|
ყველა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
|
|
ოკეანოლოგია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 29.9 ლარი |
|
|
|
პირატოლოგია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 29.9 ლარი |
|
ორიგინალურად ილუსტრირებული, ფათერაკებით სავსე ეს იდუმალი წიგნი, საუკეთესო საკითხავია თავგადასავლების მოყვარულთათვის. თვალი ვადევნოთ უდიდესი მეკობრეთმძებნელის - კაპიტან უილიამ ლაბერის - მოგზაურობას, დავათვალიეროთ მეკობრეთა დროშები, საზღვაოსნო რუკები და სანავიგაციო აღჭურვილობა; გავიგოთ როგორ აგვარებენ უთანხმოებას მეკობრეები და როგორ ლოცულობენ ბრძოლის წინ. საინტერესოა, სადამდე მიიყვანს კაპიტან ლაბერს ყველაზე მოუხელთებელი მეკობრის, ,,ზღვათა რისხვის”, არაბელა დრამონდისა და საგანძურის ძიება? გაჰყევი ხომალდებს შუაგულ ოკეანეში და გაიგე მეტი პირატების შესახებ! |
|
მითოლოგია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 29.9 ლარი |
|
ეს უცნაური წიგნი ბერძნული მითების სამყაროში შეგიძღვებათ და ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობებზე გიამბობთ. როგორ შეიქმნა ღმერთები და ტიტანები? ვინ არიან გორგონები და ერინიები? როდის გაჩნდა ადამიანთა მოდგმა? იმოგზაურე ოლიმპოს მთაზე და ჰადესის საუფლოში, ნახე როგორ მართავს ოკეანეთს მძვინვარე ღმერთი პოსეიდონი და გაიგე, ვინ არის მჭედელი ჰეფესტო. ლედი ჰესტია ევანსის ,,მითოლოგია” და მოგზაურ ჯონ ოროს ჩანაწერები მიგაახლოვებთ ძველი საბერძნეთის ღმერთებთან, გმირებთან თუ ურჩხულებთან. იმოგზაურე საბერძნეთში და გააცოცხლე ლეგენდები!
|
|
ეგვიპტოლოგია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 29 |
|
|
|
ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 19.9 ლარი |
|
ეს მიმზიდველი წიგნი მოგვითხრობს ადამიანებზე , რომლებმაც გავლენა მოახდინეს ჩვენი ისტორიის მსვლელობაზე ბოლო 2000 წლის განმავლობაში. ესენი არიან : პოლიტიკოსები, მეცნიერები, მოგზაურები, ხელოვანები, კინოვარსკვლავები, სპორტსმენები და მრავალი, მრავალი სხვა. თემატურად და ქრონოლოგიურად დალაგებული ,,ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედია” არაერთ საინტერესო პიროვნებასა თუ ისტორიულ ფაქტს გაგახსენებთ და სასიამოვნო საკითხავი გახდება მთელი თქვენი ოჯახისათვის. |
|
ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 19.9 ლარი |
|
ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედია წარმოადგენს ფუნდამენტური ცოდნის წყაროს სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. მკითხველები გაეცნობიან მსოფლიო ისტორიას, დედამიწის სხვადასხვა კუთხეს, ადამიანის სხეულსა თუ უახლეს სამეცნიერო და ტექნიკურ მიღწევებს. ბავშვებს ელით შეხვედრა სახალისო თემებთან და საინტერესო ფაქტებთან, რის შედეგადაც მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას ჩვენსა და ჩვენი გარემომცველი სამყაროს შესახებ. |
|
ოქსფორდის ილუსტრირებული სამეცნიერო ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 39.9 ლარი |
|
უხვად ილუსტრირებული, ანბანზე გაწყობილი სამეცნიერო ენციკლოპედია, საუკეთესო საკითხავია პატარა მეცნიერებისთვის. კომპეტენტური და ნათლად მოწოდებული ინფორმაცია ულტრათანამედროვე სამეცნიერო დარგებზე, კლონირებაზე, ნანოტექნოლოგიებზე, ლაზერის სამიზნიან რაკეტებზე, ციფრულ რევოლუციაზე თუ მრავალ სხვა საინტერესო და აქტუალურ თემაზე, ,,ოქსფორდის სამეცნიერო ენციკლოპედიას ” თქვენი ბავშვის სამაგიდო წიგნად აქცევს. |
|
ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 59.9 ლარი |
|
|
|
ჩემი პირველი ოქსფორდის ენციკლოპედია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 17 ლარი |
|
|
|
დიდი მოგზაურები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 19.90 ლარი |
|
,,დიდი მოგზაურები” წარმოგიდგენთ მოგზაურობებსა და კვლევებს მთელი თავისი ხიფათითა და სირთულეებით, შიშითა და შემთხვევითი კონტაქტებით, სასოწარკვეთითა და, რასაკვირველია, ბრწყინვალე აღმოჩენებით.
