი ინგრედიენტების დამატებით ან მსოფლიოში ცნობილ კერძებში ქართული ინგრედიენტების შერევით მიიღება არაჩვეულებრივი არომატი და დაუვიწყარი გემო. როცა ამ რეცეპტებით მომზადებულ ახალ ქართულ კერძებს გასინჯავთ, ეს წიგნი თქვენი სამზარეულოს მუდმივი მეგზური გახდება.
წიგნში კიდევ ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ! მაგალითად, კერძები შეგიძლიათ განწყობის ან დღესასწაულების მიხედვით მოამზადოთ... დაბადების დღის სადილს აწყობთ? მარიამობას, აღდგომის დღესასწაულს, 8 მარტს ან დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ? გუდაურში წასვლა გადაწყვიტეთ ან მოულოდნელად მეგობრები გეწვივნენ? წვიმს და მოწყენილი ხართ ან სასურველ ადამიანს სადილი უნდა მოუმზადოთ? ჰოდა, გადაშალეთ ეს წიგნი და თავი მოაწონეთ ყველა სტუმარს. აქ თავმოყრილი თემატურად დაყოფილი კერძები ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
წიგნის ავტორი, ნათია მონტგომერი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1998 წელს საცხოვრებლად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მუშაობდა შეფ-მზარეულად. 2006 წელს დაქორწინდა რობერტ მონტგომერიზე და ჰყავს ერთი შვილი, ალექს მონტგომერი. ნათია სწავლობდა ნიუ-იორკში, ფრანგულ კულინარიულ ინსტიტუტში კულინარიული ხელოვნების, შოკოლადის დამზადებისა და არტიზანული პურის ცხობის მიმართულებით. ქმნის ახალ რეცეპტებს, იკვლევს ახალ გემოებს და ასწავლის კულინარიას. ნათია, მისი მეუღლე და 3 წლის ალექსი ამჟამად ცხოვრობენ ამერიკასა და საქართველოში. |
|
ზღაპრების სასახლე ავტორი: გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 29.9 ლარი |
|
ეწვიე ზღაპრების სასახლეს ოთხ პატარა ფერიასთან ერთად და გაატარე ჯადოსნური საღამო: ნახე მძინარე მზეთუნახავი, ივახშმე კონკიას სამზარეულოში და იპოვე სასახლის სხვადასხვა ოთახში მიმოფანტული შენი საყვარელი ზღაპრების გმირები. |
|
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციები ავტორი: გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 26.9 ლარი |
|
|
|
მიაჩნია პერეირას ავტორი: ანტონიო ტაბუკი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 8.9 ლარი |
|
.1938 წელი. პორტუგალია. სალაზარის რეჟიმი. შიშით დათრგუნული, აგვისტოს ხვატში გამომხრჩვალი ლისაბონი. "პოლიტიკა არ მაინტერესებს", – თავს იმხნევებს რომანის მთავარი გმირი, პერეირა. ფრანგი მწერლები, კაფე "ორქიდეა", მიმტანი მანუელი, ყინულიანი ლიმონის წვენი, ძველი ვენტილატორი, გარდაცვლილი ცოლის სურათი – ეს მისი ერთფეროვანი, მდორე ცხოვრების განუყრელი ატრიბუტებია. მსუქანია პერეირა, გული აწუხებს და განუწყვეტლივ ფიქრობს სიკვდილზე. ერთ დღეს პერეირა მონტეირო როსის გაიცნობს და სიცოცხლით სავსე, თავქარიან ყმაწვილს ნეკროლოგების წერას დაავალებს. თხრობა ჩქარდება, პერეირას ჩაკირულ აკვიატებებს ერთიმეორის მიყოლებით ეშლება ნიადაგი და მოვლენებიც სრულიად მოულოდნელად ვითარდება... |
|
გრძელფეხება მამილო ავტორი: ჯინ ვებსტერი გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
|
ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადსხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში.
გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექსტებს აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომელიც დაეხმარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და ენის სრულყოფაში. |
|
გზაზე ავტორი: ჯეკ კერუაკი გამოშვების თარიღი: ფასი: 11.9 ლარი |
|
ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922 - 1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად - სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ - 1957-ში მოახერხა.
„გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. |
|
ქართული ენის გრამატიკა (სინტაქსი) ავტორი: ნინო შარაშენიძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 6 ლარი |
|
ქართული ენის გრამატიკის სასკოლო კურსი დამხმარე სახელმძღვანელოა იმ მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სურთ, კარგად იცოდნენ მშობლიური ენის გრამატიკა.
წიგნში განხილულია ქართული ენის სინტაქსის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, სქემებისა და თვალსაჩინოებების საშუალებით გაადვილებულია მათი ათვისება, მოცემულია საკითხის გასაანალიზებელი სავარჯიშოები, ცოდნის შესამოწმებელი ანალიტიკური კითხვები და ტესტები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს ყველას, ვისაც სურს, იცოდეს ქართული ენის გრამატიკა, წეროს და იმეტყველოს სწორი ქართულით. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|