|
ყველა
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
|
|
მსოფლიოს რელიგიები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 29.9 ლარი |
|
ამ საყმაწვილო ენციკლოპედიაში გაეცნობით როგორც მსოფლიოს ძირითად რელიგიებს, მათ წარმოშობასა და რიტუალებს, ისე შედარებით ნაკლებად გავრცელებულ თუ ჩვენთვის უცნობ სარწმუნოებებს. წიგნში ნახავთ ცნობებს მთავარი ღმერთებისა და მცირე ღვთაებების, რელიგიების ისტორიაში ნაკლებად ცნობილი მოვლენების, ათასწლეულების წინ გამქრალი სარწმუნოებების შესახებ. მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი, ფოტოებით, ნახატებითა და რუკებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველს დააინტერესებს. რატომ აღმართავდა ისტორიამდელი ადამიანი მენჰირებს? რომელია ბერძნების მთავარი ღმერთი? რომელ ტექსტებს ეფუძნება იუდაიზმი? როდის გაჩნდა ქრისტიანობის დიდი განშტოებები? როგორ წარმოიშვა ისლამი? რა არის რეინკარნაცია? პასუხს ყველა კითხვაზე ამ ენციკლოპედიაში იპოვით! |
|
ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე ავტორი: ზაალ სამადაშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 4.9 ლარი |
|
”ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე” ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს.
”მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად ”ზაალ სამადაშვილის” ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო - ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი... ”
|
|
ადამიანის ქალაქი ავტორი: გურამ მეგრელიშვილი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 6.9 ლარი |
|
”ადამიანის ქალაქი” გურამ მეგრელიშვილის მოთხრობების კრებულია, რომელიც 2010 წელს გამოიცა და მწერლის მიერ ბოლო წლებში დაწერილ შვიდ მოთხრობას აერთიანებს. მოცულობის გათვალისწინებით, რამდენიმე მოთხრობას შეიძლება მცირე რომანიც ეწოდოს.
კრებული სტილის თვალსაზრისით და თემატურად ძალზე მრავალფეროვანია. ამ შედარებით პატარა წიგნში თავმოყრილია ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილ ტექსტები, თანამედროვე თბილისური ყოფის ამსახველი სახალისო ისტორიები, სამეცნიერო ფანტასტიკა. წიგნის გმირები: წმინდანები, ავაზაკები, შეშლილები, გლეხები, ლოთები, თბილისელი კრიმინალები იმ რთული, თუმცა სახალისო თამაშის ნაწილს წარმოადგენენ, რომლის წესებსაც მწერალი მოთხრობიდან მოთხრობამდე ცვლის და რომლის მეშვეობითაც მკითხველის გაუნელებელ ინტერესს ინარჩუნებს. |
|
ლექსები ავტორი: ნატო ინგოროყვა გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
ნატო ინგოროყვას ლექსების კრებული 2011 წელს გამოიცა. იგი ორ წიგნს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ”ხმელები” და ”ნედლები” - ლექსების ეს ორი ციკლი ორიგინალური დიზაინის ყუთშია მოთავსებული, რომელიც პოეტური ჩანაფიქრის ნაწილს შეადგენს. ნატო ინგოროყვა თანამედროვე ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ხელწერის მქონე ავტორია. |
|
ეკოციდი ავტორი: თეა თოფურია გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 3.9 ლარი |
|
”ეკოციდი” - თეა თოფურიას ლექსების ახალი კრებული - 2011 წელს გამოიცა. ლექსების ნაწილი ლიტერატურულ პერიოდიკასა და ინტერნეტ სივრცეში ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა. ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა. |
|
გოგოთურ და აფშინა (ორენოვანი) ავტორი: ვაჟა-ფშაველა გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 3.9 ლარი |
|
წიგნში წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ცნობილი პოემა ”გოგოთურ და აფშინა” ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. წიგნს უძღვის ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის - ზეზვა მედულაშვილის წინათქმა და პოემის მთარგმნელის - ოქტაი ქაზუმოვის შესავალი წერილი, რომელშიც იგი განიხილავს ვაჟა-ფშაველას პოეზიას და მის თარგმნასთან დაკავშირებულ სირთულეებს. |
|
აქ ნუ დადგებით ავტორი: ეკა ქევანიშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 4.9 ლარი |
|
ეკა ქევანიშვილის ახალ (რიგით მეორე) კრებულში ავტორის მიერ ბოლო წლებში დაწერილი ლექსები შევიდა. წიგნის გარეკანის დიზაინი გურამ წიბახაშვილს ეკუთვნის. კრებულს თან ახლავს მაკა ლდოკონენის მიერ შესრულებული შავ-თეთრი პლაკატი.
|
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|