შემოიარე დედამიწის ყველა კუთხე, შეხვდი მაგელანს, პისაროს, კარტიეს, ლივინგსტონს, ამუნდსენს, სკოტსა და მრავალ სხვას. შეეჩეხე უდაბურ მიწებს და აგრესიულ ხალხს, დასძლიე ხიფათი და შიში, ჩასწვდი ყველა დროის მოგზაურულ სულს, მიჰყევი პირველაღმომჩენთა ნაკვალევს და შემოუარე მსოფლიოს! |
|
არქეოლოგიური სენსაციები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 19.90 ლარი |
|
აღმოაჩინე წარსული!
,,არქეოლოგიური სენსაციები” მოგითხრობთ გასაოცარ ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ იშიფრებოდა უძველესი ჩანაწერები, რათა მათი მეშვეობით აღმდგერიყო მივიწყებული წარსული. ესაა ანალიზის დაძაბული პროცესი, სადაც ბევრია იმედგაცრუება, რისკი, და რაღა თქმა უნდა - იღბალი! გაშიფრე უძველესი დოკუმენტები, მოინახულე ალტამირა, ტროა, მაჩუ-პიქჩუ და მრავალი სხვა ქალაქი, წაიკითხე ფარაონის წყევლის ამბავი, ჩაყვინთე და ნახე წყალქვეშა ნამარხები, და გაიცანი უშიშარი მკვლევრები. გაჰყევი არქეოლოგებს და მათთან ერთად აღმოაჩინე საოცარი წარსული! |
|
დიდი მეცნიერები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 15 ლარი |
|
|
|
ინდური ზღაპრები და ლეგენდები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 17 ლარი |
|
წიგნში შეკრებილი ტრადიციული ინდური ზღაპრები ათასობით წელს ითვლის, თუმცა ზუსტად არავინ იცის, როდის გაჩნდა პირველად. სიყვარულის, სიმამაცის, ჯადოსნიბის, სიბრძნისა და სირიყვის ეს ამბები ზეპირად გადადიოდა თაობიდან თაობაში და ერთნაირად ხიბლავდა დიდებსა და პატარებს. შეაბიჯე ღმერთების, მაიმუნების, მეომრების, ათთავა ურჩხულებისა და გონიერი ცხოველების სამყაროში და გაიგე, რა საოცარი ამბები გადახდათ თავს ამ წიგნში, რომელიც თვალწარმტაცად მოგვითხრობს ტრადიციულ ინდურ თქმულებებს. |
|
საბავშვო ბიბლია ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
|
წიგნში მოთხრობილია ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ამბები ძველი და ახალი აღთქმიდან. ტრადიციული ტექსტიდან გადახვევის გარეშე, ეს ამბები ბავშვებისთვის ნათლად და გასაგებადაა მოწოდებული. ეს წიგნი ინტერესისა და სიამოვნების წყაროდ იქცევა თქვენს ოჯახებში, ხოლო პატარა მკითხველებსა და მსმენელებს მეგზურობას გაუწევს ბიბლიური სიბრძნის შეცნობის გზაზე. |
|
ეზოპეს იგავები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14.9 ლარი |
|
|
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|